ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


3 Comments

თსუ-ს ერთი სემესტრი

არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ მე თსუ-ს ძირძველ სტუდენტთა რიცხვს არ მივეკუთვნები, შეერთებული უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ, რომელზეც ჩემს ახალშობილ ბლოგზე იანვრის თვეში მოვთქვამდი. მას მერე მთელმა ერთმა სემესტრმა განვლო. განვლო და რა განვლო… 🙂 მოკლედ დასაწყისისთვის ბობოქარი პირი უჩანდა, მერე კი ერთფეროვნად გაიყინა ერთ ადგილზე. რა მომცა მე ამ პერიოდმა? ვფიქრობ და ასე ერთბაშად ვერაფერს ვიხსენებ. გავდიოდი პრაქტიკებს ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული დახმარების კლინიკაში, მქონდა შეხება არაერთ მოქალაქესთან და მაქსიმალურად ვცდილობდი მათთვის იურიდიული დახმარება გამეწია. მიტარდებოდა ლექციებიც, მართალია თვეში მხოლოდ ორი დღე, მაგრამ ხომ ტარდებოდა? :))  ვრცლად

Advertisements


%(count)s კომენტარი

პაპა

ბაღში პაპას დარგული მწვანე ვაშლის ხე იდგა. ჯერ სულ მთლად პატარა. იმ ზაფხულს პირველად მოისხა ნაყოფი, სულ ორი ცალი. მახსოვს პაპამ დამიძახა, ჩქარა ამოირბინეო. მეც პაპასერთა გოგომ სულმოუთქმელად ავირბინე კიბეები ბაღისკენ, შევირბინე ბაღის კარებში და თვალებგაბრწყინებული შევაჩერდი პაპას, რომელსაც ნასიამოვნებ სახეზე ღიმილი უთამაშებდა, უყურებდა ხეს და მეც ვხვდებოდი რომ მისი ეს სიხარული სწორედ მასთან იყო დაკავშირებული.

– მოდი პაპა რა გაჭამო…

მეც სასწრაფოდ მივუცუცქდი, როგორც ბარტყი დაუღებს დედაჩიტს ნისკარტს, მეც ისე დავაღე პირი. ახლაც მახსოვს იმ ვაშლის გემო, თან პაპას ხელით მოწვდილი ყოველთვის უფრო მეგემრიელებოდა. მიყვარდა მისი მოხუცი ხელები, რომელიც სიბერისგან უკანკალებდა და საოცარ სითბოს ასხივებდა. დიდი ხელები ქონდა, გრძელი და ლამაზი თითები. მაღალი იყო და დიდი, როცა კალთაში ჩავუსკუპდებოდი მომხვევდა ხოლმე ხელებს და მელაპარაკებოდა, მეც მისი გულისცემა მესმოდა და მშვიდად ვგრძნობდი მასთან თავს. საწერი მაგიდის უჯრაში ჩემთვის ყოველთვის შოკოლადები და კამფეტები იყო შენახული, ბებომ რა თქმა უნდა არ იცოდა, მისვლისთანავე მომკიდებდა ხოლმე ხელს და სასწრაფოდ შემარბენინებდა კაბინეტში, გამოაღებდა უჯრას და ჯიბეებს კამფეტებით მივსებდა, იცოდა რაც მიყვარდა და რაც მიხაროდა… სულში მეჯდა, გულში მყავდა ჩაკრული, ისევე როგორც მას მე. ბაღი უყვარდა, უვლიდა როგორც თავის შვილს, მეც სულ მის გვედით ვიყავი, მეც მიყვარდა ის ბაღი, ახლაც მიყვარს, მაგრამ უკვე პაპას გარეშეა დარჩენილი.

იმ წელს პაპა ცუდად გახდა. ფეხზე ვეღარ დგებოდა, ბაღმაც მოიწყინა უიმისოდ. ნოემბერი იყო როცა პაპას უკანასკნელად ველაპარაკე, სიცხე მქონდა, თითქოს ვგრძნობდი რომ ეს უკანასკნელად ხდებოდა და ცრემლები წამომცვივდა. მეორე დღეს კი დარეკეს და …

იმ დღესაც ავედი და ვაშლის ხე ვეღარ ვნახე. მოუჭრიათ…

აგერ უკვე მეცხრე წელია საშინლად მენატრება. მისი ხელების სითბოს კი ლოყაზე დღემდე ვგრძნობ…


13 Comments

მე და მონე (Claude Monet)

 

8 წლის ვიყავი პირველად რომ შევავლე მონეს ნახატებს თვალი, მახსოვს მაგიდაზე იყო გაშლილი პატარა ბუკლეტები და დედა ათვალიერებდა. მეც როგორც ყოველთვის ცხვირი ჩავყავი მის საქმეში და თავით-ფეხამდე გადავეშვი. პირველი შთაბეჭდილება ჩემზე კი “წყლის შროშანებმა” მოახდინა და დღემდე მომყვება ის სიყვარული მის მიმართ. ყოველი შეხედვისას მგონია რომ პირველად ვუყურებ, თავი ისევ ის პატარა გოგონა მგონია, ხელახლა აღვიქვამ მის სილამაზეს, ფერთა გადასვლას და ისიც ურცხვად ცდილობს ყოველ ჯერზე ხელახლა მომაჯადოვოს, მას შემდეგ, აი ასე, მისით მოჯადოვებული დავდივარ. 🙂

 

 

I am following Nature without being able to grasp her, I perhaps owe having become a painter to flowers.

 

 

 

ჟივერნში, საკუთარი მამული ხელოვნურ ედემად ქონდა ქცეული. წყლის თეთრი ზამბახებით, ვრცლად