ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

მ ა რ ი კ უ ნ ი კ ო

დატოვე კომენტარი

არსებობენ ადამიანები, რომელთა წასვლის შემდეგ, ჩვენ ცხოვრებას ვაგრძელებთ, თუმცაღა ვეღარასდროს ვხდებით ისეთები როგორებიც ვიყავით მათ გამოჩენამდე, ან მათი ყოფნის პერიოდში…

სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს როგორი ვიყავი მანამ, სანამ მარის გავიცნობდი. ან როგორ ვიყავი მანამდე, არც ეს მახსოვს… მე მხოლოდ ის მახსოვს პირველად როდის ვნახე. იმ წამიდან ვიცოდი რომ ჩვენ სიცოცხლის ბოლომდეც და იმის მერეც განუყრელი მეგობრები ვიქნებოდით. პატარები ვიყავით ორივე, მე მის სახლში ვიყავი, მარის დედა ჩემი მუსიკის მასწავლებელი იყო. რაღაცაზე დამტუქსა, არასწორი ნოტი ავიღე ალბათ, ან ტემპი ავურიე… არ მახსოვს. გასუსული ვიჯექი ფორტეპიანოსთან და ერთი სული მქონდა დარჩენილი წუთები როდის გავიდოდა, რომ სახლში გამოვქცეულიყავი. ფორტეპიანოს გვერდით კარი იყო, რომელიც მარის ოთახში შედიოდა. სწორედ ამ დროს შეიღო ეს კარი და გამოყო ჩემმა ტოლმა გოგომ თავი, გოგომ რომელსაც პირისახე მუდამ მზესავით უცინოდა, წითელი ლოყები ქონდა და წაბლისფერი კულულები, თვალი ჩამიკრა, გამიცინა და ქარივით ჩამიქროლა უკან, თან თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელიც წამომარტყა. ჰო და, ჩვენი მეგობრობაც დაიწყო… ამის მერე იყო წლები რომლებიც ულამაზეს პერიოდად დარჩება ჩემს ცხოვრებაში. პერიოდად – რომელიც ვეღარ განვითარდება, პერიოდად – რომელიც მუდამ ახალგაზრდად და ბავშვად დარჩება. პერიოდად – რომელიც ანკარა და სუფთა იყო, წრფელი მეგობრობით და სიყვარულით სავსე. ეს იქნება პერიოდი, რომლის ნოსტალგიაც გამყვება მთელი ცხოვრება და რომელიც ჩემს ცხოვრებაში ვეღარასდროს დაბრუნდება.

მარი ჩემს გვერდით ფიზიკურად აღარ არის… ყოველი ცხოვრებისეული აღმასვლის თუ დაღმასვლის დროს, მიუხედავად განვლილი 2 წლისა, ისევ მარი ტივტივდება თავში, ისევ გარბის ხელი მისი ნომრის ასაკრებად და ყოველთვის როცა ყველაზე დიდი განცდა მოდის, არ აქვს მნიშვნელობა დადებითი თუ უარყოფითი, მას თან მოყვება აზრი… აზრი იმის თაობაზე რომ მარი ამას სხვანაირად გაიგებდა, რომ მარი ამას სხვანაირად მიუდგებოდა… რომ მარი უბრალოდ გაჩუმდებოდა და მომისმენდა… რომ მარის ეს სიჩუმე, ყველა სიტყვას ერთად აღებულს გადაწონიდა…

ესაა ურთიერთობა, რომელიც, ყოველი გახსენებისას, ცრემლიანი სიცილით მაცინებს და ამ სიცილით მტკენს გულს…

28 თებერვალს 2 წელი სრულდება იმ ავადსახსენებელი შეტყობინების მოსვლის დღიდან…

.

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s