ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

X ფაქტორი – ზოგადი მიმოხილვა

4 Comments

X Factor . X ფაქტორი

არც თუ ისე ცოტა ხანია რაც ქართულ ტელესივრცეში X ფაქტორი გამოჩნდა, უკვე საკმაო რეიტინგიც მოიპოვა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

სიმართლე გითხრათ შესარჩევი ტურებიდან გამომდინარე, ალბათ ისევე როგორც მაყურებლის უმეტესობას, მრჩებოდა შთაბეჭდილება იმისა რომ არ განსხვავდებოდა სხვა დანარჩენი კონკურსებისგან, რაც საქართველოში ჩატარებულა აქამდე, გამომცდელი მზერა შევავლე ტელეეთერში გასულ შემდგომ ეტაპებს და აგერ უკვე მესამე პირდაპირი ეთერიც მოვილიე და გამიჩნდა სურვილი აზრი დამეფიქსირებინა ბლოგზე.

პროექტში ჟიურის ჩართულობა ყველაზე მეტად მომწონს. როგორც იქნა მათ სიტყვას, ფორმალურად თუ რეალურად, ფასი დაედო.

მენტორებს შორის გადანაწილებული კატეგორიებიც და მათი შეჯიბრობითობაც დასაფასებელია, თუმცა ვფიქრობ საუკეთესო ოთხეულის არჩევის დროს მენტორებს რამდენიმე მარგალიტი “გაეპარათ”. მაგალითისთვის მოვიყვან ანრი ღუდუშაურს, რომელიც გიორგი გაბუნიას ვფიქრობ არ უნდა გაეშვა. მე მის ადგილზე მიშო ელიავას ადგილს, რომელიც მის “მგლებში”, ჩემი აზრით, ყველაზე სუსტი რგოლია, ამ ადამიანს დავუთმობდი (თუმცა მიშო დღეს უკვე განვითარების გზას ადგას). მაგრამ მე მის ადგილას არ ვარ … 🙂 გვერდს ვერ ავუვლი წამყვანებს და აუცილებლად ვიტყვი, რომ ძალიან მოწესრიგებულები არიან, თითქოს შეხმატკბილებულებიც, მაგრამ სიცოცხლე მაკლია მათგან. უფრო მეტი ენერგიაა საჭირო და რაც მთავარია ბუნებრივობა, რის ნაკლებობასაც განვიცდი პროექტის დაწყების პირველივე დღიდან.

პროექტში რამდენიმე გამოკვეთილი ლიდერიც გვყავს, ამაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი ანრის ვიდეოს შემოგთავაზებთ.

***

დავიწყებ შედარებით სუსტი კატეგორიიდან, ესაა ჯგუფები და მისი მენტორი სოფო ტოროშელიძე. ამ ჯგუფში კი ყველაზე სუსტი ჯგუფი “4s’ Age”  აღმოჩნდა. მათ თავისი მაქსიმუმი მეორე კონცერტზე აჩვენეს და დატოვეს კიდეც კონკურსი. დღეის მდგომარეობით პროექტში ამ კატეგორიიდან რჩება ცოლ-ქმრის დუეტი “აკე და ანა”  და გოგონათა ჯგუფი “Sparkle”.

დავიწყოთ Sparkle-ით და ვიტყვი ერთს, ამ გოგონებმა დიდი შთაბეჭდილება პირველ კონცერტზე მოახდინეს, როდესაც მიუზიკლ “Chicago”-დან შემოგვთავაზეს ნომერი. ამის შემდეგ კი, უბრალოდ ვიტყოდი: ურიგო არაა ხოლმე მათი გამოსვლა. გოგონებს წარმატებით აქვთ მორგებული სექსუალური იმიჯი და ამართლებს კიდეც, თუმცა როდემდე დარჩებიან პროექტში ეს უკვე დროზე, მსმენელზე, მათ განვითარებაზე და სხვა მონაწილეების პოზიციების შენარჩუნებაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება აკეს და ანას – საყვარელი, თბილი წყვილია. საუკეთესო გამოსვლა, ვფიქრობ, მესამე კონცერტზე ქონდათ. მათ მაიკლ ჯექსონის “Billie Jean”-ის საკმაოდ საინტერესო ვერსია მოგვაწოდეს. სოფოს კომენტარმაც არ დააყოვნა: “აკემ და ანამ დღეს გვაჩვენეს ამ სიმღერის ყველაზე განსხვავებული ვერსია, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, მაყურებელი კიდევ ბევრჯერ “გადაახვევს” და მოუსმენს”. რაც ვფიქრობ უსაფუძვლო ნამდვილად არ იყო.

საერთო ჯამში სოფოს და მის კატეგორიას დადებითად შევაფასებდი. სოფო ძალ-ღონეს არ ზოგავს და შედეგიც სახეზე გვაქვს. ცდილობს მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინოს კონკურსანტები და რეპერტუარსაც მათი შესაძლებლობებიდან და სტილიდან გამომდინარე არჩევს.

***

შემდეგი კატეგორია, ესაა 25 წელს ზემოთ კონკურსანტები. მენტორი საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე გვყავს.

თამთას არც თუ ისე სუსტი კატეგორია შეხვდა, თუმცა, აქვე დავაფიქსირებ ჩემს აზრს და ვიტყვი, რომ ოთხი სკამის კონკურსზე დავი MC-ის გაშვება მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი არ იყო. ის თორნიკე ყიფიანით ჩაანაცვლა, რომელზეც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი მარგალიტია. ჯგუფში დაიტოვა, მე ვიტყოდი – ყველაზე სუსტი რგოლი, ნათია თადიაშვილი. ნათია კარგი გოგოა, ურიგო მომღერალი ნამდვილად არ არის, უბრალოდ ჩაიკარგა ძლიერი კონკურენტების ფონზე კონკურსში. აქვე შემოგთავზებთ დავის მიერ შესრულებულ მიკ ჯაგერისა და ლენი კრავიცის “God Gave Me Everything”-ს.

თამთას კატეგორიაში, მესამე კონცერტზე ვიხილეთ უკვე ორი კონკურსანტი, ეს იყო თორნიკე ყიფიანი და ნათია თადიაშვილი.  დავიწყებ ნათიათი და აქვე აღვნიშნავ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ თამთამ ნათია გაიმეტა პროექტის დატოვებისთვის. რატომ? ნათია ლირიული მომღერალია, უკვე ჩამოყალიბებული სტილით და სიმღერის საკუთარი მანერაც აქვს. მის მიერ აბბას  სიმღერის, “Dancing Queen” შესრულება არა მხოლოდ დიდი რისკი, არამედ შეცდომაც იყო. შოუ ერთი შეხედვით შთამბეჭდავი და კარგიც კი იყო, თუმცა საერთოდ არ ჯდებოდა ნათია ამ ყველაფერში, მიუხედავად მისი, დარწმუნებული ვარ, თავდაუზოგავი მცდელობისა და შრომისა. მენტორის უპირველესი მოვალეობაა საკუთარი კონკურსანტი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს და დაინახოს მისი შესაძლებლობები. ეს რისკი იდეაშივე განწირული იყო და მისი განხორციელების მიზეზებზე მსჯელობა უკვე წყლის ნაყვა იქნება, ამიტომაც შემოგთავაზებთ ნათიას მიერ შესრულებულ “Dancing Queen”-ს.

ჯერი თორნიკე ყიფიანზე  მიდგა და ვიტყოდი რომ თამთას კატეგორიაში დარჩენილი, არა მხოლოდ ერთადერთი კონკურსანტი, არამედ, დიდი დამრტყმელი ძალაცაა. საკმაოდ ძლიერი კონკურსანტია და ამასთან ერთ-ერთი ფავორიტიც. მართალია მაყურებლის მხრიდან აქტიურობა მის მიმართ ნაკლებია, თუმცა იმედს ვიტოვებ რომ ეს მომავალში გამოსწორდება. თორნიკემ მესამე კონცერტზე ლიკე ლის – “I Follow Rivers” შეასრულა. ჩემი გადმოსახედიდან, რეგი თორნიკეს სტილი საერთოდ არ არის და ვფიქრობ, რომ ნაკლებად მოუხდა მას, თუმცა აქვე იმასაც ვიტყვი რომ დავალებას ძალიან კარგად გაართვა თავი და დამსახურებულად რჩება ერთ-ერთ ძლიერ კონკურსანტად.

თამთას კატეგორია, როგორც თავიდანვე აღვნიშნე, არ არის სუსტი. მთავარია სწორი მიმართულება მისცეს მენტორმა კონკურსანტებს. ვფიქრობ თამთას დიდი, მაგრამ არა 100%-იანი ( 😉 ),  წვლილი იყო იმაში, რომ მისი ორივე კონკურსანტი, მესამე კონცერტზე, აღმოჩნდა ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობით. აუთსაიდერების ადგილი თორნიკემ და ნათიამ გაინაწილეს და შედეგმაც არ დააყოვნა. მენტორების ხმების სრული უმრავლესობით პროექტი დატოვა ნათიამ. თამთა პროექტს აგძელებს ერთი კონკურსანტით. ვიმედოვნოთ რომ თორნიკეს შესაძლებლობებს ბოლომდე გამოიყენებს და გაუმართლებელ ექსპერიმენტებსაც, შესაძლებლობების ფარგლებში, თავს აარიდებს. თორნიკეს წარმატებები ვუსურვოთ და შემოგთავაზებთ, ნათიას გამოსვლას მეორე კონცერტზე.

 

***

გადავინაცვლოთ სტეფანეს საკმაოდ ძლიერ კატეგორიასთან, ესენი არიან გოგონები.  ერთია ის, რომ გოგონები ძლიერები არიან, უდავოდ, მაგრამ მეორეა ფაქტი, რომ სტეფანე მათ სიძლიერეს არ იყენებს. დავიწყოთ იმით, რომ რეპერტუარი არ აქვს მომგებიანი, გათვლილი მათ შესაძლებლობებზე და ხშირ შემთხვევაში ჩემთვის უინტერესო ხდება მათი მოსმენა. შესაბამისად, ჯგუფის, როგორც ერთი მთლიანობის სიძლიერე იკლებს, ხდება მოსაწყენი და სურვილს მიკარგავს მე, როგორც რიგით მაყურებელს და მსმენელს, ავიღო ტელეფონი და რომელიმეს სასარგებლოდ გავუშვა ზარი.

დღეის მდგომარეობით სტეფანეს ჯგუფში რჩებიან სალომე ტეტიაშვილი და სოფი სააკაშვილი, საკმაოდ ძლიერი გოგონები.

დავიწყოთ სალომე ტეტიაშვილით, ის მაყურებლის ერთ-ერთი ფავორიტია. სტეფანეს კატეგორიაში ორჯერ ზედიზედ გახდა ხმების რაოდენობის მიხედვით ლიდერი, მესამე კონცერტზეც ლიდერთა სამეულში მოხვდა და მეორე ადგილი დაიკავა. რაც გიორგი გაბუნიას “მგლებს” საქმეს ნამდვილად არ უმარტივებს. 😉  სალომემ მესამე კონცერტზე დისნეის მულტფილმის “Frozen” საუნდტრეკი “Let It Go” წარმოგვიდგინა.

რაც შეეხება სოფი სააკაშვილს, მან სცენიდან “I Believe I Can Fly” გვიმღერა. სოფი საკმაოდ ძლიერი მომღერალია, მყარად დგას სცენაზე. მაგრამ სტეფანეს მიმართ კიდევ ერთხელ უნდა გამოვთქვა უკმაყოფილება რეპერტუართან დაკავშირებით და იმედია იმავე პასუხს არ მივიღებ რაც გაბუნიამ მიიღო იგივე საკითხზე. 😀 ბევრი რომ არ გავაგრძელო, შემოგთავაზებთ მის გამოსვლას ჟიურის კომენტარებითურთ. 😉

მთლიანობაში, როგორც უკვე ზემოთ მოგახსენეთ, სტეფანეს გუნდი ძლიერია და კონკურენტუნარიანი, მთავარია სწორი მიმართულებით მოხდეს გოგონების ძალების გამოყენება, რეპერტუარი (კიდევ ერთხელ გავიმეორებ) სწორად და გემოვნებით იქნეს შერჩეული და დანარჩენს გოგონები თავს მარტივად გაართმევენ.

***

ჯერი ყველაზე “მსუყე” კატეგორიაზე მიდგა, ბიჭები. მენტორი გიორგი გაბუნია გვყავს. გიორგის ენაკვიმატობის ამბავმა მოიარა თითოეული მაყურებელი და არა მარტო, ბევრისგან გაღიზიანება მოყვა, ბევრი იუმორით შეხვდა… რაღა დავმალო და ხშირ შემთხვევაში ჩემს გულის ნადებს ვისმენ ხოლმე ეკრანიდან და მიხარია რომ კრიტიკულია, მაქსიმალურად… რას ვიზამთ, სიმართლე მწარეა ხოლმე. გიორგის ე.წ. “მგლებს”, რაზეც ყველა ერთად შეთანხმდა, დიდი პოტენცია აქვთ იმის, რომ მაყურებლის გული დაიპყრონ. მუსიკალურები, ნიჭიერები და სიმპატიურები. დიახ, თინეიჯერი გოგონები ამ უკანასკნელს დიდ ყურადგებას აქცევენ ხოლმე. გიორგიც რისი მენტორია თუ თავისი “კოზირი” კარგად არ გამოიყენა?! დღეის მდგომარეობით ჯგუფში გვყავს მებო ნუცუბიძე და მიშო ელიავა. პირველივე კონცერტზე კონკურსი დატოვა, საკმაოდ ძლიერმა კონკურსანტმა, გიორგი ბერიძემ. გაბუნიას ადგილზე ელიავას ან ნიკა კიკნაძეს შეველეოდი და გიორგის კონკურსში დავტოვებდი. ნიკამ პროექტი მეორე კონცერტზე დატოვა, ელიავას რაც შეეხება, მასთან დაკავშირებით როგორც ჩანს თავისი გათვლები აქვს და ვნახოთ მომავალში რას შემოგვთავაზებს. მანამდე კი მოდით ბერიძის მიერ შესრულებულ ნირვანას “Smells Like Teen Spirit” მოვუსმინოთ.

გადავინაცვლოთ დარჩენილ კონკურსანტებთან და დავიწყოთ მიშო ელიავათი. მიშო ამ კატეგორიაში ნამდვილად არ იყო ყველაზე ძლიერი, უფრო პირიქით. თუმცა მოვიდა ამ ეტაპამდე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ ნიჭიერი ბიჭია, ჩემთვის საინტერესო ხმის ტემბრით და მომხიბვლელი ვიზუალით. ეს უკანასკნელი, როგორც “კოზირი”, გიორგის ხელთაა და ხშირ შემთხვევაში ვოკალურ ხარვეზებს ამით წარმატებულად ფარავს. მიშო ნელ-ნელა იხვეწება, იზრდება და ვნახოთ მომავალში რა ეტაპამდე მივა. მესამე კონცერტზე მიშომ Michael Buble – “To Love Somebody” შეგვისრულა.

მებო ნუცუბიძე – 🙂  თამამად შემიძლია ვთქვა რომ ეს ადამიანი არის სითბოს, სიტკბოს, სიკეთის, სიყვარულის მატარებელი უშრეტი წყარო. ერთ-ერთი შეფასებისას გიორგიმ ასეთი აღნიშვნა გააკეთა: “მებო სინამდვილეში არ არის მებო, მებო არის მუსიკა!” შეუძლებელია არ დაეთანხმო ამ სიტყვებს. სცენიდან იმხელა სითბოს ღვრის, მსმენელში სიმშვიდე ისადგურებს და უღიმი სცენიდან წამოსულ ბგერებს. მებო აშკარა ფავორიტია როგორც ჟიურის წევრებში, ისე მაყურებელში. შედეგმაც არ დააყოვნა და მებო პირველ ადგილზე იყო. ვუსურვოთ მას წარმატება და შემოგთავაზებთ მის მიერ შესრულებულ ნომერს, სადაც გაერთიანებული იყო ორი სიმღერა დემიენ რაისის  “The Blower’s Daughter” და Radiohead-ის “Creep”. ეს იყო ჟრუანტელის მომგვრელი შესრულება! დარბაზმაც და მენტორმაც შესაბამისი შეფასება მოაყოლა.

საბოლოო ჯამში, გიორგის, როგორც მენტორს და მის კატეგორიას დადებითად შევაფასებდი. დაკვირვებით უდგება ყველა საკითხს, რეპერტუარს შესაბამისად არჩევს და რაც ყველაზე მთავარია თვითონაც იღებს ამით სიამოვნებას. საოცრად კმაყოფილი მზერა აქვს ხოლმე ყოველ ჯერზე, როცა მისი კონკურსანტი ასრულებს სიმღერას და არის ამაყი იმით, რომ ისინი მისი “მგლები” არიან. 🙂

ისღა დაგვრჩენია წარმატება ვუსურვოთ როგორც მონაწილეებს ისე პროექტს. 

მომავალ პოსტამდე.

თქვენი ნინაკა. 😉

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

4 thoughts on “X ფაქტორი – ზოგადი მიმოხილვა

  1. ehhh, ninaka.. chems mdzime kritikas ver gaudzlebs verc konkursantebi, verc jiuris wevrebi da verc “wamyvan-qoreograf-msenalebi” da modi saertod tavs shevikaveb komentarebisgan.. 😀 😀

  2. ბლოგი საინტერესო თუმცა მეც არ გეთანხმები ბევრ რამეში 🙂 ადამიანები განვსვავდებით ჩევი შეხედულებებით 🙂 (Y)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s