ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


6 Comments

რა აიძულებს ადამიანს თვითმკვლელობაზე იფიქროს?

“არის რაღაც დიდი და შემაძრწუნებელი თვითმკვლელობაში. ბევრია ისეთი ადამიანი, რომლის ძირს ჩამოვარდნა არაა სახიფათო, როგორც ბავშვისა, რომელიც ისეთი სიმაღლიდან ვარდება, რომ არ შავდება; მაგრამ დიდი ადამიანის დასამსხვრევად საჭიროა, რომ იგი დიდი სიმაღლიდან გადმოვარდეს, ზეცამდე იყოს ასული, რაღაც მიუწვდომელი სამოთხე ჰქონდეს დანახული. შეუბრალებელი უნდა იყოს ქარიშხალი, რომელიც ადამიანს აიძულებს სულიერი მშვიდობა სთხოვოს დამბაჩის ლულას. რამდენი ახალგაზრდა ნიჭი ჭკნება და იღუპება მანსარდებში მეგობრის, ნუგეშისმცემელი ქალის უყოლობის გამო, მილიონ არსებათა შორის, ოქროთი დაღლილი და მოწყენილი ბრბოს თვალწინ!…” ბალზაკი. 

ამ პოსტის დაწერა ჩემი ერთი ნაცნობის გამო გადავწყვიტე. სიმართლე გითხრათ არც თუ ისე დიდი ხანია რაც ვიცნობ და მეგობრებიც ნამდვილად არ ვართ, თუმცა ამ გარემოებამ მაინც არ შეუშალა ხელი მას, გულახდილად დამლაპარაკებოდა და თავისი სულიერი მდგომარეობა ჩემთვის გაენდო.  კონკრეტულად არაფერი მოუყოლია თავისი ცხოვრების შესახებ, უფრო ზოგადსაკაცობრიო თემებზე ვსაუბრობდით, საკუთარი შეხედულებები გამიზიარა ცხოვრებაზე, მეც ასეთი გულახდილობა რომ დავინახე ჩემი ადეკვატური აზრებიც გადმოვაფრქვიე. ჩემი გაკვირვება კი ერთმა გარემოებამ გამოიწვია, ეს ადამიანი ხშირად ახსენებდა სიკვდილს, ამ ქვეყნიდან წასვლას, სიმართლე გითხრათ გამიკვირდა, ახალგაზრდა გოგონები როგორც წესი ამ საკითხებზე ასე სეიოზულად არ ფიქრობენ, ყოველ შემთხვევაში ჩემს გარშემო ასეა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ადამიანი საკმაოდ დიდ დეპრესიაში იყო გადაშვებული და იქიდან თავის დაღწევა უჭირდა, ჰოდა რადგანაც გული გადამიშალა შევეცადე მენუგეშებინა. თავის მოკვლაზე ვფიქრობო რომ მითხრა თავიდან საპასუხო სიტყვები ვერ მოვძებნე, ჯერ ვიფიქრე ხუმრობს-მეთქი, მაგრამ როცა ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყო, მივხვდი აქ სერიოზულად იყო საქმე. Continue reading

Advertisements