ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

მადლობა

დატოვე კომენტარი

ასე და ამგვარად, ასე, უბრალოდ, 2018 წლის ნოემბერში ჩემი ბლოგი 8 წლის გახდა.

დიახ, 8 წელი ძალიან დიდი დროა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. მე კი, რომ მკითხოთ, ვიტყვი რომ წამებში გაფრინდა. გუშინდელი დღესავით მახსოვს ის ნინო, რომელიც რუდუნებით დარეგისტრირდა “ვორდპრესზე”, დიდი შემართებითა და გეგმებით, თითები უსწრებდა წინ, გიჟდებოდა წერაზე და კიდევ უფრო გიჟდებოდა იმ ცხოვრებაზე რომელიც ქონდა, აქტიური, უდარდელი, სილაღით და მხიარულებით სავსე. მაშინ ჯერ კიდევ სჯეროდა ყველა ადამიანის, მის გარშემო ვინც ტრიალებდა. დარწმუნებული იყო მათ გულწრფელობაში… თუმცა დღესაც ასეა, მიუხედავად ბევრი ცუდი მაგალითისა, დღესაც მხოლოდ კარგს ვხედავ სანამ ცხვირწინ არ გამოჯახუნდება კარივით რაღაც ისეთი რაც სიმწრის ცრემლებს გადმომაყრევინებს. მერე კი, ესეც გაივლის და ისევ ფეხზე დგება ის პატარა გოგო, რომელმაც აქ პირველი პოსტი იმ დროისთვის, მისთვის საყვარელ პიანისტზე, მაქსიმ მრვიცაზე, დაწერა და აღფრთოვანებით ითვლიდა თითოეულ ვიზიტორს ბლოგზე.

ამ რვა წელს თვალი რომ გადავავლოთ,იმდენი რამ მოხდა, იმდენი ადამიანი მოვიდა, იმდენი წავიდა, იმდენმა დატოვა თავისი კვალი… ზოგმა იარა დატოვა, ზოგმა ყირაზე დააყენა ყველაფერი, ზოგი კარგი მასწავლებელი აღმოჩნდა, ზოგი დღესაც ჩემს მოტივაციაზე ზრუნავს, ზოგი კი დღემდე მაგალითად რჩება გარკვეულ საკითხებში.

დაკარგულ ადამიანებზე გული მწყდება, თუმცა ყველამ თავისი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში და ძალიან ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ ამაოდ არაფერი ხდება. თითოეულ ამბავს, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით ხდება თავისი დანიშნულება გააჩნია და ბოლოს და ბოლოს, იქ ზემოთ, იმ დიდმა და ყოვლისმცოდნემ აშკარად ჩვენზე უკეთ იცის ჩვენთვის რა არის საჭირო. შეიძლება კონკრეტულ შემთხვევებში წავიწუწუნე კიდეც, რომ მე ეს არ მინდოდა, თუმცა მეორე წუთს უკვე ვხვდებოდი, რომ არ მინდოდა, მაგრამ საჭირო იყო… საჭირო ბევრი რამისათვის, თუნდაც იმისათვის რომ თვალზე გადაკრული ბინდი გაერღვია და ნათელი შემოეტანა, თუნდაც იმიტომ რომ ჭკუა მესწავლა, მასტერკლასი ჩაეტარებინა ჩემთვის რა არის სწორი და რა არა, სად დავუშვი შეცდომა და სად/როგორ შემიძლია გამოვასწორო.

ამ რვა წლის განმავლობაში ბევრჯერ დავმძიმდი, არაერთხელ დავკარგე მოტივაცია ყველაფრის მიმართ, არაერთხელ წამოვდექი, თუმცა ეს წამოდგომა არცერთხელ ყოფილა ის, რაც უნდა ყოფილიყო, არცერთხელ მიგრძვნია ისევ ის ჟინი, ისევ ის ტემპი, სისხლის მიმოქცევის, ძარღვებში, რომელსაც ახლა ვგრძნობ. ახლა ვგრძნობ იმას, რასაც ადრე, წლების წინ და თითქოს გულიც ისევ ისე ცემს. ახლა ნამდვილად ვგრძნობ, რომ გამოვიღვიძე, აქამდე კი, თითქოს, საღათას ძილით მეძინა. აქამდე შექმნილი კომფორტის ზონა ვიკინგური ყიჟინით გავარღვიე და უცებ ამოვისუნთქე, უცებ ამოვაყოლე სიღრმეში დამალული რაღაც სიმძიმე, ლოდი, რომელიც უჩინრად იყო დასვენებული გულზე და ყოველ ჯერზე კილოგრამებს იმატებდა.

მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც თავისი ქმედებით იქონია გავლენა ჩემს ამ ეტაპამდე მოსვლაზე. თითოეული თქვენგანის სითბო, სიყვარული, მზრუნველობა, შეძახილი, თითოეული თქვენგანისაგან მოყენებული ტკივილი, იარა, წყენა, შური, შეჯიბრი და ა.შ. ჩემთვის მოტივატორი გახდა დღეს! ახლა! მოტივატორი გახდა იმის, რომ ახლა სახეზე გულიდან მომავალი ღიმილი დამთამაშებს და უთვალავი მიზანი გამაჩნია, რომლებსაც აუცილებლად მივაღწევ.

მადლობა, მე თქვენ ყველანი მიყვარხართ, იმიტომ რომ გამომაფხიზლეთ!

თქვენი ნინაკა! ❤

 

Advertisements

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s