ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


დატოვე კომენტარი

Let It Snow

ვზივარ ასე, უსაქმურად და ვცდილობ ბლოგისთვის რამე კარგი, ზამთვრისთვის შესაფერისი, თან თბილი და თანაც ცივი ე.წ. ”ჰედერი” შევარჩიო, მაგრამ სულ ტყუილად. ხან რა დავაყენე ხან რა და ბოლოს ისევ ეს დავტოვე, მაინცდამაინც არ მაკმაყოფილებს მაგრამ… იყოს სანამ რამეს აღმოვაჩენ. ”ვინც ეძებს ის ყოველთვის პოულობსო”, მიყვარს ეს ფრაზა.

cropped-copy-of-374445_437251479663982_1208788520_n.jpg

მოკლედ, თოვლი მოგვივიდა ჩემო მეგობრებო და ისეთი სასიამოვნო სუნი შემოვარდა დილით ღია ფანჯრიდან… სუნიო? სუნი არა, უბრალოდ სუფთა ჰაერი, სასიამოვნოდ რომ გხვდება და იმდენად შეჩვეული ხარ ქალაქის მტვერს, რომ უკვე ”სუნს” ეძახი.

winter

სიმართლე გითხრათ არ მახსოვს ოდესმე თოვლის მოსვლა ასე გამხარებოდა. ისიც ვიგრძენი რომ ახალი წელი მოგვიახლოვდა და ბავშვურად აჟიტირებული ველოდები ახალს – ახალი იმედებით, ახალი გეგმებით, ახალი მიზნებით და სტრატეგიებით.

რაც სახლში მოვედი ყურს საყვარელი საშობაო-საახალწლო მელოდიებით ვართობ და განწყობა უფრო და უფრო მემატება.

მოდით გაგიზიარებთ თქვენთვისა და ჩემთვის ნაცნობ მელოდიებს და თქვენთვისაც დავაყენებ სახლში თბილ, და ფანჯრის მიღმა ცივ განწყობას. აი ისეთს, სახლში ბუხრის წინ რომ ზიხარ, ხელში ცხელი ჩაი ან ყავა რომ გიჭირავს, ფანჯარას რომ გახედავ თოვლის დიიიიიიდ ფანტელებს რომ დაინახავ და კიდევ უფრო ჩაიხუტებ ცხელ ჭიქას გასათბობად, ტანში სიმყუდროვის თბილი გრძნობა რომ დაგივლის და თვალებს დახუჭავ ლამაზი ბგერების უკეთესად აღსაქმელად. ვრცლად


6 Comments

“Rolling In The Deep”

დასაწყისს ვეძებ და არ ვიცი საიდან დავიწყო, წლევანდელი წლის დახასიათება მინდა და ვფიქრობ ღირს თუ არა, მალე ბლოგი ერთი წლის გახდება და იმ პერიოდისთვის ვგეგმავდი შემაჯამებელ პოსტს, მაგრამ განწყობა მაქვს ისეთი, მომინდა თქვენთვის მთელი წლის ამბები მოკლედ მომეყოლა.

დავიწყოთ იმით, რომ წელიწადი დავიწყე ბლოგის შექმნით, ეს ჩემი პირველი სიახლე იყო ამ წელს და ვფიქრობ არც თუ ისე ურიგო. რატომ შევქმენი ბლოგი? პასუხს ვერ გაგცემთ, უბრალოდ მინდოდა მეწერა, მეწერა იმაზე რაც ჩემს გონებაში ტრიალებს და დავიწყე. ბლოგს არანაირი მიმართულება არ აქვს, ვწერ როგორც კულტურაზე ისე პირად თემებზე, მოკლედ როცა რა გამიხარდება იმას ვთავაზობ მკითხველს და იმედია არ მიწყენენ ჩემი ცვალებადი თემატიკის გამო. შევიძინე ერთგული მკითხველები და აღმოვაჩინე ის, რომ გულწრფელად ვწერ რამდენიმე ადამიანის გამო და მათი აზრი ყოველთვის მაინტერესებს, დაწყებული დიზაინიდან, დამთავრებული თემატიკით და წერის სტილით. რა მომიტანა ბლოგმა და რა არა, ამას ბლოგის დაბადების დღისთვის გამცნობთ, ახლა კი უბრალოდ წელიწადს შევაჯამებ. ვრცლად