ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

* * *

დატოვე კომენტარი

დილაა,  ოთახის სიმშვიდე და სიჩუმე ტელეფონში ჩართულმა მაღვიძარას ზარმა დაარღვია. თვალი გავახილე… არა, მგონია რომ გავახილე, ვცდილობ ქუთუთოების აწევას რომ ფანჯარა დავლანდო. არ მიყვარს ღამის წვეულებები, მითუმეტეს შუა კვირაში, მითუმეტეს როცა „ძველით ახალ წელს“ ავღნიშნავთ და მითუმეტეს როცა  „წვეულება“ სადღეგრძელოების კორიანტელში მიმდინარეობს.

თავი ოდნავ წამოვწიე და ფარდის მიღმა რუხი ღრუბელი იმზირება.

– სამსახურში ხარ წასასვლელი! – გონებაში ველუღლუღები საკუთარ თავს და ნელ-ნელა უფრო ფართოდ ვაღებ თვალებს.

„ –  მოდი 08-ზე დავრეკოთ და გავიგოთ რომელია მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდი სოფელი. –  იდეა გაუჩნდა ერთ-ერთს.

– მიდი ბიჭო აბა, გეუბნები მარტყოფია!

– არა რა მარტყოფი გააფრინე? დიღომი!

– ეეეე, მიდი რა, დარეკე და ნახავ!

– გამარჯობაააა“თ“! – სიტყვა გაწელა იდეის ავტორმა სასიამოვნო ხმის პასუხად. – ჩემო გოგო, ეხლა მეგობრები ვართ შეკრებილი და გვაინტერესებს რომელია ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვიიიიით და შენი ნარ-ნარი ხმით გვიპასუხე, დააკმაყოფილე ჩვენი მოზღვავებული ინტერესი! – ძალიან უნდოდა სექსუალური ხმა და ინტონაცია მიეღო, მაგრამ აშკარად კახელი ძალით „ბაბულიკა“ ებოდიალებოდა ოპერატორს.

– მოითმინეთ ბატონო, ახლავე! – ხმა გამკაცრდა ტელეფონში.

– გელოდები! – ამოიხვნეშა სამარცხვინოდ.

– ….

– ბიჭო, რაღაცა სიჩუმეა ე!

– კაი ბიჭო! აცადე, ნახულობს კომპიუტერში, ყველაფერი ზეპირად ხომ არ ეცოდინება.

– ვაცდი ჰა!

– …

– გოგონა, ნახეთ თუ დამეკარგეთ სადმე? – რამდენიმე წამში ისევ „გაკეკლუცებული“ ხმით მიმართავს იდეის ავტორი.

– მოითმინეთ ბატონო, ახლავე, ბოდიშს გიხდით დაყოვნებისთვის!

– მოითმინეთ… რა, ტუალეტში კი არ მინდა, რომ მოვითმინო!

– …

– ვეღარ ვითმენ! – ამოიკვნესა ღვინისგან ლოყებშეღაჟღაჟებულმა და აცეტებულმა.

– ბატონო, სამწუხაროდ მხოლოდ 2002 წლის მონაცემები მოგვეპოვება, გნებავთ?

– 2002, რა შევარდნაძის პერიოდს ვერ გავცდით?

– ჩვენი მონაცემებით პირველ ადგილზე სოფელი დიღომია, მეორეზე სოფელი ყარაჯალა და მესამეზე მარტყოფი.

– გოგონა კითხვა დაგისვით გავცდით თუ ვერ შევარდნაძის პერიოდს?

– ეს გახლავთ 2002 წლის მონაცემები, დიახ იმ პერიოდში პრეზიდენტი იყო ბატონი ედუარდ შევარდნაძე.

– მერე გოგონა, მე იმ ბიჭს ვგავარ შევარდნაძის დროინდელ ინფორმაციებს რომ იმსახურებს?! – მაცდური მზერით გადახედა გვერდით მჯდომს და განაგრძო: – ყარა… რა მითხარით?

– ყარაჯალა! – ხმა გაებზარა ოპერატორს.

– ეგ სად მამიჩემის მამასთანაა, ვაფშე რატოა სამეულში? – ატყდა ხორხოცი, ქალიან კაციანად ერთმანეთზე მიესვენნენ, სიცილისგან ცრემლები მოსდიოდათ და სუნთქვა უჭირდათ, ღვინისგან, ოთახში არსებული სიცხისგან და სიცილისგან აწითლებულ-აღაჟღაჟებული ლოყები ფორმას იცვლიდნენ და  ჰაერიც უფრო და უფრო მძიმდებოდა.

– მარნეულის მუნიციპალიტეტია და არის 2002 წლის მონაცემი.

– ხო და ჩემო გოგო… – წამოინთო ხორხოცით ჩვენი მთავარი გმირი და კიდევ რაღაც მისებრ სიჭკვიანეს წამოაყრანტალებდა, რომ არა მის გვერდით მჯდომი, მდუმარებით გამორჩეული, დაახლოებით 30-35 წლის ბიჭი, რომელმაც ხელიდან გამოაცალა ტელეფონი და გათიშა. – ეეეე ბიჭოოოო, გააფრინე?! რა პონტში გამითიშე ტელეფონი???

– საკმარისად გაერთე!“

ეს რა გამახსენდა… „რატომ გაიხსენე?! რატომ ერჩი თავს?!“ ამოვილუღლუღე და თავი საბნის ქვეშ შევყავი. არაა, აშკარად, სამსახურში წასვლის ამინდი…

ჰო და ვზივარ ახლა ასე, ჩემს სამუშაო მაგიდასთან, მარჯვნივ ვეებერთელა ნაძვის ხეს გავყურებ, რომლის წვერი მეოთხე სართულს აღწევს. ანათებს ნაძვის ხე პატარა, წვრილი ნათურებით, ირეკლავს მის შუქს წითელი და ოქროსფერი დიდი სათამაშოები, ისეთი სიმშვიდეა გარშემო თითქოს ამ ერთი ციდა მიწის ნაგლეჯზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სახელი ქვია და ქართველთა საცხოვრებელს წარმოადგენს, საერთოდ არ არსებობენ ასეთი ადამიანები, სასმელისაგან გონებადაბინდულნი, თვალებარეულნი, უკონტროლო ქცევით გამორჩეულნი, არასრულფასოვნების კომპლექსით შეწუხებულნი და უკომპლექსობის კომპლექსში დაკარგულნი…

14.01.2017 წ.

***

გილოცავთ მეგობრებო, აცივდა, ნელ-ნელა დავიწყებთ ახალ წლამდე დროის უკუათვლას. 😉 ☺

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s