ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


დატოვე კომენტარი

მეგობარი

რამდენი ადამიანიც არსებობს, მეგობრობის იმდენი განმარტება და გაგებაცაა, ასე რომ რთულია განსაზღვრო რას მოიცავს მეგობრობა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, მას მეგობარი რომ უწოდო.

დაახლოებით ორი წლის წინ ერთი პოსტი გამოვაქვეყნე, ზოგადად კითხვა დავსვი, ღირდა თუ არა სიცოცხლე მეგობრის გარეშე. იქვე პასუხის გაცემაც მოვასწარი და სასწრაფოდ არა გიპასუხეთ. რა თქმა უნდა ეს ასეცაა. არავის ვუსურვებ მის გარეშე თუნდაც ერთი წამით ყოფნას. უბრალოდ წავიკითხე ეს პოსტი და მივხვდი რომ ძალიან ბევრი (უხეშად რომ ვთქვათ) ”მიტლიკინია”. ხო, ზუსტად ასე! იცით რატომ? მეგობრობა ეს ისეთი რამეა, რომელსაც ჩარჩოები, ფარგლები არ გააჩნია და როგორც სიყვარულს ვერ ახსნი სრული სისრულით, ისე მეგობრობას ვერ განმარტავ ბოლომდე, ისე, რომ არაფერი გამოგრჩეს. ეს ორი რამ ისეთი გრძნობაა, ისეთი ”არსებაა”, რომელსაც უბრალო სიტყვები არ ჭირდება. ამას ქმედებით და მზერით უნდა გრძნობდე და გესმოდეს.

friends

ზედმეტს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ გეტყვით ერთს, გაუფრთხილდით ამ აუწონავ და შეუფასებელ საგანძურს, რასაც მეგობარი ქვია, იყავით მათ გვერდით სანამ შეგიძლიათ, ჩაიხუტეთ გულში და ყოველთვის მხარში ედექით ერთმანეთს, იმიტომ რომ არასდროს იცით როდის რა მოხდება, ვის რა უდევს წინ. დახარბდით მის გვერდით ყოფნას სანამ შეგიძლიათ და უთხარით თბილი სიტყვები ერთმანეთს. ვრცლად


6 Comments

მომენატრე ჩემო გენიოსო!

ამ ბოლო დროს საშინელი ნოსტალგია დამჩემდა. საერთოდ იშვიათად მჩვევია ასეთი სენტიმენტალური სისუსტეები, მაგრამ აი დამიდგა ის მომენტი როცა საშინელი მონატრება ვიგრძენი. მომენატრა ჩემი უბედურის ერთი! 🙂

ძალიან ძნელია იპოვო მეგობარი, მითუმეტეს კარგი მეგობარი! აი მაშინ ხარ ბედნიერი როცა შენ ამას შეძლებ. მაშინ მიხვდები რომ ღმერთმა ძალიან დიდი საჩუქარი გამოგიგზავნა და ეს საჩუქარი უნდა დააფასო.

ადამიანები… ჩვენ ერთმანეთის საჩუქრები ვართ, თუმცა ამას ხშირად ვერ ვხვდებით და ვერ ვაფასებთ. მეგობრობაზე ძვირფასი და ღირებული კაცთა შორის არც ერთი გრძნობა არა არის!

დღეს დილით გავიღვიძე და ხელი ტელეფონისკენ გამექცა, შენთვის უნდა მომეწერა sms: სანამ წავალ გადმო ყავა დავლიოთ-მეთქი, მიუხედავად იმისა რომ ყავა არ მიყვარს!  ეს ისე ინსტინქტურად გავაკეთე რომ მერე ჩემს თავზე მომივიდა გული. შენ ხომ იცი რომ მე მარტო შენს მოდუღებულ ყავაზე ვგიჟდები? კი იცი!

გახსოვს სულ რომ ვკამათობდით ხოლმე? “ნინ ბოლოს მე ვიყავი, შენი ჯერია გადმოსვლის!” “არა ნინ მე ვიყავი ბოლოს!” შენი აღშფოთებული ხუმრობა ნარევი აქცენტიანი “რას “ლ”აპარაკობ!” ჩემი აღშფოთება: “რა ნახე!” 🙂 “გოგო ბექჰემმა დამირეკა და მითხრა ბავშვი შენ უნდა მოგანათვლინოო.” “ეგ უნამუსო, არა და მე მპირდებოდა!” :))) ასეთ დიალოგს ხშირად მოყვებოდა აქეთ იქიდან პროტესტი, ვიღაცას არანორმალურები ეგონებითო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ ყველაზე ნორმალურები ვართ დედამიწის ზურგზე? რა თქმა უნდა ვიცით! შენი ჭკუის დარიგება მომენატრა, ჩემი ჭკუის დარიგებაც, ჩვენ ხომ ერთმანეთს სულ რაღაცას ვუსწორებდით, სულ რაღაცაზე ვეკამათებოდით და ბოლოს ერთ დასკვნამდე მივდიოდით. ჩვენი მსჯელობა მომენატრა…

ნინ მე და შენ არ ვგავართ ერთმანეთს, პირიქით, ისეთი განსხვავებულები ვართ რომ დედაჩვენებს სულ უკვირდათ როგორ უგებთ ერთმანეთსო. შენ ქერა ხარ, მწვანეთვალება, მე შავგვრემანი. შენ ხელოვანი, მე იურისტი (ხელოვნებისკენ მიდრეკილი). შენ ყავა გიყვარს, მე ჩაი. შენ – წვიმა, მე – მზე. შენ – ინგლისი, მე – იტალია. ჩაცმის სტილითაც განსხვავებულები ვართ, შენ თავისუფალი, გიჟური და ცოცხალი გარდერობი გაქვს, მე კი მკაცრი და კლასიკური. შენ თმას შაბიამნისფრად იღებავ და ცალ გვერდს იპარსავ, მე კი ვრცლად


10 Comments

სიცოცხლე ღირს მეგობრის გარეშე?

ა რ ა !

აბა წარმოიდგინეთ გქონდეთ მხოლოდ მარჯვენა ხელი, ან თუნდაც მარცხენა, რა მნიშვნელობა აქვს… რთულია ხომ?

აბა წარმოიდგინეთ იგივე ფეხებთან დაკავშირებით… ხომ საშინელებაა?

წესიერად ვერც დადიხარ, ვერც საქმეს აკეთებ… ფაქტიურად ნახევარი ადამიანი ხარ…

შენი მეგობრები შენი სიმდიდრეა, შენი მარგალიტი, ოქრო და ბრილიანტი…

როცა რაღაც სიგიჟემდე გიხარია ვისთან გარბიხარ და ვის უზიარებ შენს სიხარულს? ვრცლად