ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


10 Comments

ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ (ნაწილი III)

ვაგრძელებ სერიას “ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ” და პირველი და მეორე ათეულის შემდეგ, წარმოგიდგენთ მესამეს:

1.  “The Kings Speech” – გადაღებულია 2010 წელს. რეჟისორი ტომ ჰუპერი. მთავარ როლებში კოლინ ფერტი, ჰელენა ბონემ კარტერი და ჯეფრი რაში.

ფილმმა 2011 წელს, ოსკარის 83-ე დაჯილდოვებაზე ყველაზე მეტი, 12 ნომინაცია დაიმსახურა და დაჯილდოვდა შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სურათი, რეჟისორი, მსახიობი მამაკაცი და ორიგინალური სცენარი. ფილმი მოგვითხრობს ჰერცოგის ისტორიას, რომელიც შემდგომში ბრიტანეთის მეფის თანამდებობას იკავებს. მას ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში და ნერვიულობისგან ენა ებმის. ის დახმარებისათვის ლოგოპედს მიმართავს. მისი დახმარებით კი შეძლებს გაამხნევოს ბრიტანეთის მოსახლეობა ომის წინ. ფილმში კარგადაა გადმოცემული მეფის მონდომება დაამარცხოს საკუთარი შიში, არაჩვეულებრივია  ჰელენა ბონემ კარტერი, რომელმაც დედოფლის როლი მოირგო და მაქსიმალურად უდგას მეუღლეს მხარში, მასთან ერთად ნერვიულობს და მასთან ერთად ცდილობს პრობლემების გადაჭრას, ჯეფრი რაში კი მშვენივრად ასახიერებს ლოგოპედის როლს, რომელიც შემდგომში მეფის საუკეთესო მეგობარი ხდება. თუ ნანახი არ გაქვთ გირჩევთ უყუროთ, დამიჯერეთ დიდ სიამოვნებას მიიღებთ.

 .

2.  “The Old Man and the Sea” – ვრცლად

Advertisements


7 Comments

Anthony Quinn (ენტონი ქუინი)

ნამდვილი სახელი: –  Antonio Rodolfo Quinn Oaxaca

დაიბადა 1915 წლის 21 აპრილს, მექსიკაში.

მშობლები მექსიკელი გლეხები იყვნენ. ბავშვობიდანვე გატაცებული იყო  სახვითი ხელოვნებით და დროის დიდ ნაწილს ხატვასა და ძერწვაში ატარებდა, მაგრამ იმის გამო რომ არ ქონდა სამხატვრო აკადემიაში სწავლის საშუალება, უარი თქვა თავის მისწრაფებაზე. თუმცა გამოსავალი მაინც მოძებნა და არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა. 30-იან წლებში შეხვდა ცნობილ არქიტექტორ ფრენ ალოიდ რიტანს, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი მისი, როგორც მსახიობის, გაფურჩქვნას. სწორედ მან აღმოაჩინა ეს უდიდესი ნიჭი და მისცა გასაქანი.  ვრცლად


19 Comments

ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ (ნაწილი II)

ქვემოთ მოცემული პოსტი, გახლავთ ერთგვარი გაგრძელება წინა პოსტისა.

მაშ ასე, ფილმები რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ, მომდევნო ათეული:

1.  “Romeo y Julietaგადაღებულია 1968 წელს, რეჟისორი ფრანკო ძეფირელი.

“რომეო და ჯულიეტა” გახლავთ შექსპირის, ამავე სახელწოდების პიესის ეკრანიზაცია. ჩემს სუბიექტურ აზრს გაგანდობთ და საუკეთესო ეკრანიზაციად მიმაჩნია მათ შორის, რაც კი გადაღებულა ამ პიესის მიხედვით.

2.  “Black Swan გადაღებულია 2010 წელს. Continue reading


22 Comments

ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ (ნაწილი I)

1. “Gone With The Wind” გადაღებულია 1939 წელს რეჟისორი ვიქტორ ფლემინგი

“ქარწაღებულნი” გახლავთ მარგარეტ მიტჩელის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია, ფილმს აღებული აქვს 10 ოსკარი… ვისაც რომანი წაკითხული გაქვთ, ფილმის ყურებაც არანაკლებ სასიამოვნო იქნება თქვენთვის…

2. “Some Like It hot” გადაღებულია 1959 წელს, რეჟისორი Continue reading