ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


4 Comments

ბაბუაწვერა

რა ხდება მაშინ, როცა ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი ადამიანები ქრებიან?

რამდენიმე დღეა მოუსვენრად ვარ, აგერ უკვე მერამდენე მივლინებაა, რომელიც საკუთარ თავთან მარტო დარჩენას მაიძულებს და ოთხ კედელს შუა, ლეპტოპის ეკრანით განათებული ოთახიდან, ჩაბნელებულ ქუჩას გავყურებ. გული ყელში ადის, შემდეგ უკან საგულეში ბრუნდება, აშკარად დეფორმირებულია და იქ ადგილს ვერ პოულობს, ისევ უკან ხტება და ყელში იჩხირება…

რთულია ხანდახან აზრების მოკრება, მინდა სიტყვები დავაწყო და ამდენი ხნის შემდეგ, მაინც წყლით მებინდება თვალები… ნიკაპი ნაოჭებს კრებს და ცოტაც და თუ კრიჭა გავხსენი… მაგრამ არა! ღრმა ჩასუნთქვა და ერთი ამოსუნთქვით ამოყოლებული ერთადერთი სიტყვა: “რატომ?” ვრცლად

Advertisements


დატოვე კომენტარი

მადლობა

ასე და ამგვარად, ასე, უბრალოდ, 2018 წლის ნოემბერში ჩემი ბლოგი 8 წლის გახდა.

დიახ, 8 წელი ძალიან დიდი დროა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. მე კი, რომ მკითხოთ, ვიტყვი რომ წამებში გაფრინდა. გუშინდელი დღესავით მახსოვს ის ნინო, რომელიც რუდუნებით დარეგისტრირდა “ვორდპრესზე”, დიდი შემართებითა და გეგმებით, თითები უსწრებდა წინ, გიჟდებოდა წერაზე და კიდევ უფრო გიჟდებოდა იმ ცხოვრებაზე რომელიც ქონდა, აქტიური, უდარდელი, სილაღით და მხიარულებით სავსე. მაშინ ჯერ კიდევ სჯეროდა ყველა ადამიანის, მის გარშემო ვინც ტრიალებდა. დარწმუნებული იყო მათ გულწრფელობაში… თუმცა დღესაც ასეა, მიუხედავად ბევრი ცუდი მაგალითისა, დღესაც მხოლოდ კარგს ვხედავ სანამ ცხვირწინ არ გამოჯახუნდება კარივით რაღაც ისეთი რაც სიმწრის ცრემლებს გადმომაყრევინებს. მერე კი, ესეც გაივლის და ისევ ფეხზე დგება ის პატარა გოგო, რომელმაც აქ პირველი პოსტი იმ დროისთვის, მისთვის საყვარელ პიანისტზე, მაქსიმ მრვიცაზე, დაწერა და აღფრთოვანებით ითვლიდა თითოეულ ვიზიტორს ბლოგზე. ვრცლად


დატოვე კომენტარი

* * *

დილაა,  ოთახის სიმშვიდე და სიჩუმე ტელეფონში ჩართულმა მაღვიძარას ზარმა დაარღვია. თვალი გავახილე… არა, მგონია რომ გავახილე, ვცდილობ ქუთუთოების აწევას რომ ფანჯარა დავლანდო. არ მიყვარს ღამის წვეულებები, მითუმეტეს შუა კვირაში, მითუმეტეს როცა „ძველით ახალ წელს“ ავღნიშნავთ და მითუმეტეს როცა  „წვეულება“ სადღეგრძელოების კორიანტელში მიმდინარეობს.

თავი ოდნავ წამოვწიე და ფარდის მიღმა რუხი ღრუბელი იმზირება.

– სამსახურში ხარ წასასვლელი! – გონებაში ველუღლუღები საკუთარ თავს და ნელ-ნელა უფრო ფართოდ ვაღებ თვალებს.

„ –  მოდი 08-ზე დავრეკოთ და გავიგოთ რომელია მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდი სოფელი. –  იდეა გაუჩნდა ერთ-ერთს.

– მიდი ბიჭო აბა, გეუბნები მარტყოფია!

– არა რა მარტყოფი გააფრინე? დიღომი!

– ეეეე, მიდი რა, დარეკე და ნახავ!

– გამარჯობაააა“თ“! – სიტყვა გაწელა იდეის ავტორმა სასიამოვნო ხმის პასუხად. ვრცლად


დატოვე კომენტარი

ცის კარი

ისეთია მთვარე… რომ შეხედავ, გაბადრულიაო იტყვი… აი თურმე რატომ ეძახიან ასეთ სავსე მთვარეს “ბადრ მთვარეს”.

ისეთია, უფლისწულს გავს. თითქოს სხივების გვირგვინი ადგას თავზე და უფრო მეტად ბრწყინავს ამით.

უხდება ფანჯრის სარკმელს, ადამიანად აღიქვამ.

აი, თითქოს თვალებიც აქვს, ცხვირიც და პირიც.

უფლისწულია, ღამის უფლისწული. სახით ოდნავ ჩემსკენ გადმოხრილი. უყურებს ზემოდან შემოგარენს და დედამიწას კოლიზეუმად აღიქვამს. მოსასხამად ზურგს ერთი ღრუბელი უფარავს, ხოლო ფიანდაზად ფერხთით მეორე აქვს გაგებული. მის პატივსაცემადაა ცა გაწმენდილი, სარკესავით ირეკლავს დედამიწას და ზემოთ, უსასრულობაში იმეორებს. იმეორებს და ბუმერანგივით აბრუნებს უკან თითოეულ ქმედებას.

მოდის უფლისწული და მასთან ერთად მხევლებიც მოაპობენ ცის კარისკენ მომავალ გზას.

უყურებ და ხვდები რომ დედამიწა მართლა მრგვალია, მრგვალია კოლიზეუმივით, ტახტზე კი უფლისწული ბადრი ზის. ზის და უყურებს ყველაზე გულახდილ სპექტაკლს, რომელსაც “ღამე” ქვია. ფიქრებით გულახდილი, ქმედებით გულახდილი, საკუთარ თავთან შიშვლად დარჩენილი ღამე…

მხევლებს უკან არმია მოსჩანს, წვრილვარსკვლავთა არმია. რაც უფრო ახლოსაა ცის კარი, მით უფრო მკვეთრად ხილული ხდება თითოეული ჯარისკაცი.

კოლიზეუმში სპექტაკლი დასასრულს უახლოვდება. “ღამე” სრულდება, ცის კარს დედოფლის სხივი სწვდა. ხილული ხდება თითოეული ჩრდილი.

უფლისწული ცის კარში იკარგება…

დედოფლის ჯერია…

გათენდა…


დატოვე კომენტარი

გაიზაფხულებს

შემოდგომა, ჯუთა

ოქტომბრის სიცივე ოდესმე თუ ასეთ კომფორტს შემიქმნიდა ვერც კი ვიფიქრებდი.  საოცარი სიმყუდროვის სუსხია ქუჩაში, სახლში კი შეორთქლილი ფანჯრები მაბედნიერებს.

არ ვიცი რატომ, მაგრამ დიდი ხნის ნანატრ სიმშვიდის გრძნობას მგვრის ნაადრევი ზამთრის “ფუსფუსი” გარშემო. თითქოს იმას მიბრუნებს რაც ვრცლად


დატოვე კომენტარი

“ზამთარია”

ზამთარი მიყვარს–მეთქი რომ ვთქვა ვინმე დამიჯერებთ? არა, ვიცი. საკუთარ თავს თვითონაც არ დავუჯერებ. სითბოსა და მშვიდი ამინდის მოყვარული ვარ. მშვიდი წვიმაც მიყვარს და თოვლიც, ქარის გარეშე.

ჰო, ზამთარი არ მიყვარს–მეთქი ვამბობ, მაგრამ აქვე იმასაც ვიტყვი რომ ყველაფერს თავისი რომანტიკა აქვს. მათ შორის ამ უკანასკნელსაც.

დიდი ზაფხული იყო ჩემთვის, ბევრი, აქამდე უნახავი ადგილებითა და სხვადასხვა ემოციებით დატვირთული. ცხელი ზაფხული იყო, ყველანაირი გაგებით, ჰოდა სიცივე მოვინდომე, იმდენად მოვინდომე რომ ოქტომბრის დასაწყისში დავუწყე ძებნა. იმდენი ვეძიე თოვლიანი ადგილი, რომ ბოლოს ჯუთაში ამოვყავი თავი, დიდი იმედით რომ თოვლი დამხვდებოდა. იქ მისულს კი ვრცლად


დატოვე კომენტარი

მ ა რ ი კ უ ნ ი კ ო

არსებობენ ადამიანები, რომელთა წასვლის შემდეგ, ჩვენ ცხოვრებას ვაგრძელებთ, თუმცაღა ვეღარასდროს ვხდებით ისეთები როგორებიც ვიყავით მათ გამოჩენამდე, ან მათი ყოფნის პერიოდში…

სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს როგორი ვიყავი მანამ, სანამ მარის გავიცნობდი. ან როგორ ვიყავი მანამდე, არც ეს მახსოვს… მე მხოლოდ ის მახსოვს პირველად როდის ვნახე. იმ წამიდან ვიცოდი რომ ჩვენ სიცოცხლის ბოლომდეც და იმის მერეც განუყრელი მეგობრები ვიქნებოდით. პატარები ვიყავით ორივე, მე მის სახლში ვიყავი, მარის დედა ჩემი მუსიკის მასწავლებელი იყო. რაღაცაზე დამტუქსა, არასწორი ნოტი ავიღე ალბათ, ან ტემპი ავურიე… არ მახსოვს. გასუსული ვიჯექი ფორტეპიანოსთან და ერთი სული მქონდა დარჩენილი წუთები როდის გავიდოდა, რომ სახლში გამოვქცეულიყავი. ფორტეპიანოს გვერდით კარი იყო, რომელიც მარის ოთახში შედიოდა. სწორედ ამ დროს შეიღო ეს კარი და გამოყო ჩემმა ტოლმა გოგომ თავი, გოგომ რომელსაც პირისახე მუდამ მზესავით უცინოდა, წითელი ლოყები ქონდა და წაბლისფერი კულულები, თვალი ჩამიკრა, გამიცინა და ქარივით ჩამიქროლა უკან, თან თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელიც წამომარტყა. ჰო და, ჩვენი მეგობრობაც დაიწყო… ამის მერე იყო წლები რომლებიც ულამაზეს პერიოდად დარჩება ჩემს ცხოვრებაში. პერიოდად – რომელიც ვეღარ განვითარდება, პერიოდად – რომელიც მუდამ ახალგაზრდად და ბავშვად დარჩება. პერიოდად – რომელიც ანკარა და სუფთა იყო, წრფელი მეგობრობით და სიყვარულით სავსე. ეს იქნება პერიოდი, რომლის ნოსტალგიაც გამყვება მთელი ცხოვრება და რომელიც ჩემს ცხოვრებაში ვეღარასდროს დაბრუნდება.

მარი ჩემს გვერდით ფიზიკურად აღარ არის… ყოველი ცხოვრებისეული აღმასვლის თუ დაღმასვლის დროს, მიუხედავად განვლილი 2 წლისა, ისევ მარი ტივტივდება თავში, ისევ გარბის ხელი მისი ნომრის ასაკრებად და ყოველთვის როცა ყველაზე დიდი განცდა მოდის, არ აქვს მნიშვნელობა დადებითი თუ უარყოფითი, მას თან მოყვება აზრი… აზრი იმის თაობაზე რომ მარი ამას სხვანაირად გაიგებდა, რომ მარი ამას სხვანაირად მიუდგებოდა… რომ მარი უბრალოდ გაჩუმდებოდა და მომისმენდა… რომ მარის ეს სიჩუმე, ყველა სიტყვას ერთად აღებულს გადაწონიდა…

ესაა ურთიერთობა, რომელიც, ყოველი გახსენებისას, ცრემლიანი სიცილით მაცინებს და ამ სიცილით მტკენს გულს…

28 თებერვალს 2 წელი სრულდება იმ ავადსახსენებელი შეტყობინების მოსვლის დღიდან…

.