ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

მეგობარი

დატოვე კომენტარი

რამდენი ადამიანიც არსებობს, მეგობრობის იმდენი განმარტება და გაგებაცაა, ასე რომ რთულია განსაზღვრო რას მოიცავს მეგობრობა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, მას მეგობარი რომ უწოდო.

დაახლოებით ორი წლის წინ ერთი პოსტი გამოვაქვეყნე, ზოგადად კითხვა დავსვი, ღირდა თუ არა სიცოცხლე მეგობრის გარეშე. იქვე პასუხის გაცემაც მოვასწარი და სასწრაფოდ არა გიპასუხეთ. რა თქმა უნდა ეს ასეცაა. არავის ვუსურვებ მის გარეშე თუნდაც ერთი წამით ყოფნას. უბრალოდ წავიკითხე ეს პოსტი და მივხვდი რომ ძალიან ბევრი (უხეშად რომ ვთქვათ) ”მიტლიკინია”. ხო, ზუსტად ასე! იცით რატომ? მეგობრობა ეს ისეთი რამეა, რომელსაც ჩარჩოები, ფარგლები არ გააჩნია და როგორც სიყვარულს ვერ ახსნი სრული სისრულით, ისე მეგობრობას ვერ განმარტავ ბოლომდე, ისე, რომ არაფერი გამოგრჩეს. ეს ორი რამ ისეთი გრძნობაა, ისეთი ”არსებაა”, რომელსაც უბრალო სიტყვები არ ჭირდება. ამას ქმედებით და მზერით უნდა გრძნობდე და გესმოდეს.

friends

ზედმეტს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ გეტყვით ერთს, გაუფრთხილდით ამ აუწონავ და შეუფასებელ საგანძურს, რასაც მეგობარი ქვია, იყავით მათ გვერდით სანამ შეგიძლიათ, ჩაიხუტეთ გულში და ყოველთვის მხარში ედექით ერთმანეთს, იმიტომ რომ არასდროს იცით როდის რა მოხდება, ვის რა უდევს წინ. დახარბდით მის გვერდით ყოფნას სანამ შეგიძლიათ და უთხარით თბილი სიტყვები ერთმანეთს.

friendship

ყველას თბილი და ერთგული მეგობრების ყოლას გისურვებთ.

თქვენი ნინაკა.

 

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s