ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


%(count)s კომენტარი

ნაპოლეონ ბონაპარტე – მორწმუნე ქრისტიანი


ქვემოთ მოყვანილი ნაწყვეტი გახლავთ ნაპოლეონ ბონაპარტეს წერილიდან, რომელიც მან 1820 წელს წმ. ელენეს კუნძულზე დაწერა.

„მე ვიცნობ ადამიანებს და მე გეუბნებით თქვენ, რომ იესო არ არის ადამიანი, მას ნებავს გვწამდეს მისი, არ გვაძლევს რა სხვა საფუძველს გარდა მისი შემაძრწუნებელი სიტყვებისა: „მე ვარ ღმერთი“. ფილოსოფოსებს სამყაროს საიდუმლოების ახსნა სურთ თავისი ამაო (ცარიელი) ნაშრომებით. ისინი უგუნურები არიან, მტირალ ბალღსა ჰგვანან, მთვარე რომ მოუსურვებია სათამაშოდ. ქრისტე არასდროს მერყეობდა, ის ლაპარაკობდა „ვითარცა ხელმწიფება აქუნდა“. მისი რელიგია საიდულმოებაა, მაგრამ დაფუძნებულია თავისავე საკუთარ ძალაზე. ის ეძიებს და ითხოვს კაცთაგან აბსოლუტურ სიყვარულს – ყველაზე ძნელს, რაც შეიძლება იყოს ცისქვეშეთში. ალექსანდრე მაკედონელი, ცეზარი, ჰანიბალი იმარჯვებდნენ ქვეყანაზე, მაგრამ მათ არ ჰყოლიათ მეგობრები. შესაძლოა მე ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც პატივს სცემს ალექსანდრეს, ცეზარს, ჰანიბალს.

ალექსანდრემ, ცეზარმა, კარლ დიდმა და მე დავაარსეთ იმპერიები, მაგრამ რაზე? – ძალაზე. ქრისტემ თავისი იმპერია დააარსა სიყვარულზე და მილიონები დღესაც მზად არიან თავისი ცხოვრება შესწირონ მას. მე თვითონ ისე მივიზიდე მასები, შთავაგონებდი რა მათ, რომ თავს წირავდნენ ჩემთვის, მაგრამ ამისთვის ვრცლად


6 Comments

მარადიული სიყვარულის სიმბოლო – თაჯ-მაჰალი

.

ინდოეთის ქალაქ აგრაში აღმართული ეს თეთრი მარმარილოს ტაძარი ქალისადმი მამაკაცის სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევა. იგი მოგოლების ერთ-ერთმა იმპერატორმა, შაჰ ჯაჰანმა, უსაყვარლესი ცოლის – მუმთაზ მაჰალის მოსაგონებლად ააშენა. ეს მავზოლეუმი ინდოეთის სიმბოლოდ იქცა. ქვეყნის მცხოვრებთათვის წმინდა ადგილია და იქ შესვლისას, ისევე როგორც ტაძარში შესვლისას, ფეხზე იხდიან. ისტორიული, კულტურული და თითქმის რელიგიური დანიშნულების მქონე ამ ძეგლს, ხელისუფლებაც უფრთხილდება, სწორედ ამიტომაც, 1994 წლიდან მანქანით ვრცლად


19 Comments

კაზანოვა და მისი 122 “მსხვერპლი”

სრული სახელი :  – Giacomo Girolamo Casanova de Seingalt

როდესაც სილვიო ბერლუსკონიმ იტალიაში პროსტიტუცია კანონით ნებადართული გახადა, ქვეყანაში დიდი სკანდალი გამოიწვია. ეს 1958 წლიდან აკრძალული იყო. იტალიურმა გაზეთებმა ამ გადაწყვეტილებას ვენეციისთვის  სრულიად შესაფერისი უწოდეს – ვენეცია ხომ კაზანოვას სამშობლოა, ეს ქალაქი კი XVIII საუკუნეში სწორედ ასეთი ცხოვრების წესით იყო გამორჩეული…

ჯაკომო კაზანოვამ თვითონვე შექმნა მითი მსოფლიოს უდიდეს საყვარელზე, როდესაც თორმეტთავიანი ავტობიოგრაფია დაწერა, სადაც მისი სასიყვარულო თავგადასავლები იყო აღწერილი 122 ქალთან, მათ შორის ერთი მონაზონი! 😐

1725 წელს დაიბადა, არისტოკრატი არ ყოფილა, წოდება მიითვისა…  მამამ – მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელმა – მეწაღის ქალიშვილი, ჟანეტა ფარუსი შეირთო ცოლად. ორივე ადგილობრივი თეატრის მსახიობები იყვნენ. როდესაც შვილი შეეძინათ, გავრცელდა ჭორი, რომ პატარა კაზანოვას მამა წარჩინებული მიშელ გრიმანი იყო. სწორედ მისი ოჯახის ვრცლად