ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


დატოვე კომენტარი

ზღაპრის დეტალი ბავშვობიდან

ბებოს ფოჩებიანი მწვანე შალი ისე მაქვს მხრებზე შემოხვეული თითქოს სადმე გაქცევას აპირებდეს. დილის 5 საათია, თოვლზე ანარეკლი ლამპიონების შუქი სახლში შემოდის და ჩაბნელებული ოთახის კედლებზე უცნაურ ფიგურებს ხატავს. ეს ის ფიგურებია ზამთარმა ჩემი ოთახის ფანჯრებზე რომ მოქარგა. ფოთლები, ყვავილები, ფიფქები, წიწვები…

“Baby It’s Cold Outside”… 

როგორ მათბობს ეს სიმღერა, ჩემთვის ზამთართან, თოვლთან, ახალ წელთან, ყინვასთან, დანთებულ ბუხართან და გრიპთანაც კი ასოცირდება.

ნორმალურ ადამიანს, თითქოს, დილის 5 საათზე უნდა ეძინოს, თითქოს მეც ნორმალური ვარ მაგრამ… აბა ერთი დილით საქმე მქონდეს, 5-ზე კი არა 8-ზე ძლივს ავწევდი თავს.

tea

ვგრძნობ სიცხე როგორ მიწევს, შალი უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვობიდან მგონია რომ ჯადოსნურია და რაც არ უნდა მაწუხებდეს ყველაფრის უებარი წამალია. ჰოდა ახლაც მგონია, რომ რაც უფრო მეტად შემოვიხვევ, მით უფრო მალე დამიწევს სიცხეც… სასაცილოა, ჰო, ზღაპარია, მაგრამ ეს იმ ლამაზი ზღაპრის ძალიან პატარა დეტალია, რასაც ბავშვობა ქვია და რასაც ალბათ სიბერეშიც ვერ შეველევი. ვრცლად

Advertisements


დატოვე კომენტარი

Let It Snow

ვზივარ ასე, უსაქმურად და ვცდილობ ბლოგისთვის რამე კარგი, ზამთვრისთვის შესაფერისი, თან თბილი და თანაც ცივი ე.წ. ”ჰედერი” შევარჩიო, მაგრამ სულ ტყუილად. ხან რა დავაყენე ხან რა და ბოლოს ისევ ეს დავტოვე, მაინცდამაინც არ მაკმაყოფილებს მაგრამ… იყოს სანამ რამეს აღმოვაჩენ. ”ვინც ეძებს ის ყოველთვის პოულობსო”, მიყვარს ეს ფრაზა.

cropped-copy-of-374445_437251479663982_1208788520_n.jpg

მოკლედ, თოვლი მოგვივიდა ჩემო მეგობრებო და ისეთი სასიამოვნო სუნი შემოვარდა დილით ღია ფანჯრიდან… სუნიო? სუნი არა, უბრალოდ სუფთა ჰაერი, სასიამოვნოდ რომ გხვდება და იმდენად შეჩვეული ხარ ქალაქის მტვერს, რომ უკვე ”სუნს” ეძახი.

winter

სიმართლე გითხრათ არ მახსოვს ოდესმე თოვლის მოსვლა ასე გამხარებოდა. ისიც ვიგრძენი რომ ახალი წელი მოგვიახლოვდა და ბავშვურად აჟიტირებული ველოდები ახალს – ახალი იმედებით, ახალი გეგმებით, ახალი მიზნებით და სტრატეგიებით.

რაც სახლში მოვედი ყურს საყვარელი საშობაო-საახალწლო მელოდიებით ვართობ და განწყობა უფრო და უფრო მემატება.

მოდით გაგიზიარებთ თქვენთვისა და ჩემთვის ნაცნობ მელოდიებს და თქვენთვისაც დავაყენებ სახლში თბილ, და ფანჯრის მიღმა ცივ განწყობას. აი ისეთს, სახლში ბუხრის წინ რომ ზიხარ, ხელში ცხელი ჩაი ან ყავა რომ გიჭირავს, ფანჯარას რომ გახედავ თოვლის დიიიიიიდ ფანტელებს რომ დაინახავ და კიდევ უფრო ჩაიხუტებ ცხელ ჭიქას გასათბობად, ტანში სიმყუდროვის თბილი გრძნობა რომ დაგივლის და თვალებს დახუჭავ ლამაზი ბგერების უკეთესად აღსაქმელად. ვრცლად


6 Comments

აურზაური

ლოგინში უაზროდ ვწრიალებ, ვიცი რომ უნდა დავიძინო, ხვალ ადრე ვარ ასადგომი. დავხუჭავ თვალებს და ისევ ერთი და იგივე აზრები მომდის თავში: “თემის სათაური, ნეტა ზოგადი ხომ არაა?” “სტრუქტურა შესაცვლელი მაქვს, არ მომწონს, რა ჩავამატო ან რა ჯანდაბა ამოვიღო, ან საერთოდ ნორმალურია კი?” “5-ში პირველწყაროს ანალიზი!” ჯანდაბა! სად ჯანდაბიდან მოვიტანო?” “ნინო რა მაზოხისტი ხარ, მაინცდამაინც შენ უნდა დაწერო იმაზე რაზეც საქართველოში ჯერ არ უფიქრიათ?” ვხვდები რომ საკუთარ თავს მე თვითონ ვუქმნი პრობლემებს, თუ რა თქმა უნდა ამას შეიძლება პრობლემა დავარქვათ. მე თვითონ ვირთულებ საქმეს და ყოველთვის ვეჭიდები ისეთს რასაც დიდი წვალება, ნერვიულობა და კიდევ ათასი მსგავსი უბედურება მოაქვს და საკუთარ თავს კიდევ ერთხელ ვუსვამ შეკითხვას: “ნინო! როდის მორჩები საკუთარი თავის ექსპლუატაციას? როდემდე იქნები მაზოხისტი?” კითხვას ვსვამ და საკუთარი კატეგორიულობა მანცვიფრებს. პასუხი მე თვითონაც არ ვიცი, ნეტა საიდან დამყვა ასეთი საშინელი ხასიათი? ვრცლად