ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

კვირის აკვიატებული soundtrack-ები

3 Comments

Music ♥ street art! by Joel Robison

“Music” street art. Photo by Joel Robison

ვინც ჩემი ბლოგის ხშირი სტუმარია, იცის, რომ ხშირად ვდებ პოსტებს, სადაც ბოლო დროის მუსიკალური აკვიატებები მაქვს ხოლმე ჩამოწიკწიკებული. ამ ბოლო დროს სხვადასხვა ფილმების მუსიკალური თემები ავიკვიატე და სულ ყურში ჩამესმის. ისეთებია, როგორ გითხრათ, ლამაზები, სათუთები და ხალისიანები. მოდით ბევრს აღარ გავაგრძელებ და გაგაცნობთ მათ: 

1. თემა ფილმიდან ”ელაპარაკე მას”.  ფილმი ხომ განუმეორებელია, მაგრამ მისი მთავარი მუსიკალური თემა კიდევ უკეთესი. მოუსმინეთ და დატკბით.

2. მეორე აკვიატებაც იმავე ფილმიდანაა. ”კუკურუკუკუუუ” 🙂 გამოგიტყდებით და ამ ფილმში ორი მთავარი როლის შემსრულებელი ქალბატონიდან, ყველაზე ძალიან ტორეადორი ქალბატონი, სახელად ლიდია (მსახიობი როსარიო ფლორესი) საოცრად მომეწონა, მიუხედავად მისი არასახარბიელო ვიზუალისა. იმდენად დამახასიათებელი სახე და მზერა აქვს, ჩაგითრევს ადამიანს.

3. შემდეგი თემა მხ.ფ. ”გეიშას მემუარები”-დანაა.

4. ”გზა ელდორადოსკენ”. ყველამ იცით ეს მულტფილმი. საოცრად ლაღი და სასიამოვნო. ასევე სასიამოვნო მუსიკალური გაფორმებით, რომელსაც ელტონ ჯონს უნდა ვუმადლოდეთ.

5. ეს სიმღერაც ზემოთ აღნიშნული საყვარელი მულტფილმიდანაა, ”გზა ელდორადოსკენ”. ვისაც ნანახი არ გაქვთ მულტფილმი, ორ მეგობარზეა, რომლებიც ოქროს ქალაქის, ელდორადოს აღმოსაჩენად გაეშურებიან. წინ კი საოცარი თავგადასავალი ელოდებათ. თემა კი რომელიც ახლა უნდა შემოგთავაზოთ სწორედ მათი მეგობრობის ლამაზი ფონია, სახელწოდებით ”Friends never say goodbay”.

6. “შოკოლადი” :)) გახსოვთ ალბათ ეს ფილმი, ჯულიეტ ბინოშისა და ჯონი დეპის ლამაზი დუეტიც გემახსოვრებათ. ჰოდა თემაც ამ ფილმიდანაა. 🙂

7. ისევ ”შოკოლადი”. 🙂 ამჯერად იქ გაჟღერებულ ”ქარავან”-ს შემოგთავაზებთ.

8. ისევ და ისევ ”შოკოლადი”. :))

9. “ამელი” და მეტს აღარ გავაგრძელებ ზედმეტს, იან ტიერსენი საოცრებებს ჩადის ზოგადად და ამ ფილმისთვისაც მოიმოქმედა საოცარი თემები. მთავარ თემას შემოგთავაზებთ. 🙂

10. დაააა ყველაზე გემრიელი ბოლოსთვის შემოვიტოვე, თემა ფილმიდან ”შინდლერის სია”. ეს კომპოზიცია თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სილამაზის მუსიკალური აღქმაა. დატკბით. 🙂

ასე და ამგვარად, ამ ეტაპისთვის სულ ეს იყო, მომავალ პოსტამდე.

თქვენი ნინაკა :* 

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

3 thoughts on “კვირის აკვიატებული soundtrack-ები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s