ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

ზღაპრის დეტალი ბავშვობიდან

დატოვე კომენტარი

ბებოს ფოჩებიანი მწვანე შალი ისე მაქვს მხრებზე შემოხვეული თითქოს სადმე გაქცევას აპირებდეს. დილის 5 საათია, თოვლზე ანარეკლი ლამპიონების შუქი სახლში შემოდის და ჩაბნელებული ოთახის კედლებზე უცნაურ ფიგურებს ხატავს. ეს ის ფიგურებია ზამთარმა ჩემი ოთახის ფანჯრებზე რომ მოქარგა. ფოთლები, ყვავილები, ფიფქები, წიწვები…

“Baby It’s Cold Outside”… 

როგორ მათბობს ეს სიმღერა, ჩემთვის ზამთართან, თოვლთან, ახალ წელთან, ყინვასთან, დანთებულ ბუხართან და გრიპთანაც კი ასოცირდება.

ნორმალურ ადამიანს, თითქოს, დილის 5 საათზე უნდა ეძინოს, თითქოს მეც ნორმალური ვარ მაგრამ… აბა ერთი დილით საქმე მქონდეს, 5-ზე კი არა 8-ზე ძლივს ავწევდი თავს.

tea

ვგრძნობ სიცხე როგორ მიწევს, შალი უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვობიდან მგონია რომ ჯადოსნურია და რაც არ უნდა მაწუხებდეს ყველაფრის უებარი წამალია. ჰოდა ახლაც მგონია, რომ რაც უფრო მეტად შემოვიხვევ, მით უფრო მალე დამიწევს სიცხეც… სასაცილოა, ჰო, ზღაპარია, მაგრამ ეს იმ ლამაზი ზღაპრის ძალიან პატარა დეტალია, რასაც ბავშვობა ქვია და რასაც ალბათ სიბერეშიც ვერ შეველევი.

ცხელი ჩაი გვერდით მოვიდგი , ბერძნული მითების ათასჯერ გადაკითხულ ფურცლებს კიდევ ერთხელ ვფურცლავ და დროდადრო ფანჯარას გავყურებ, რომელზეც ისევ სხვადასხვა ფიგურები მეპრანჭებიან, ფანჯრის იქით კი ისევ უღმერთოდ თოვს, მგონი გაჩერებას არც აპირებს.

ორ-სამ საათში ბებო გამოიღვიძებს და თავის მწვანე შალს მომკითხავს. იცის ჩემს გარდა სხვა არავინ დაავლებდა ხელს და მიითვისებდა… 😉

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s