ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

***

%(count)s კომენტარი

ცხოვრება ერთი დიდი კალათაა, აგროვებ აგროვებ აგროვებ ადამიანებს და მერე უცებ ხელიდან გეცლებიან… ზოგს შენ უშვებ შენივე დაუდევრობის ანდა რიდის გამო, ზოგი თვითონ მიდის, ზოგს კი წასვლა საერთოდ არ უნდა მაგრამ განა მას ბუნება ეკითხება რამეს? უბრალოდ მოკიდებს ხელს და თავისკენ წაიყვანს.

მერე დგება მომენტი როცა ის ადამიანები გენატრებიან რომლებიც არც შენი ბრალით, არც თავისი ბრალით, უბრალოდ წავიდნენ… არა, წამი არ დგება, სულ გენატრებიან, სულ გინდა რომ შენს გვერდით იყვნენ, სულ გინდა რომ ერთი სიტყვა მაინც გაუზიარო მაგრამ როგორ აბა? ვერ… ხო და ასე ამ სიტყვის გადაყლაპვა გიწევს და გეჩხირება ყელში დიდი ბურთივით, ოღონდ სიტყვა იმდენად არა, რამდენადაც მონატრება ამ ადამიანების, ტკივილი მათი წასვლის და ხანდახან ისეთი შეგრძნებაც კი გეუფლება თითქოს მხოლოდ ის იყო შენს გარშემო და მისი წასვლის შემდეგ ყველაფერი დაცარიელდა. თითქოს შენს გარშემო ადამიანები, რომლებიც ასე ცდილობენ შენს გვერდით ყოფნას, აღარ არსებობენ და დარჩი მარტო…

ეს ის სიმარტოვეა როცა ისეთი ადამიანი გეცლება ხელიდან რომელთან ერთადაც გაზრდილი ხარ და ყველა წვრილმანი იცით ერთურთის.

ეს ის სიმარტოვეა როცა ის იუმორი მოგაწვება და გაცინება გინდა რომელსაც მხოლოდ ის და შენ გაიგებდით (სხვასთან რომ თქვა მაინც ვერ გაგიგებს).

ეს ის სიმარტოვეა როცა ისეთ ახალ ამბავს იგებ რომელიც მხოლოდ მას და შენ გაინტერესებდათ, სხვა ამ ამბის სუბიექტებს მაინც არ იცნობს.

ეს ის სიმარტოვეა როცა მასთან ერთად დუმილი გენატრება.

ჰო და მერე ჯდები ასე ჩემსავით კომპიუტერთან, ხსნი შენს თვეობით უმოქმედოდ დარჩენილ ბლოგს და ასეთ ჩანაწერს აკეთებ. მაინც ვერავინ გაიგებს რომ მე ჩემი ბავშვობის მეგობარი მენატრება, მენატრებოდა და მომენატრება ბოლო ამოსუნთქვამდე…

თოვლის გუნდა

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

One thought on “***

  1. ეტყობა ძაან კარგი მეგობრები იყავით ,ნამდვილი მეგობრები. იშვიათობა ასეთი მეგობარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s