ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


13 Comments

არ მინდა რომ გავიცრიცო…

ვზივარ და დროში მივაბიჯებ, თითქოს ნაკვალევს ვტოვებ, ნაკვალევს ვისთვის ან რისთვის არც კი ვიცი, მაგრამ ფიქრებმა უკვე მთელი 21 წლის მიმოხილვა გააკეთეს და 22-ესკენ მიაბიჯებენ. იყურებიან წინ, ხანაც უკან, უფრო მეტად კი აწმყოს დასცქერიან. აწმყოს რომელსაც გაცრეცილი ადამიანები თავისი სულივით ცრიცავენ. აწმყოს ცრიცავენ, სიცოცხლეს ცრიცავენ და უნდათ რომ შენც გაგცრიცონ.

გუშინ სარკეში ვიყურებოდი და უცებ ერთი კითხვა დავუსვი თავს: რა განსხვავებაა 12 წლის ნინოსა და 21 წლის ნინოს შორის-მეთქი? თურმე დიდი არც არაფერი. ისევ ისე მიყვარს მუსიკა, მულტფილმები, ისევ ისე მიყვარს ფილმები და თეატრი. ისევ ის ხასიათი მაქვს და ხან ძალიან პატარა რაღაც მწყინს, ხან კი ისევ თვალს ვხუჭავ და გასასამართლებელ საბუთს ვეძებ. შეიცვალა ის რომ სულ სხვა გზა ავირჩიე ცხოვრებაში და სულ სხვაგან დავიწყე პროფესიული სვლა. ვისწავლე ბევრი რამ და ვითომ გამოცდილებაც დამიგროვდა ადამიანებთან ურთიერთობის, მაგრამ მაინც მაოცებენ… როდესაც ვიტყვი რომ “აი უკვე ყველა კატეგორიის ადამიანს შევხვდი, განა ამაზე უარესი შეიძლება ვინმე იყოს?” არ აყოვნებს “უარესი” და მაშინვე თავს იჩენს… მაოცებს ადამიანების უემოციობა, მაოცებს ადამიანების ირონია, მაოცებს მათი თვითდამკვიდრებისაკენ მიმავალი გზები… ვრცლად

Advertisements


4 Comments

ძაღლური ცხოვრების დღეები…

ერთი უბრალო “მაწანწალა” ვარ, როგორც ყველა მეძახის. არა და მაწანწალად კი არ დავბადებულვარ, ვცხოვრობდი ერთ დიდ და ლამაზ სახლში, მქონდა სითბო, საჭმელი, ადამიანი მყავდა გვერდზე რომელსაც ძალიან ვუყვარდი, ყოველთვის მეფერებოდა და მივლიდა, ზრუნვას არ მაკლებდა. მეც მიყვარდა, ისე ძალიან მიყვარდა რომ მისი სიკვდილის მერე იმ სახლთან ყოველდღე მივდივარ, მერე რა რომ იქ სულ უცხოები ცხოვრობენ და მე არც კი მიცნობენ. ის ლამაზი სახლი სულ მას მაგონებს. მახსენდება როგორ მეფერებოდა და მეთამაშებოდა… ახლა კი… ვინაა ჩემი პატრონი რომ მომხედოს, დავდივარ დაუბანელი და იმ იმედად ვარ რომ ვინმეს შევეცოდები და ერთ ლუკმა პურს გაიმეტებს ჩემთვის. რატომ ღმერთო? რატომ გავჩნდი ფუფუნებაში თუ ჩემი ბოლო ეს უნდა ყოფილიყო? ალბათ რამე გავაკეთე ცუდად და ჩემს პატრონს ვაწყენინე, ხო, ალბათ ასეა… ეხლა გამახსენდა, ცოცხალი რომ იყო Continue reading