ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

Let It Snow

დატოვე კომენტარი

ვზივარ ასე, უსაქმურად და ვცდილობ ბლოგისთვის რამე კარგი, ზამთვრისთვის შესაფერისი, თან თბილი და თანაც ცივი ე.წ. ”ჰედერი” შევარჩიო, მაგრამ სულ ტყუილად. ხან რა დავაყენე ხან რა და ბოლოს ისევ ეს დავტოვე, მაინცდამაინც არ მაკმაყოფილებს მაგრამ… იყოს სანამ რამეს აღმოვაჩენ. ”ვინც ეძებს ის ყოველთვის პოულობსო”, მიყვარს ეს ფრაზა.

cropped-copy-of-374445_437251479663982_1208788520_n.jpg

მოკლედ, თოვლი მოგვივიდა ჩემო მეგობრებო და ისეთი სასიამოვნო სუნი შემოვარდა დილით ღია ფანჯრიდან… სუნიო? სუნი არა, უბრალოდ სუფთა ჰაერი, სასიამოვნოდ რომ გხვდება და იმდენად შეჩვეული ხარ ქალაქის მტვერს, რომ უკვე ”სუნს” ეძახი.

winter

სიმართლე გითხრათ არ მახსოვს ოდესმე თოვლის მოსვლა ასე გამხარებოდა. ისიც ვიგრძენი რომ ახალი წელი მოგვიახლოვდა და ბავშვურად აჟიტირებული ველოდები ახალს – ახალი იმედებით, ახალი გეგმებით, ახალი მიზნებით და სტრატეგიებით.

რაც სახლში მოვედი ყურს საყვარელი საშობაო-საახალწლო მელოდიებით ვართობ და განწყობა უფრო და უფრო მემატება.

მოდით გაგიზიარებთ თქვენთვისა და ჩემთვის ნაცნობ მელოდიებს და თქვენთვისაც დავაყენებ სახლში თბილ, და ფანჯრის მიღმა ცივ განწყობას. აი ისეთს, სახლში ბუხრის წინ რომ ზიხარ, ხელში ცხელი ჩაი ან ყავა რომ გიჭირავს, ფანჯარას რომ გახედავ თოვლის დიიიიიიდ ფანტელებს რომ დაინახავ და კიდევ უფრო ჩაიხუტებ ცხელ ჭიქას გასათბობად, ტანში სიმყუდროვის თბილი გრძნობა რომ დაგივლის და თვალებს დახუჭავ ლამაზი ბგერების უკეთესად აღსაქმელად.

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s