ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


3 Comments

Hipdeep Family ანუ მელანქოლიური ვეფხვები

edward-gorey

“იანვარში, ბიძაშვილი ფრედი,

ვიპოვეთ ჩვენ სხვენში მკვდარი.

თებერვლის უცნაური თავგადასავალი

მამა კარგავს კბილის პროტეზს.

მარტში ფიონა შეშინდა, ღამით სახლის გზაზე მომავალი

დიდი შავი მანქანით გააქროლეს  შორეულ მხარეში.”

არა მეგობრებო, ეს ჩემი შეთხზული არ გეგონოთ… ეს ერთი “ცოტათი” (?) უცნაური ჯგუფის სიმღერის პირველი სტროფია, რაც საკმარისია ალბათ  იმისთვის რომ გაკვირვება მოასწროთ.

ტექსტი საკმაოდ გემოვნებით შეთხზულ მუსიკას ადევს. ისეთს, ყურს რომ ესიამოვნება და კიდევ ბევრჯერ მოგინდებათ მისი გამეორება, ოღონდ ტექსტს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. ვრცლად

Advertisements


4 Comments

X ფაქტორი – ზოგადი მიმოხილვა

X Factor . X ფაქტორი

არც თუ ისე ცოტა ხანია რაც ქართულ ტელესივრცეში X ფაქტორი გამოჩნდა, უკვე საკმაო რეიტინგიც მოიპოვა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

სიმართლე გითხრათ შესარჩევი ტურებიდან გამომდინარე, ალბათ ისევე როგორც მაყურებლის უმეტესობას, მრჩებოდა შთაბეჭდილება იმისა რომ არ განსხვავდებოდა სხვა დანარჩენი კონკურსებისგან, რაც საქართველოში ჩატარებულა აქამდე, გამომცდელი მზერა შევავლე ტელეეთერში გასულ შემდგომ ეტაპებს და აგერ უკვე მესამე პირდაპირი ეთერიც მოვილიე და გამიჩნდა სურვილი აზრი დამეფიქსირებინა ბლოგზე.

პროექტში ჟიურის ჩართულობა ყველაზე მეტად მომწონს. როგორც იქნა მათ სიტყვას, ფორმალურად თუ რეალურად, ფასი დაედო.

მენტორებს შორის გადანაწილებული კატეგორიებიც და მათი შეჯიბრობითობაც დასაფასებელია, თუმცა ვფიქრობ საუკეთესო ოთხეულის არჩევის დროს მენტორებს რამდენიმე მარგალიტი “გაეპარათ”. მაგალითისთვის მოვიყვან ანრი ღუდუშაურს, რომელიც გიორგი გაბუნიას ვფიქრობ არ უნდა გაეშვა. მე მის ადგილზე მიშო ელიავას ადგილს, რომელიც მის “მგლებში”, ჩემი აზრით, ყველაზე სუსტი რგოლია, ამ ადამიანს დავუთმობდი (თუმცა მიშო დღეს უკვე განვითარების გზას ადგას). მაგრამ მე მის ადგილას არ ვარ … 🙂 გვერდს ვერ ავუვლი წამყვანებს და აუცილებლად ვიტყვი, რომ ძალიან მოწესრიგებულები არიან, თითქოს შეხმატკბილებულებიც, მაგრამ სიცოცხლე მაკლია მათგან. უფრო მეტი ენერგიაა საჭირო და რაც მთავარია ბუნებრივობა, რის ნაკლებობასაც განვიცდი პროექტის დაწყების პირველივე დღიდან.

პროექტში რამდენიმე გამოკვეთილი ლიდერიც გვყავს, ვრცლად


5 Comments

“ფარაონი”

ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის: “აი ეს ნივთი, აი ამას მაგონებს, მაგონებს ჩემს მეგობარს, შეყვარებულს, დედას, ბებიას, ან უბრალოდ იმ პერიოდს როცა რაღაც ძალიან გიხაროდა, როცა რაღაც/ვიღაც ძალიან გიყვარდა”. რაღა დაგიმალოთ და მეც მაქვს ასეთი ნივთები. ნივთები, სურათები, რომლებიც თავიანთ ისტორიებს ინახავენ და ალბათ ლაპარაკი რომ შეეძლოთ უამრავ რამეს მოყვებოდნენ.

123

მაგრამ მარტო ნივთები ხომ არ არის? არსებობს მუსიკა, არსებობს აკორდი, რომელიც სულში ისეთ სითბოს ღვრის, თითქოს იმ პერიოდში გაბრუნებს. თითქოს ხელახლა ხდება ყველაფერი რაც მაშინ, ერთ დროს, არც თუ ისე შორეულ წარსულში, მე ხომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. 😉 შეიძლება რაღაც უშედეგოდ დასრულდა, შეიძლება რაღაც მტკივნეულად დასრულდა, შეიძლება რაღაცამ შედეგი გამოიღო და ტკბები მისი ყურებით, არ აქვს მნიშვნელობა. ხომ იყო ცხოვრებაში ეტაპი, როცა კომფორტულად გრძნობდი თავს? ხომ იყო ცხოვრებაში ეტაპი როცა გიხაროდა, გიყვარდა, უყვარდი, გვერდით გყავდა, იცინოდი, ერთობოდი, თავგადასავლები გატყდებოდა თავზე? რა თქმა უნდა იყო, რა თქმა უნდა თან ახლდა მელოდიაც რომელიც შენს ისტორიას ყვება, რომლის გაგონებაზეც უნებურად გეღიმება, იმიტომ რომ ერთი აკორდიც კი საკმარისია შენთვის რომ ბედნიერი ღიმილი აგითამაშდეს სახეზე.  ვრცლად


%(count)s კომენტარი

კითხვა-პასუხი ლაბირინთში

კითხვის ნიშნები და შესაბამისად კითხვები მრავლადაა ცხოვრებაში. არ არსებობს ცხოვრებისეული ფაქტები მათ გარეშე. პრინციპში რომ არ არსებობდნენ ნაკლებ საინტერესო იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ნაკლებად აზარტული. რაც თავი მახსოვს გონებაში დასმულ კითხვებს ვცდილობ პასუხები გავცე. ხან გამოდის, ხან არა.

კარგია კითხვა როდესაც ჩნდება, ეს იმას ნიშნავს რომ აანალიზებ, ეს იმას ნიშნავს რომ გაინტერესებს, ეს იმას ნიშნავს რომ ცოცხალი არსება ხარ და რაც მთავარია სხვა დანარჩენებისაგან იმით განსხვავდები, რომ ადამიანი ხარ და ლოგიკურად აზროვნების უნარი გაგაჩნია, დასკვნების გამოტანის უნარი გაქვს. თუმცა ხშირად ვამტკიცებ ხოლმე რომ ბევრ ადამიანს ჩემი ძაღლი, კოკი ჯობდა-მეთქი, მაგრამ ეს უკვე ცალკე თემაა.

Questions and Answers signpost

ამ ბოლო დროს ჩემს ინტუიციას არ ვუჩივი. ზოგადად ეჭვიანი ადამიანი არ ვარ, მაგრამ საკმარისია რამეზე დავეჭვდე, ბოლოს სიმართლე რომ არ აღმოჩნდეს წარმოუდგენელია ხოლმე. საშინელებაა გაურკვევლობა, როცა თავში მილიონი კითხვა გიტრიალებს და მათზე პასუხი არ ჩანს, “არსაიდან ხმა არსით ძახილი”. ამის გამოა რომ ვრცლად


დატოვე კომენტარი

ზღაპრის დეტალი ბავშვობიდან

ბებოს ფოჩებიანი მწვანე შალი ისე მაქვს მხრებზე შემოხვეული თითქოს სადმე გაქცევას აპირებდეს. დილის 5 საათია, თოვლზე ანარეკლი ლამპიონების შუქი სახლში შემოდის და ჩაბნელებული ოთახის კედლებზე უცნაურ ფიგურებს ხატავს. ეს ის ფიგურებია ზამთარმა ჩემი ოთახის ფანჯრებზე რომ მოქარგა. ფოთლები, ყვავილები, ფიფქები, წიწვები…

“Baby It’s Cold Outside”… 

როგორ მათბობს ეს სიმღერა, ჩემთვის ზამთართან, თოვლთან, ახალ წელთან, ყინვასთან, დანთებულ ბუხართან და გრიპთანაც კი ასოცირდება.

ნორმალურ ადამიანს, თითქოს, დილის 5 საათზე უნდა ეძინოს, თითქოს მეც ნორმალური ვარ მაგრამ… აბა ერთი დილით საქმე მქონდეს, 5-ზე კი არა 8-ზე ძლივს ავწევდი თავს.

tea

ვგრძნობ სიცხე როგორ მიწევს, შალი უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვობიდან მგონია რომ ჯადოსნურია და რაც არ უნდა მაწუხებდეს ყველაფრის უებარი წამალია. ჰოდა ახლაც მგონია, რომ რაც უფრო მეტად შემოვიხვევ, მით უფრო მალე დამიწევს სიცხეც… სასაცილოა, ჰო, ზღაპარია, მაგრამ ეს იმ ლამაზი ზღაპრის ძალიან პატარა დეტალია, რასაც ბავშვობა ქვია და რასაც ალბათ სიბერეშიც ვერ შეველევი. ვრცლად


დატოვე კომენტარი

Remembering

ცხელი ჩაი, თბილი ოთახი და ტკბილი, მშვიდი Jazz, რომ გაბრუებს და ფიქრებში გითრევს, აი ისეთი ძალიან ფაფუკი, რბილი და პიკანტური მელოდია, სიგარეტის კვამლივით რომ გეხვევა გარს და ფეხებიდან თმის წვერამდე გელამუნება. ისეთი გულს რომ ეხება და სულის სიღმეებში აღწევს.

ეს ის ტკბილი მელოდიაა გონებაში კადრებს რომ აცოცხლებს და სურვილს გიღვიძებს გაიმეორო, ეს ის ბგერებია რომ გაიძულებენ გაიღიმო, საკუთარ თავს გაუღიმო და კიდევ… შემდეგ თვალები დახუჭო და ისევ იმაზე იფიქრო რაც ასეთ “უმიზეზო” ღიმილს გგვრის. სურვილს გიღვიძებს ისევ მოკრა ყური იმ ხმას, უსმინო და გათბე მისი სიძლიერით.

კონტრაბასის ხმა ფონად ისევ გუგუნებს, ზუსტად ისე როგორც ის. სიმყუდროვის შეგრძნებას გიორმაგებს და თვალის გახელის სურვილს გაკარგვინებს. გინდა რომ ჩაიკარგო იმ ბგერებში და ისეირნოთ სანოტო რვეულზე აკორდებთან ერთად, ჩუმად, ხმის ამოუღებლად, მხოლოდ სიმშვიდის მელოდია ისმოდეს ფონად.

Avishai Cohen Trio – Remembering


დატოვე კომენტარი

წელიწადის დროები და მუსიკოსები

wold is mine

სილამაზის სხვადასხვანაირი აღქმა არსებობს. ადამიანები საკუთარი შინაგანი სამყაროდან გამომდინარე გამოხატავენ მის მიმართ დამოკიდებულებას. წელიწადის დროების ცვალებადობა მათ განწყობაზეც მოქმედებს და ხშირად ცხოვრებისეულ ფაქტებსაც უკავშირებენ. გამოხატვა კი შესაძლებელია იმისდა მიხედვით თუ ვის როგორი ნიჭი აქვს. ზოგი ხატავს, ზოგი ფოტოაპარატით დადის და უვლის დედამიწას გარშემო, ზოგი ლექსს წერს და ზოგიც მუსიკას ქმნის.

მე მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე მუსიკალური მაგალითი, იმისა თუ როგორ აღიქვამენ მუსიკოსები ამათუიმ წელიწადის დროს. როგორ ცდილობენ რომ მათ მიერ აღქმული სილამაზე ჩვენც მათსავით აღვიქვათ. მათ მიერ განცდილი ემოცია, დაკავშირებული ამა თუ იმ დროსთან, ჩვენც განვიცადოთ.

როგორც აღმოჩნდა შემოდგომა ამ კუთხით უფრო აქტიურია. და აი ისინიც:

უფრო ვრცლად სანახავად დააჭირეთ ტექსტს