ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


4 Comments

რატომ ქვია ნარცისს “ნარცისი”?

.
რატომ ქვია ნარცისს “ნარცისი”? რატომ უწოდებენ საკუთარ თავზე შეყვარებულ ადამიანს ნარცისს? ერთი სიყვარულის ისტორია მინდა მოგიყვეთ, რომელსაც ბერძნული მითოსი მოგვითხრობს და რომელიც სწორედ ამ ლამაზ, ნაზ, უბრალო და საყვარელ ყვავილთან არის დაკავშირებული. ვრცლად

Advertisements


12 Comments

კატის მკვლელს ეგვიპტეში სიკვდილით სჯიდნენ

რამდენ ადამიანს გყავთ სახლში კატა? ვისაც გყავთ ხომ გიყვართ? დილით რომ დგებით პირველ რიგში მას უდგამთ საჭმელს და შემდეგ თქვენს თავს უვლით ხომ? მაშ თქვენ არც უნდა გესწავლებოდეთ, რომ მათ ლაპარაკი არ იციან, მაგრამ საკუთარ გრძნობებსა და სურვილებს შესანიშნავად აგებინებენ ადამიანს. ძველი ეგვიპტელები კატას მიუ-ს (მაუ-ს) ეძახდნენ. მას ოდითგანვე მაგიურ ცხოველად მიიჩნევდნენ. ეგვიპტელებს კი ყველაზე მეტად უყვარდათ და ეთაყვანებოდნენ, მათ ქანდაკებებსაც კი დგამდნენ, ხოლო სიკვდილის შემდეგ მუმიფიცირებას უკეთებდნენ. აქ ერთ დროს თურმე მათი ქალაქიც არსებობდა, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ დავკონკრეტდები.

ძველი ეგვიპტური ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ადამიანი და კატა, სულ მცირე 5 500 წელია მეგობრობენ. ძველი წელთაღრიცხვით 6000 წლით თარიღდება კუნძულ კვიპროსზე აღმოჩენილი კატის, ადამიანისა და თაგვის ძვლები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კვიპროსზე კატა ეგვიპტეზე ადრე მოიშინაურეს. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო პირველი, მთავარი ისაა რომ ადამიანისა და ამ არსების მეგობრობამ ათასწლეულებს გაუძლო.

კატა ეგვიპტელთათვის განსაკუთრებული ცხოველი იყო. იგი მათ შვილებს განსაცდელისგან იცავდა, ხოლო ნათესებს – თაგვებისაგან.

არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ეგვიპტელების მოშინაურებული კატები აფრიკული ველური კატების შთამომავლები იყვნენ, ზოგიერთის აზრით კი 4000 წლის წინ ისინიეგვიპტეში სპარსეთიდან ჩაიყვანეს.

ფარაონების დროს მას კანონი იცავდა. (!) ვრცლად