ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

Hipdeep Family ანუ მელანქოლიური ვეფხვები

3 Comments

edward-gorey

“იანვარში, ბიძაშვილი ფრედი,

ვიპოვეთ ჩვენ სხვენში მკვდარი.

თებერვლის უცნაური თავგადასავალი

მამა კარგავს კბილის პროტეზს.

მარტში ფიონა შეშინდა, ღამით სახლის გზაზე მომავალი

დიდი შავი მანქანით გააქროლეს  შორეულ მხარეში.”

არა მეგობრებო, ეს ჩემი შეთხზული არ გეგონოთ… ეს ერთი “ცოტათი” (?) უცნაური ჯგუფის სიმღერის პირველი სტროფია, რაც საკმარისია ალბათ  იმისთვის რომ გაკვირვება მოასწროთ.

ტექსტი საკმაოდ გემოვნებით შეთხზულ მუსიკას ადევს. ისეთს, ყურს რომ ესიამოვნება და კიდევ ბევრჯერ მოგინდებათ მისი გამეორება, ოღონდ ტექსტს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. ისინი თავიანთ სევდიან და დატანჯულ ოჯახზე მოგვითხრობენ, რა გადახდათ მთელი წლის მანძილზე თავს.

.

ესაა ჯგუფი სახელწოდებით “Tiger Lillies”, 1989 წელს, ბრიტანეთში ჩამოყალიბებული. ჟანრი  –  “Dark cabaret”.

თვალი რომ გადაავლოთ მათ შემოქმედებას, ნაკლებად თუ იპოვით ოპტიმისტური განწყობის მატარებელ შტრიხს.

“მცემე, დაშავებამდე,

მცემე დალურჯებამდე,

მე მაინც მეყვარები!

მცემე ტირილამდე,

მცემე სიკვდილამდე!

მე მაინც მეყვარები!

გადაწვი ჩემი სახლი,

მე ხმასაც არ ამოვიღებ!

მცემე სისხლის დენამდე, დიახ მცემე!

მე მაინც მეყვარები!”

სასტიკი სიყვარულია? კი, სადო-მაზოხისტური… უფრო მაზოხისტური… თუმცა ვაღიაროთ, რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენნაირი აღქმაა სიყვარულისაც… მათ კი ასე უყვართ! ასე გადმოსცემენ. და ალბათ იმის თქმა უნდოდათ რომ სიყვარული შეიძლება იმდენად დაუნდობელი, იმდენად სადისტური და მაზოხისტური, იმდენად ბრმა, ყრუ და მუნჯი იყოს რომ ტექსტში გადმოცემულ სიუჟეტს მოთმინებით იტანდეს. ვიმედოვნებ, ეს მხოლოდ პროტესტია იმისა, რაც ზოგადად საზოგადოებაში ხდება მოცემული მიმართულებით. პროტესტი და არავითარ შემთხვევაში მათი განწყობა ამ გრძნობის მიმართ.

.

იმდენად არტისტულია, იმდენად მანევრულია ეს ყველაფერი, იმხელა დრამატიზმია მთელს მათ სიმღერებში ჩადებული… რომ ვუსმენ მგონია რომ ჩემს წინ მონოსპექტაკლი იდგმება, რომლის მონაწილეებიც ჯგუფის წევრები არიან. სამი ადამიანი, რომელიც მთელს თავის არტისტიზმს ამ სპექტაკლში დებს. განწყობა ტრაგიკული… ცოტა სუსტი ნებისყოფის/ფსიქიკის ადამიანი შეიძლება მათი გავლენის ქვეშ მოექცეს და დეპრესია დაეწყოს. ვაღიარებ საწამლავივითაა. პირდაპირი გაგებით საწამლავია! მუსიკა იმდენად ლამაზია გითრევს და თავის კლანჭებში გიქცევს. ხაფანგში გაბმული კი მუსიკის გარდა ტექსტსაც უსმენ, ტექსტს რომელიც საშინლად დეპრესიულია, საშინლად სადისტურია, საშინლად მაზოხისტურია და რომელიც ვფიქრობ ამ მუსიკას საერთოდ არ უნდა ახლდეს თან!

“ტკბილო თვითმკვლელობავ, გამათავისუფლე მე ამ ტკივილისგან…”

“გამათავისუფლე, მომეცი უფლება წავიდე,  სიბნელეში ვიძირები,

სული მეხუთება სევდისგან,

მითხარით რომ ჩემი სიცოცხლე მე არ მეკუთვნის რომ წავიღო,

დაე მიწოდეთ ქურდი,

მაგრამ ეს მაინც არ შველის სიკეთეს, რომელსაც ცდილობს ხალხი რომ დაგვანახოს.

უბრალოდ ეს ცხოვრებას მეტ ტრაგიზმს მატებს…”

.

ამ ჯგუფში კიდევ ერთი რამ, ან ვინმე, იპყრობს ყურადღებას. ეს ჯგუფის ვოკალისტია. საოცრად სევდიანი ხმის ტემბრით, ბუნებრივი ხრინწით ხმაში რომელიც ძალიან მხიბლავს. რომელიც გაჯადოვებს და გაიძულებს მოუსმინო! ბოროტებაა! რატომ უნდა ვუსმინოთ ამ ტრაგედიას, რომელსაც კლოუნის ნიღაბს ამოფარებული ადამიანი გვაწვდის? ადამიანი რომელიც საკუთარ რეალურ სახეს არ გვაჩვენებს და სევდიანი კლოუნის ნიღბით მოთქვამს ჩვენს წინ. მაგრამ აკი გითხარით, საწამლავიათქო?!

tiger-lillies-in-concert-image1-LST076194

მათი რამდენიმე სიმღერა სამგლოვიარო მარშსაც მაგონებს, ფონად რითმის გამოსაკვეთად დრამების ხმა ისე ურტყავს ტვინს, თვალწინ სამგლოვიარო პროცესია მიდგება, ჩაშავებული, ჩამუქებული, მოღრუბლული დღით. წინ შავი სასახლე რომელსაც უკან ეს ჯგუფი მიყვება და გლოვობს, მოთქვამს…

თუმცა, ეს ყველაზე გემოვნებიანი სამგლოვიარო მარშია რაც კი ოდესმე შეუქმნიათ, გემოვნებიანი და სწორი რითმით.

.

აქვე ჩემთვის ძალიან საყვარელი სიმღერის, Autumn Leaves – ის მათ ვერსიასაც შემოგთავაზებთ.

.

.

ზოგადად, მუსიკა იმდენად მრავლისმთქმელია, იმდენად დრამატულია, როგორც წესი მას სიტყვები არ სჭირდება ხოლმე. ადამიანი მისი მოსმენის დროს, მას იმ მიმართულებას აძლევს, რა სულიერ მდგომარეობაშიც იმ მომენტისთვის იმყოფება.  სიტყვები კი მუსიკის შინაარსს ყოველთვის ავიწროვებს, გარკვეულ ასპექტში ემოციას ამძაფრებს. ამ კონკრეტულ შემთხვევებში კი მუსიკა ისედაც იმდენად დრამატულია, ისედაც იმდენად მელანქოლიური, დეპრესიულია რომ სიტყვები წესით ზედმეტიც უნდა იყოს, მაგრამ არა! ტრაგედიის უდიდეს მწვერვალამდე აყავხარ და ძალაგამოლეული სიმღერის დასრულების შემდეგ მიწაზე ენარცხები!

და მაინც, რა არის მათი თვითმიზანი ბოლომდე ვერ ჩავწვდი… სხვადასხვა თემების დრამატიზებული განხილვა, პროტესტი, დეპრესიისგან განთავისუფლება, თუ…  არ ვიცი… იმედია მათ მაინც იციან. 😉

მათი რეპერტუარიდან, ჩემთვის ყველაზე საყვარელ სიმღერას შემოგთავაზებთ მათი შესრულებით. გიტარის ნაზ აკორდებს ეს ხრინწიანი ხმა საოცრად უხდება, მაჯადოებს და ბგერების ნისლში მახვევს.

“FAIRGROUND”

.

დასკვნის სახით:

ეს გახლავთ არაადეკვატურად გემოვნებიანი მუსიკალური ჯგუფი, რომელიც აშკარად არ არის ფართო მასებზე გათვლილი, რომელსაც ყავს თავისი მსმენელი და რომელსაც იმედია მათი ბოლომდე არ ესმის. რატომღაც მგონია რომ მათი სრულყოფილად გაგება გულისხმობს იგივე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩავარდნას, რაც სახარბიელოდ არ მიმაჩნია. მე კი კვლავ ის მაინტერესებს რა აიძულებთ მათ აი ამ ყველაფრის დაწერას.

ბონუსად დაგიტოვებთ სიმღერას, რომლის დამსახურებაცაა ჩემი ამ პოსტის არსებობა. არანაკლები გემოვნებით შერჩეული ბგერები, არანაკლები მელანქოლია რომელსაც ფონად ქარის ზუზუნივით დაჰყვება ხმა, თავს უღრან ტყეში გაგრძნობინებთ, სადაც ძალიან ყინავს, სადაც მიაბიჯებს ჩვენი ვოკალისტი სიცივისგან გაყინული, მოწმენდილ ცაზე მთვარე ანათებს და ფოთლებს შორის აღწევს მისი სინათლე. მოყინული თოვლიანი მიწა…

ვფიქრობ ეს მათი ერთ-ერთი საუკეთესო, თუ საუკეთესო არა, “მონოსპექტაკლია”.

.

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

3 thoughts on “Hipdeep Family ანუ მელანქოლიური ვეფხვები

  1. დიდებული პოსტია!!! კმაყოფილი ვარ ნინაკა 😀 ჩაგეთვალა!!! 😀

  2. გამოხმაურება: “გზა ნაფიქრი ნაბიჯით მიქროდა, იცვლიდა რითმს”…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s