ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

კითხვა-პასუხი ლაბირინთში

%(count)s კომენტარი

კითხვის ნიშნები და შესაბამისად კითხვები მრავლადაა ცხოვრებაში. არ არსებობს ცხოვრებისეული ფაქტები მათ გარეშე. პრინციპში რომ არ არსებობდნენ ნაკლებ საინტერესო იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ნაკლებად აზარტული. რაც თავი მახსოვს გონებაში დასმულ კითხვებს ვცდილობ პასუხები გავცე. ხან გამოდის, ხან არა.

კარგია კითხვა როდესაც ჩნდება, ეს იმას ნიშნავს რომ აანალიზებ, ეს იმას ნიშნავს რომ გაინტერესებს, ეს იმას ნიშნავს რომ ცოცხალი არსება ხარ და რაც მთავარია სხვა დანარჩენებისაგან იმით განსხვავდები, რომ ადამიანი ხარ და ლოგიკურად აზროვნების უნარი გაგაჩნია, დასკვნების გამოტანის უნარი გაქვს. თუმცა ხშირად ვამტკიცებ ხოლმე რომ ბევრ ადამიანს ჩემი ძაღლი, კოკი ჯობდა-მეთქი, მაგრამ ეს უკვე ცალკე თემაა.

Questions and Answers signpost

ამ ბოლო დროს ჩემს ინტუიციას არ ვუჩივი. ზოგადად ეჭვიანი ადამიანი არ ვარ, მაგრამ საკმარისია რამეზე დავეჭვდე, ბოლოს სიმართლე რომ არ აღმოჩნდეს წარმოუდგენელია ხოლმე. საშინელებაა გაურკვევლობა, როცა თავში მილიონი კითხვა გიტრიალებს და მათზე პასუხი არ ჩანს, “არსაიდან ხმა არსით ძახილი”. ამის გამოა რომ ეძებ წვრილმან დეტალებს, გიჩნდება ეჭვები, მათ ერთმანეთთან აკავშირებ, რაღაცნაირად აბამ ერთს მეორეზე და საერთო მონახაზს ღებულობ. თუმცა, დამერწმუნებით, ეს წვრილმანი დეტალები და თქვენი ლოგიკით ამოხსნილი “ფაზლი” ხშირად კი ჩანს რომ სწორადაა გადაბმული ერთმანეთზე, მაგრამ დასტურს საჭიროებს. სადღაც გულის სიღრმეში ხანდახან გინდა რომ არ გამართლდეს ის რასაც ლოგიკა + ინტუიცია გკარნახობს. გინდა რომ შენი ეჭვები სადღაც აორთქლდეს და დარჩეს ის, რასაც მათ გამოჩენამდე ხედავდი, რასაც კითხვების გაჩენამდე აღიქვამდი და შენად ისაკუთრებდი.

საშინელებაა მილიონი კითხვა არცერთი პასუხით! დაბურულ ტყეს გავს, ლაბირინთს გავს საიდანაც გასასვლელს ვერ პოულობ. ამას მოყვება ქაოსი თავში, იმდენივე აზრი რამდენიც კითხვაა და კიდევ უფრო მეტი, რომლებიც გაფილტვრას საჭიროებენ. ფილტრავ, ფილტრავ, ფილტრავ… მაგრამ თუ არ იმატებს მათი რაოდენობა, არ იკლებს მაინც.

მერე უცებ რაღაც მოხდება, რაღაც ისეთი, რაც ერთ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას გაძლევს და უცებ ნათელი ხდება ყველაფერი, იკვრება და ერთმანეთს ებმება რგოლები და ჯაჭვს ქმნიან, ერთ მთლიან ჯაჭვს. უყურებ მას და ყველაფერი ქრება, სიცარიელე რჩება და გვერდით გახედვის სურვილიც კი გიქრება. რა აზრი აქვს? მაინც სიცარიელეა… ყველა სიტყვას ეძლევა განმარტება, ყველა ქმედების მიზეზი აშკარავდება…

მაგრამ რა ადამიანები ვიქნებით თუ იქვე კიდევ ერთი კითხვა არ დავსვით?! ეს კითხვაა “რატომ?” კითხვა, რომელსაც ალბათ მას შემდეგ სვამს ადამიანი რაც საუბარს იწყებს. ოოოო, ეს ის კითხვაა, რომელზეც პასუხი კვლავ არ არის. კითხვაა, რომელსაც პასუხი ალბათ წლების შემდეგ გაეცემა. ჰოდა ამ პასუხით კიდევ ერთი რგოლი მიემატება “იმ” ჯაჭვს და სრულ სახესაც მიიღებს, მაგრამ უკვე გვიან იქნება. ისინი აქტუალობას და მნიშვნელობას დაკარგავენ და “ის” ჯაჭვიც გაუფასურდება.  პრინციპში უკვე გაუფასურდა…

რატომ ვილაპარაკე ამდენი? რატომ ვხლართე აბლაბუდა? უბრალოდ სიტყვებს კითხვის ნიშანი მოვაშორე, წერტილი დავუსვი და ძახილის ნიშნებიც თან დავურთე. დაიხურა ერთი დიდი ფურცელი და ვუყურებ სუფთა ფურცელს, რომელზეც ძალიან საინტერესო ისტორიების თხრობას დავიწყებ. 😉

მიყვარხართ, თქვენი ნინაკა. :* 

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

One thought on “კითხვა-პასუხი ლაბირინთში

  1. გამოხმაურება: კითხვა-პასუხი ლაბირინთში - ქართული ბლოგები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s