ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


5 Comments

“ფარაონი”

ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის: “აი ეს ნივთი, აი ამას მაგონებს, მაგონებს ჩემს მეგობარს, შეყვარებულს, დედას, ბებიას, ან უბრალოდ იმ პერიოდს როცა რაღაც ძალიან გიხაროდა, როცა რაღაც/ვიღაც ძალიან გიყვარდა”. რაღა დაგიმალოთ და მეც მაქვს ასეთი ნივთები. ნივთები, სურათები, რომლებიც თავიანთ ისტორიებს ინახავენ და ალბათ ლაპარაკი რომ შეეძლოთ უამრავ რამეს მოყვებოდნენ.

123

მაგრამ მარტო ნივთები ხომ არ არის? არსებობს მუსიკა, არსებობს აკორდი, რომელიც სულში ისეთ სითბოს ღვრის, თითქოს იმ პერიოდში გაბრუნებს. თითქოს ხელახლა ხდება ყველაფერი რაც მაშინ, ერთ დროს, არც თუ ისე შორეულ წარსულში, მე ხომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. 😉 შეიძლება რაღაც უშედეგოდ დასრულდა, შეიძლება რაღაც მტკივნეულად დასრულდა, შეიძლება რაღაცამ შედეგი გამოიღო და ტკბები მისი ყურებით, არ აქვს მნიშვნელობა. ხომ იყო ცხოვრებაში ეტაპი, როცა კომფორტულად გრძნობდი თავს? ხომ იყო ცხოვრებაში ეტაპი როცა გიხაროდა, გიყვარდა, უყვარდი, გვერდით გყავდა, იცინოდი, ერთობოდი, თავგადასავლები გატყდებოდა თავზე? რა თქმა უნდა იყო, რა თქმა უნდა თან ახლდა მელოდიაც რომელიც შენს ისტორიას ყვება, რომლის გაგონებაზეც უნებურად გეღიმება, იმიტომ რომ ერთი აკორდიც კი საკმარისია შენთვის რომ ბედნიერი ღიმილი აგითამაშდეს სახეზე.  ვრცლად


6 Comments

მარადიული სიყვარულის სიმბოლო – თაჯ-მაჰალი

.

ინდოეთის ქალაქ აგრაში აღმართული ეს თეთრი მარმარილოს ტაძარი ქალისადმი მამაკაცის სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევა. იგი მოგოლების ერთ-ერთმა იმპერატორმა, შაჰ ჯაჰანმა, უსაყვარლესი ცოლის – მუმთაზ მაჰალის მოსაგონებლად ააშენა. ეს მავზოლეუმი ინდოეთის სიმბოლოდ იქცა. ქვეყნის მცხოვრებთათვის წმინდა ადგილია და იქ შესვლისას, ისევე როგორც ტაძარში შესვლისას, ფეხზე იხდიან. ისტორიული, კულტურული და თითქმის რელიგიური დანიშნულების მქონე ამ ძეგლს, ხელისუფლებაც უფრთხილდება, სწორედ ამიტომაც, 1994 წლიდან მანქანით ვრცლად