ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

გაიზაფხულებს

დატოვე კომენტარი

შემოდგომა, ჯუთა

ოქტომბრის სიცივე ოდესმე თუ ასეთ კომფორტს შემიქმნიდა ვერც კი ვიფიქრებდი.  საოცარი სიმყუდროვის სუსხია ქუჩაში, სახლში კი შეორთქლილი ფანჯრები მაბედნიერებს.

არ ვიცი რატომ, მაგრამ დიდი ხნის ნანატრ სიმშვიდის გრძნობას მგვრის ნაადრევი ზამთრის “ფუსფუსი” გარშემო. თითქოს იმას მიბრუნებს რაც რამდენიმე წლის წინ, ერთ კონკრეტულ დღეს დავტოვე, უფრო სწორად კი იმ კონკრეტულმა დღემ წამართვა. მას დავუტოვე ჩემი სიმშვოდე, სიწყნარე, მზრუნველობა, სიმსუბუქე და უდარდელობა, ის სიხალისე, რაც ზოგადად იმ ასაკს სდევდა თან… იმ დღემ თითქოს თავისი დიდი ლოდი ჩამიგდო ხურჯინში იმ ყველაფრის სანაცვლოდ, საზღაურად რაც წამართვა და გამომიშვა.

რომ ვთქვა, მას მერე, ეს განცდა მიძებნია–მეთქი, ტყუილი იქნება. მორჩილად, შეუმოწმებლად ვატარებდი ჩემს საყვარელ ხურჯინს და იმ “ლოდსაც” ადგილს არ ვუცვლიდი, თითქოს მის, და შესაბამისად ჩემს განუყრელ ნაწილად იქცა. ვისწავლე მასთან ერთად ცხოვრებაც, სიცილიც, სიარულიც და შევეგუე… ადამიანები ხომ ყველაფერს ვეგუებით, ეს ხომ ჩვენი ყველაზე აუტანელი თვისებაა, რომელიც ხანდახან ჩვენს მხსნელადაც კი გვევლინება ხოლმე. ჰოდა, როცა ეგუები, ის სიმძიმეც რაც ლოდს აქვს, სტანდარტად გეჩვენება და ვეღარ გრძნობ. ან გრძნობ, რაღაც გაწუხებს მაგრამ რა, ამას ვეღარ ხვდები. დაახლოებით ისეა, ყურში განუწყვეტელი გუგუნი რომ ჩაგესმის, რაღაც დროის მერე აღარც გესმის, მაგრამ საკმარისია შეწყდეს, მაშინვე შვებას იგრძნობ და მიხვდები რაც გაწუხებდა. ერთი შეხედვით მარტივი ფორმულაა…

არ ვიცი როგორ მოახერხა, მაგრამ ამ ამინდმა ჩემი ხურჯინის შემსუბუქება შეძლო. არ ვიცი იმ ლოდს რა უქნა, სად გადააგდო, რომელ წყალში, რომელ მთაში დატოვა, მაგრამ ფაქტია, თავისი ნემსებიანი სუსხიც კი ლამაზი თვალით დამანახა.

ფოთლები კი შეყვითლდა, ოქროსფერი გახდა, ზამთარი ცივი იქნებაო გვაფრთხილებს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას რომ ხელახლა არ გაიზაფხულებს… 😉

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s