ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

“ზამთარია”

დატოვე კომენტარი

ზამთარი მიყვარს–მეთქი რომ ვთქვა ვინმე დამიჯერებთ? არა, ვიცი. საკუთარ თავს თვითონაც არ დავუჯერებ. სითბოსა და მშვიდი ამინდის მოყვარული ვარ. მშვიდი წვიმაც მიყვარს და თოვლიც, ქარის გარეშე.

ჰო, ზამთარი არ მიყვარს–მეთქი ვამბობ, მაგრამ აქვე იმასაც ვიტყვი რომ ყველაფერს თავისი რომანტიკა აქვს. მათ შორის ამ უკანასკნელსაც.

დიდი ზაფხული იყო ჩემთვის, ბევრი, აქამდე უნახავი ადგილებითა და სხვადასხვა ემოციებით დატვირთული. ცხელი ზაფხული იყო, ყველანაირი გაგებით, ჰოდა სიცივე მოვინდომე, იმდენად მოვინდომე რომ ოქტომბრის დასაწყისში დავუწყე ძებნა. იმდენი ვეძიე თოვლიანი ადგილი, რომ ბოლოს ჯუთაში ამოვყავი თავი, დიდი იმედით რომ თოვლი დამხვდებოდა. იქ მისულს კი მზე, სიცხე და მშრალი მიწა შემომეგება. 🙂 ესეც ბედის ირონიაა. მე კი შემრჩა ჩანთაზე უიმედოდ “ჩამომხრჩვალი” დუტის კურტკა, ჩანთაში საგულდაგულოდ გამზადებული ქუდი და ხელთათმანები და ულამაზესი ხედები, წინ ოდნავ შეთეთრებლი ჭაუხების მასივით.

dsc_0531-copy

გულში იმდენჯერ ვინატრე სიცივე (ამას ხმამაღლა როგორ ვიტყოდი), ხანდახან მგონია ბუნებამ ჩემი გულის წუხილი გაიგო და ამიტომაც აცივდათქო. ამიტომაც ვუყურებ, ალბათ, ახლა ჩემ წინ აღმართულ, ზამთრისთვის შესაფერისად შეორთქლილ ფანჯარას ფარდის უკან, რომელსაც ჩემი სკვერის ლამპიონები ისე ანათებენ, თითქოს ახალი წლის ღამე თენდებაო. გარედან კი წვიმის წკაპუნი ისმის, თავისებური რითმით, თითქოს რაღაც ნაწარმოებს მონდომებით აწყობსო. ჯერ კიდევ შეწითლებულ–შეყვითლებული ფოთლების შრიალიც ისმის. გარეთ მართლა ისეთი სიჩუმეა, როგორც 1 იანვრის გათენებას ახასიათებს – არც მანქანის ხმა, არც ადამიანის, მხოლოდ ბუნება ხმაურობს.

და მე რა მინდა? უბრალოდ აზრებს ვფანტავ, აზრებს რომლებსაც ხურჯინით ეზიდება გარედან შემოსული წვიმის ხმა, ჩემს ჩაბნელებულ, კომპიუტერის ეკრანით განათებულ ოთახში.

ხო, ამასაც თავისი რომანტიკა აქვს! 🙂

ნაკლებად მკაცრ ზამთარს გისურვებთ (იმედი მაინც ვიქონიოთ)!

სიყვარულით, მე! 😉

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s