ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


6 Comments

დიდი ბავშვი

იუმორი უებარ წამლად მაქვს აღიარებული, რაც არ უნდა მოხდეს პატარა ნაპერწკალს მაინც ვიპოვი და შევამსუბუქებ ნეგატივის ტვირთს, რომელიც ჩემთვის (და არამარტო) ცოტა ხნით მაინც მსუბუქდება ხოლმე. ალბათ ამიტომაც ყველას გონია რომ ამტანი ვარ, იმდენად ამტანი რომ ტონობით ლოდის ზიდვა შემიძლია, ისევე როგორც კენჭების. ყოველი წაქცევისას ფეხზე კიდევ უფრო მყარად ვდგები და ხანდახან მგონია დიდი ფოლადის გარსი მარტყია გარშემო. ყოველთვის მჯერა რაღაცის, რომელსაც ხანდახან ბედსაც ეძახიან, ვიცი რომ ადრე თუ გვიან მეც გამიღიმებს, ისე რომ 32-ვე კბილი გამოუჩნდება და თვალსაც ჩამიკრავს ეშმაკურად. ხანდახან ლოდინი მომბეზრდება ხოლმე და საშინლად ვსაყვედურობ, ისიც თავის მართლების გარეშე მისმენს. ან რა უნდა მითხრას? ხელი გაანძრიე, რამე გააკეთეო? ვერ მეტყვის, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის ყოველ ღონეს ვხმარობ რომ რაღაც გამოვიდეს.  ვრცლად


25 Comments

90-იანები = ბავშვობას, რა გვახსოვს იქიდან?

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემი ბავშვობა გასული საუკუნის 90-იან წლებს დაემთხვა. მაშინ იყო უშუქობა, უგაზობა, ჩაბნელებული ქუჩები და სადარბაზოები. მოკლედ გარეთ ფეხი რომ დაგრჩენოდა არავინ გააჩერებდა, ეგრევე სახლისკენ გააქანებდა (ესეც 90-იანების ფრთიანი ფრაზა). მაშინ იყო ზუსტად რომ შუქის მოსვლას ყოველ საღამოს სულგანაბულები ველოდებოდით რომ რაიმე საინტერესო გვენახა ტელევიზორში. შუქიც თუ თავის დროზე მოვიდოდა კორპუსებიდან გამაყრუებელი სტვენის და ჟივილ-ხივილის ხმა ისმოდა, აი თუ ნაადრევად და უდროო დროს ჩაქრებოდა, მაშინ ჯობდა ყურები საცობით დაგეცოთ, სასიამოვნოს მაინც ვერაფერს გაიგონებდით, წყევლა-კრულვისა და ლანძღვა-გინების გარდა არაფერი ისმოდა. გასათბობი საშუალებაც საკმაოდ ორიგინალური იყო “კერასინკის” სახით. 🙂  ვრცლად