ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


19 Comments

კაზანოვა და მისი 122 “მსხვერპლი”

სრული სახელი :  – Giacomo Girolamo Casanova de Seingalt

როდესაც სილვიო ბერლუსკონიმ იტალიაში პროსტიტუცია კანონით ნებადართული გახადა, ქვეყანაში დიდი სკანდალი გამოიწვია. ეს 1958 წლიდან აკრძალული იყო. იტალიურმა გაზეთებმა ამ გადაწყვეტილებას ვენეციისთვის  სრულიად შესაფერისი უწოდეს – ვენეცია ხომ კაზანოვას სამშობლოა, ეს ქალაქი კი XVIII საუკუნეში სწორედ ასეთი ცხოვრების წესით იყო გამორჩეული…

ჯაკომო კაზანოვამ თვითონვე შექმნა მითი მსოფლიოს უდიდეს საყვარელზე, როდესაც თორმეტთავიანი ავტობიოგრაფია დაწერა, სადაც მისი სასიყვარულო თავგადასავლები იყო აღწერილი 122 ქალთან, მათ შორის ერთი მონაზონი! 😐

1725 წელს დაიბადა, არისტოკრატი არ ყოფილა, წოდება მიითვისა…  მამამ – მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელმა – მეწაღის ქალიშვილი, ჟანეტა ფარუსი შეირთო ცოლად. ორივე ადგილობრივი თეატრის მსახიობები იყვნენ. როდესაც შვილი შეეძინათ, გავრცელდა ჭორი, რომ პატარა კაზანოვას მამა წარჩინებული მიშელ გრიმანი იყო. სწორედ მისი ოჯახის ვრცლად

Advertisements