ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


33 Comments

Piano Recital

ამ დღისთვის ლამის 1 თვით ადრე დავიწყე მზადება. მზადება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ტვინის წაღება უფრო შეეფერება (რეალურად ვაფასებ ფაქტებს). ერთი სული მქონდა როდის ჩაეშვებოდა ბილეთები გაყიდვაში რომ გავქცეულიყავი და მეყიდა. მანამდე კი რა თქმა უნდა ყველა შევაღონე მასზე საუბრით, როგორც მჩვევია აღფრთოვანებული, ემოციური გამოსვლებით (როცა რაღაც/ვიღაც ძალიან მომწონს და მიყვარს სულ მასზე ვსაუბრობ მთელი გატაცებით და როგორც წესი ჩემი მეგობრები ამ ჩემს “სიგიჟეს” მოთმინებით იტანენ და ეგუებიან).

როგორც უკვე მიხვდით, ვალერიან შიუკაშვილის კონცერტზე მაქვს საუბარი, სახელწოდებით “Piano Recital”. 15 ნოემბერს ისეთი შემართებით წავედი კონცერტზე, დარწმუნებული ვიყავი იქიდან აღფრთოვანებული დავბრუნდებოდი და ისევ, როგორც მჩვევია, შთაბეჭდილებებით სავსე კიდევ 1 თვე გავაგრძელებდი ამ კონცერტზე საუბარს.

ჩემი პირველი დისკომფორტი რამაც გამოიწვია ვრცლად


13 Comments

მე და მონე (Claude Monet)

 

8 წლის ვიყავი პირველად რომ შევავლე მონეს ნახატებს თვალი, მახსოვს მაგიდაზე იყო გაშლილი პატარა ბუკლეტები და დედა ათვალიერებდა. მეც როგორც ყოველთვის ცხვირი ჩავყავი მის საქმეში და თავით-ფეხამდე გადავეშვი. პირველი შთაბეჭდილება ჩემზე კი “წყლის შროშანებმა” მოახდინა და დღემდე მომყვება ის სიყვარული მის მიმართ. ყოველი შეხედვისას მგონია რომ პირველად ვუყურებ, თავი ისევ ის პატარა გოგონა მგონია, ხელახლა აღვიქვამ მის სილამაზეს, ფერთა გადასვლას და ისიც ურცხვად ცდილობს ყოველ ჯერზე ხელახლა მომაჯადოვოს, მას შემდეგ, აი ასე, მისით მოჯადოვებული დავდივარ. 🙂

 

 

I am following Nature without being able to grasp her, I perhaps owe having become a painter to flowers.

 

 

 

ჟივერნში, საკუთარი მამული ხელოვნურ ედემად ქონდა ქცეული. წყლის თეთრი ზამბახებით, ვრცლად


6 Comments

Dmitry Kustanovich

მას შემდეგ რაც Jazzmena-სთან აღმოვაჩინე ჩემს საყვარელ ლეონიდ აფრემოვზე პოსტი, გადავიფიქრე მასზე დაწერა, ამდენი ლეონიდ აფრემოვი უკვე მეტისმეტი იქნებოდა wordpress-ზე, (გამოგიტყდებით ხანდახან მგონია ჩემს აზრებს კიხულობსთქო) ჰოო და გადავწყვიტე დამესწრო და დამეწერა დიმიტრი კუსტანოვიჩზე, (სანამ ხელახლა მოუსწრია აზრების წაკითხვა) 😀 რომელიც არანაკლებ ნიჭიერია და აფრემოვზე ნაკლებად ნამდვილად არ მომწონს, თქვენც ნამდვილად მოგეწონებათ.

 

ეს ადამიანი გახლავთ Continue reading


2 Comments

სიქსტინის კაპელა

“დავითის” შემქმნელი თვითონ მოევლინა ქვეყანას როგორც ჭაბუკი ბუმბერაზი, რომელიც მძლავრი მარჯვენით ამსხვრევდა 1000 წლით შებოჭილი ხელოვნების ბორიალებს, თუმცა თვითონ მიჯაჭვული იყო ქვაზე.” – წერს აკაკი გელოვანი როზემარია შუდერის რომანის “მიჯაჭვული ტიტანის” განხილვისას.

 

სიქსტინის კაპელა

შრომის ტიტანური სტილით მიქელანჯელოს ძნელად თუ ვინმე შეედრება. იგი გავდა მისებრ უსახურ  ჰეფესტოს, Continue reading


%(count)s კომენტარი

ტიტანთა სამეული

ლეონარდო ! რაფაელი ! მიქელანჯელო ! _ სწორუპოვარი სამეული !

სამივეს ცხოვრება და მოღვაწეობა წარიმართა XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე. ენგელსის თქმით “ეს იყო საუკუნე, რომელიც საჭიროებდა ტიტანებს და რომელმაც შვა ტიტანები_აზრის, მისწრაფებისა და ხასიათის, მრავალმხრივობისა და განსწავლულობის ტიტანები”.

ლეონარდო და ვინჩი – 1452-1519 წწ. (გარდაიცვალა 67 წლის ასაკში)

რაფაელ სანტი – 1483-1520 წწ. (გარდაიცვალა 37 წლის ასაკში)

მიქელანჯელო დი ლიონარდო დი ბუონაროტი – 1475 წლის 6 მარტი -1564 წლის 17 თებერვალი. (გარდაიცვალა 89 წლის ასაკში)

ლეონარდო და ვინჩი

ლეონარდო და ვინჩი

ლეონარდო – მხატვარია და არქიტექტორი, მექანიკოსი და Continue reading


5 Comments

მონა ლიზა (Ritratto di Monna Lisa del Giocondo)

ლეონარდო და ვინჩის მშვენიერი ქმნილება, “მონა ლიზა” და მისი იდუმალებით მოცული ღიმილი… თქვენი არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით 1503-1505 წლებში შექმნილი ეს ნახატი ყოველთვის აღმაფრთოვანებს, სამწუხაროდ არ მქონია მისი ნახვის საშუალება ლუვრში, თუმცა მას გენიალურობას ინტერნეტსივრცე ვერ დააკარგვინებს. რამხელაა სივრცის აღქმა ამ ტილოში… მაოცებს, მაოცებს და ვინჩის გენია. მისი თითოეული ქმნილება მეცნიერთა, ისტორიკოსთა და ხელოვნებათმცოდნეთა მსჯელობის საგანია ყოველთვის, არ ბერდება და აქტუალობას არასდროს კარგავს…

იყო ძალიან ბევრი ვერსია იმისა თუ ვინაა გამოსახული ნახატზე: Continue reading