ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

ღია წერილი მარიკუნიკოს

5 Comments

მეგობარი – რა ძვირფასი სიტყვაა… ძნელია როცა მეგობარი გტოვებს, მტკივნეულია… ძნელია როცა მეგობარს შორდები დიდი ხნით და მანძილით, გაუსაძლისია… მაგრამ თურმე ყველაზე ძნელი მეგობრის დაკარგვა ყოფილა, როცა ის ამ ქვეყნიდან მიდის, როცა მის ხმას ვეღარასდროს გაიგონებ, მის სიცილს ვეღარასდროს უყურებ და მის დატუქსვას ვეღარასდროს მოისმენ. მაშინ ხვდები რომ ყველაფერს აიტანდი, მის წასვლას, წლობით უნახაობას, თუნდაც ჩხუბს, კამათს, გაბუტვას… მაგრამ ის მაინც გეცოდინებოდა რომ სადღაც იქ, სადაც არის, სხვა ქვეყანაში თუ ქალაქში, ჯანმრთელადაა, კარგადაა და რაც მთავარია ცოცხალია! რომ შეგიძლია კვირაში ერთხელ მაინც გაიგონო მისი ხმა, იხუმროთ ისეთი ხუმრობებით რომლის შინაარსიც მხოლოდ თქვენ გესმით.

ორმოცდაოთხი დღე გავიდა იქიდან რაც შენი სუნთქვის ხმა აღარ მესმის მარი, და ორმოცდათხუთმეტი დღე მას შემდეგ რაც ბოლოს გნახე. ოდესმე ვიფიქრებდი რომ მე შენთან, შენს გვერდით ხმას ვერ ამოვიღებდი? ოდესმე ვიფიქრებდი რომ შენთან სასაუბროდ თემის გამონახვა გამიჭირდებოდა? იმ დღის მერეა რომ ჩემი ადამიანური ძალები მეზიზღება, ძალები რომლებსაც შენი გადარჩენა არ შეეძლოთ. როგორ მინდოდა შენს გვერდით ყოფნა, როგორ მინდოდა შენი ხელის მაგრად ჩაჭიდება, არაფერს გეტყოდი, უბრალოდ ვიჯდებოდი შენს გვერდით და ვიქნებოდი. ჩვენ ხომ ყოველთვის, სულ ერთად ვიყავით, ჩვენ ხომ ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა… ჰო და ახლაც გავუგებდით. უბრალოდ ვერ მოხერხდა, გარემო პირობებმა არ მოგვცეს ამის საშუალება. ხო და მტკივა, გული მტკივა და არ ვიცი რა გავაკეთო, ვხვდები რომ ბევრი რამ დამრჩა შენთან ერთად გასაკეთებელი. საერთოდ ბევრ რამეს მივხვდი მას შემდეგ რაც წახვედი. ყოველთვის მაგალითი იყავი ყველასთვის, სითბოს, სიყვარულის, სიმშვიდის და სათნოების მაგალითი. ახლა? ახლაც მაგალითი ხარ, მაგალითი ხარ მათთვის ვინც შენ გიცნობდა, სულიერი სიმტკიცის, გაუტეხლობის და ოპტიმიზმის მაგალითი. მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს სიცოცხლე, ცხოვრება, მზე და სიცილი, როგორ უნდა უხაროდეს ადამიანს სიცოცხლე, ცხოვრებისგან ნაბოძები ყოველი დეტალი ბედნიერებად როგორ აქციოს და შენც გაგაბედნიეროს ამით. გაგიღიმოს და შენც გაიძულოს გაუღიმო მას, მას და ცხოვრებას ერთად.

44 დღე გავიდა და ძლივს შევძელი რომ ყოველ მომდევნო ამოსუნთქვას ცრემლი არ ამოვაყოლო. ძლივს შევძელი რომ შენი სახელის ხსენებისას თავი შევიკავო და ის ემოცია რაც გულში მაქვს არ ამოვყარო.

ყოველ კითხვას რაც ყოველ წუთს მიჩნდება და სურვილი მაქვს დაგისვა ვუსადაგებ პასუხს, რომელსაც შენ გამცემდი.

დღეს მივხვდი რომ სიხარულის შეგრძნება დავკარგე, სიხარულის სიმძაფრეს ვეღარ ვგრძნობ. ის რაც ადრე უაზროდ გამახარებდა, გადამრევდა და სიხარულისგან ხტუნვას დამაწყებინებდა, ახლა რატომღაც ურეაქციოდ მტოვებს.

ალბათ ოდესმე გავხდები იმ ”ფერო”-სთან მიახლოებული რაც ადრე ვიყავი, მაგრამ ის რაც ვიყავი ვეღარასდროს.

ჩემო მარიკუნიკო, ჩემო დიმინუენდო, ჩემო ფისუნია უზომოდ მენატრები, უზომოდ მიყვარხარ…

შენი დიმინუენდო…

Copy of DSC02794

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

5 thoughts on “ღია წერილი მარიკუნიკოს

  1. ჩვენი მარიამი მუდამ ცოცხალი იქნება ჩვენს გულებში<3 😦

  2. მარი, როგორ მენატრები, როგორ მაკლიხარ და ჰაერივით მჭირდება შენი ხმის გაგონება. 😦

  3. martlac ra kai werilia gmertma natelshi amyofos marikuna 😦

  4. უი, ეს რა ცუდი და სევდიანი რაღაც წავიკითხე! 😦 უკომენტაროდ დავტოვებ ამ შენს წერილს. მასში ყველაფერია ნათქვამი…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s