ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


14 Comments

თბილისის ერთი ძველი უბანი

თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ვცხოვრობ. ამ უბნის სახელი გაგიკვირდებათ და ცოცხლებთან არ ასოცირდება. მას აქვს თბილისში ყველაზე ცნობილი სასაფლაო, ჰოდა მისი ხსენებისას პირდაპირ სასაფლაოს გულისხმობენ ხოლმე. თუმცა, სასაფლაოსთან არსებული ასოციაციების მიუხედავად, უბანში სიცოცხლე თავისებურად, მაგრამ მაინც ჩქეფს. აქ ხალხიც საკმაოდ ჭრელია, თუმცა ამაზე მოგვიანებით. მოდით დავიწყოთ თავიდან:

ქალაქის ცენტრიდან ჩვენი უბნისკენ ამომავალი ერთი აღმართია, რომლის ამოვლისთანავე თვალწინ ახლადაშენებული პოლიციის გამჭვირვალე შენობა დაგიდგებათ, რომელიც პირდაპირ სასაფლაოს მთავარ შესასვლელთან დგას. შესასვლელის გვერდით კი უბნის კოლორიტი და ისტორიული რელიქვია, მისი აღმატებულება, ტანკი განისვენებს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ იქვე ძმათა სასაფლაოა, თუმცა ფაშიზმის წინააღმდეგ თავგანწირვით მებრძოლი ჯარისკაცების გარდა, ამ სასაფლაოზე უბნის “ბობოლებიც” არიან დაკრძალულნი. ამ ქუჩაზე ისეთი სიჩუმეა, ბუზის გაფრენის ხმაც კი ისმის. არ გეგონოთ რომ ამ სამარისებულ სიჩუმეს მოსახლეობა სასაფლაოს უმადლის, აკი გითხარით, აქ ახლადაშენებული, გამჭვირვალე პოლიციის შენობაა წამოჭიმული და მანქანებიც კი ფეხაკრეფით დადიან. ასე გამოიყურება უბნის ცენტრალური ადგილი, რომელიც ყოველ აღდგომის დღესასწაულზე ქალაქის ყველაზე გადატვირთულ ადგილად იქცევა ხოლმე.

მე კი ამ უბნის სხვა ქუჩაზე ვცხოვრობ, იქ სადაც დილის 7 საათიდან კამათლის ჩხაკუნი თუ არა, 8 საათზე მემაწვნის მანქანის გაბმული სიგნალი გაღვიძებს. ეს დალოცვილი ლილოელი ოთარა იმდენს ასიგნალებს ჩემს ფანჯარასთან, სანამ საფუძვლიანად არ გამომაფხიზლებს ხოლმე. “ძალადმაცხონეს” რომ ეძახიან, სწორედ ისაა, იმდენს გისიგნალებს სანამ ერთ ქილა მაწონს მაინც არ გაყიდინებს, მერე კი იმშვიდებს თავის სულს და შენ კი 8 საათიდან სტარტზე გამყოფებს, იმიტომ რომ დღის განმავლობაში სხვა “ძალადმაცხონეების” მოგერიებაც მოგიწევს… მემაწვნის გასტუმრების შემდეგ, დაახლოებით 9-დან 10 სთ-მდე ქუჩაზე “ბაზარი” ჩამოივლის ხოლმე. არ მოგჩვენებიათ, სწორედ “ბაზარი” ვახსენე. მანქანით სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულს დაატარებენ, მათთვის ვისაც ნამდვილ ბაზარში წასვლა ეზარება და მაღაზიაშიც არ აქვს ფართო არჩევანი. თუმცა ეს “ბაზრის” მხოლოდ პირველი შემოტევაა, დღის განმავლობაში კიდევ ორი მოვა. ამის გამო მეზობლის ბავშვმა პირველად სიტყვა “დედა” და “მამა”-ს ნაცვლად “ბაზარი”-ო წამოიძახა და მას მერე უბანს აყრუებს “ბაზარი, ბაზარი”-ო. ამასწინათ “ბაზრის” ერთ-ერთი პირი იყო მოსული, მეც დიდის ამბით გავედი ბადრიჯნის საყიდლად. როდესაც გამყიდველმა მკითხა რა გინდაო, იმდენად ვიყავი აჯაფსანდალის მასალაზე ფიქრით გართული, რომ დაუფიქრებლად მივაძახე აჯაფსანდალი-მეთქი. ამის მერე, ის ჩემი ცოდვით სავსე კაცი, ჩემს ფანჯარასთან ყოველ დილით მოდის და “ბაზრის” მაგივრად, “აჯაფსანდალი”-ო ყვირის. თუმცა ის ერთადერთი არაა, დღის განმავლობაში ზაფხულობით მენაყინე აუცილებლად ჩამოივლის. თეთრი ხალათი აცვია და მხარზე დიდი ყუთი აქვს მოკიდებული, ნაყინებით და ყინულებით სავსე. ერთხელაც გავყავი ფანჯრიდან თავი და მის მორიგ დაძახებას: “მაროჟნი, პლომბირი, სტაკანჩიკი მაროჟნი”-ო, ქიშმიშიანი გაქვს-მეთქი? მივაყოლე. გადაქექა მთელი ყუთი, ამომიწყო ნაირ-ნაირი ნაყინები ფანჯრის რაფაზე, მაგრამ ქიშმიშიანი არ აღმოაჩნდა. ესეც ჩემი ბედი… დამპირდა ხვალ აუცილებლად მოგიტანო და პირობაც შემისრულა, მაგრამ იმ დღის შემდეგ, მის ტრადიციულ შემოძახილს, ჩემს ფანჯრებთან მოახლოებასთან ერთად “ქიშმიშიანი მაროჟნი” ემატება. ვრცლად

Advertisements


2 Comments

ქალი მაინც ქალია

“ქალი ჯოჯოხეთში რომ ჩააგდო და კუპრში ხარშო, მაინც ქალია …  ახალგაზრდა და მოხუცი,  ქალი ქალია”… ოტია იოსელიანი…

არ ვიცი შეგინიშნავთ თუ არა თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო თბილისი მარიოტის წინ ქალი, ჭრელ ადიალაში გახვეული. გარშემო ფუთებშემოლაგებული. თავისთვის წევს, ან ზის არავის ერჩის. Continue reading