ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


დატოვე კომენტარი

Lullaby

L of 1900

მუსიკა, ეს არის ის, რის გარეშეც ბევრი ფილმის კადრი, უბრალოდ მშრალი და ნაკლებად ემოციური იქნებოდა. მუსიკა ის საშუალებაა, რომელიც ხშირად ფილმის კულმინაციური მომენტების გასამძაფრებლად გამოიყენება. მუსიკა ის ენაა, რომელიც ფილმის ყურებისას გაიძულებს ბოლომდე შეიგრძნო ის, რასაც ხედავ, ითრევს ყურს, გონებას, სხეულს და თვალებს აიძულებს კადრს მიღმა კიდევ უფრო მეტი ემოცია დაინახოს და შეიგრძნოს. არსებობს მუსიკალური თემები, რომლებიც პირდაპირ ფილმთან ასოცირდება და პირიქით, ისინი ერთად ერთ მთლიანს ქმნიან, სრულყოფილებას. ვრცლად

Advertisements


3 Comments

Hipdeep Family ანუ მელანქოლიური ვეფხვები

edward-gorey

“იანვარში, ბიძაშვილი ფრედი,

ვიპოვეთ ჩვენ სხვენში მკვდარი.

თებერვლის უცნაური თავგადასავალი

მამა კარგავს კბილის პროტეზს.

მარტში ფიონა შეშინდა, ღამით სახლის გზაზე მომავალი

დიდი შავი მანქანით გააქროლეს  შორეულ მხარეში.”

არა მეგობრებო, ეს ჩემი შეთხზული არ გეგონოთ… ეს ერთი “ცოტათი” (?) უცნაური ჯგუფის სიმღერის პირველი სტროფია, რაც საკმარისია ალბათ  იმისთვის რომ გაკვირვება მოასწროთ.

ტექსტი საკმაოდ გემოვნებით შეთხზულ მუსიკას ადევს. ისეთს, ყურს რომ ესიამოვნება და კიდევ ბევრჯერ მოგინდებათ მისი გამეორება, ოღონდ ტექსტს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. ვრცლად


დატოვე კომენტარი

Let It Snow

ვზივარ ასე, უსაქმურად და ვცდილობ ბლოგისთვის რამე კარგი, ზამთვრისთვის შესაფერისი, თან თბილი და თანაც ცივი ე.წ. ”ჰედერი” შევარჩიო, მაგრამ სულ ტყუილად. ხან რა დავაყენე ხან რა და ბოლოს ისევ ეს დავტოვე, მაინცდამაინც არ მაკმაყოფილებს მაგრამ… იყოს სანამ რამეს აღმოვაჩენ. ”ვინც ეძებს ის ყოველთვის პოულობსო”, მიყვარს ეს ფრაზა.

cropped-copy-of-374445_437251479663982_1208788520_n.jpg

მოკლედ, თოვლი მოგვივიდა ჩემო მეგობრებო და ისეთი სასიამოვნო სუნი შემოვარდა დილით ღია ფანჯრიდან… სუნიო? სუნი არა, უბრალოდ სუფთა ჰაერი, სასიამოვნოდ რომ გხვდება და იმდენად შეჩვეული ხარ ქალაქის მტვერს, რომ უკვე ”სუნს” ეძახი.

winter

სიმართლე გითხრათ არ მახსოვს ოდესმე თოვლის მოსვლა ასე გამხარებოდა. ისიც ვიგრძენი რომ ახალი წელი მოგვიახლოვდა და ბავშვურად აჟიტირებული ველოდები ახალს – ახალი იმედებით, ახალი გეგმებით, ახალი მიზნებით და სტრატეგიებით.

რაც სახლში მოვედი ყურს საყვარელი საშობაო-საახალწლო მელოდიებით ვართობ და განწყობა უფრო და უფრო მემატება.

მოდით გაგიზიარებთ თქვენთვისა და ჩემთვის ნაცნობ მელოდიებს და თქვენთვისაც დავაყენებ სახლში თბილ, და ფანჯრის მიღმა ცივ განწყობას. აი ისეთს, სახლში ბუხრის წინ რომ ზიხარ, ხელში ცხელი ჩაი ან ყავა რომ გიჭირავს, ფანჯარას რომ გახედავ თოვლის დიიიიიიდ ფანტელებს რომ დაინახავ და კიდევ უფრო ჩაიხუტებ ცხელ ჭიქას გასათბობად, ტანში სიმყუდროვის თბილი გრძნობა რომ დაგივლის და თვალებს დახუჭავ ლამაზი ბგერების უკეთესად აღსაქმელად. ვრცლად


6 Comments

I CAN!

ხო და… იმას ვამბობდი რომ…

ჰმ, რას ვამბობდი?

არაფერსაც არ ვამბობდი, ერთი თვის წინ დროებით დაგემშვიდობეთ. ხო, ვიცი იტყვით უფრო დიდი ხნითაც მიგიტოვებია აქაურობაო. მაგრამ… ეს სხვანაირი მიტოვება იყო. 😀 ნუ რა მნიშვნელობა აქვს, მიტოვება მიტოვებაა…

ასეა თუ ისე, ის მიზეზი რა მიზეზითაც ბლოგი ობოლ ბავშვს დავამსგავსე ნაწილობრივ აღმოიფხვრა. თემა დავწერე! წინ მისი შეფასება მელის და დაცვა… ცოტა არ იყოს და დავიღალე მეგობრებო. დასაღლელს კი არაფერს ვაკეთებ, მაგრამ … სტუდენტის სტატუსმა დამღალა და ბოლოში გასულს უკვე მოთმინება აღარ მყოფნის, ერთი სული მაქვს როდის დასრულდება ეს ყველაფერი. იმ კაცივით მომდის მთელი ხარი რომ შეჭამა და კუდზე დაიწყო ლაპარაკი. :)))) არც ის პირობა დამვიწყნია ბლოგის თემატიკის დალაგება-დავარცხნასთან დაკავშირებით რომ დავდე.  პირობებს მე ყოველთვის ვასრულებ. 😉 აი, დავიცავ ამ თვის ბოლოს თემას და… კარგი იქნებოდა მეც ჩემი მეგობრებივით ამ დღეებში მქონოდა, მოვიშორებდი და დავიძინებდი ტკბილად და უდარდელად სავარაუდო ბანკეტის მოლოდინში… ჰმმმ როგორ მინდა… ♥

მოდით მუსიკალურ პოსტს გამოვიყვან და რამდენიმე არაჩვეულებრივ მელოდიას გაგიზიარებთ, იმ მელოდიებს, რომლებიც თემის წერის პროცესში გამამხნევებლად ყოველთვის თან მსდევდა და არაჩვეულებრივ ფონს მიქმნიდა. იმედია თქვენც მოგეწონებათ. მაშ ასე: ვრცლად


4 Comments

როცა აკორდები კადრებად იქცევა

როცა აკორდები კადრებად იქცევა…

მოსვენებას ვკარგავ, ვგრძნობ სისხლი როგორ მიდუღს და სადაცაა ორთქლმავალივით კივილს დაიწყებს ჩემი ყურები, ისე, როგორც მულტფილმებშია.

იკივლებს და შემდეგ კივილს მელოდიის რითმს ააყოლებს.

ერთი  ორი  სამი…  ერთი  ორი  სამი…

ნაბიჯი წინ, ნაბიჯი მარჯვნივ, პარტნიორს მიყევი…

ჩრდილები ცეკვავენ.

გიტარა ლამაზად ახვევს აკორდებს.

აივნიდან გადმომდგარი შავგვრემანი, ხუჭუჭა ქალი თმაში წითელ ორქიდეას ისწორებს.

მზის სხივი სხეულის თითოეულ ნაკვთს აშუქებს.

გიტარისტის წინ, ასფალტზე, ქალის ჩრდილი ცეკვავს… ვნებიანად… გამალებით…

ხელის ერთი მოძრაობა ზემოთ, მარჯვნივ… მეორე ქვემოთ, მარცხნივ…

კაბა ირხევა ქარის დაბერვაზე, ქალის სილუეტს იმეორებს…

სიმები იხლართება და სანოტო რვეულზე რითმულ ზიგზაგებს ხატავს.

ჩრდილი აკორდებს მიყვება, რითმულად, ფეხის აწყობით…

ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან…

ერთი  ორი  სამი…  ერთი  ორი  სამი…

რითმი სისხლში დუღს, მოსვენებას გიკარგავს. ვრცლად


33 Comments

Piano Recital

ამ დღისთვის ლამის 1 თვით ადრე დავიწყე მზადება. მზადება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ტვინის წაღება უფრო შეეფერება (რეალურად ვაფასებ ფაქტებს). ერთი სული მქონდა როდის ჩაეშვებოდა ბილეთები გაყიდვაში რომ გავქცეულიყავი და მეყიდა. მანამდე კი რა თქმა უნდა ყველა შევაღონე მასზე საუბრით, როგორც მჩვევია აღფრთოვანებული, ემოციური გამოსვლებით (როცა რაღაც/ვიღაც ძალიან მომწონს და მიყვარს სულ მასზე ვსაუბრობ მთელი გატაცებით და როგორც წესი ჩემი მეგობრები ამ ჩემს “სიგიჟეს” მოთმინებით იტანენ და ეგუებიან).

როგორც უკვე მიხვდით, ვალერიან შიუკაშვილის კონცერტზე მაქვს საუბარი, სახელწოდებით “Piano Recital”. 15 ნოემბერს ისეთი შემართებით წავედი კონცერტზე, დარწმუნებული ვიყავი იქიდან აღფრთოვანებული დავბრუნდებოდი და ისევ, როგორც მჩვევია, შთაბეჭდილებებით სავსე კიდევ 1 თვე გავაგრძელებდი ამ კონცერტზე საუბარს.

ჩემი პირველი დისკომფორტი რამაც გამოიწვია ვრცლად


18 Comments

თვალები დახუჭეთ

.

რა არის მუსიკა? მუსიკა ეს არის ადამიანის სული ჩაბერილი ინსტრუმენტში, რომელიც გადმოსცემს მის ხასიათს, გრძნობებს, განწყობას და სილამაზეს. მუსიკა ესაა სიყვარული და სიძულვილი, ქარი და მზე, მშვიდი ზღვა და შტორმი, მრისხანება და სიმშვიდე, ყვირილი და ჩურჩული, სითბო და სიცივე, სიხარული და მწუხარება, ქალი და მამაკაცი.

იმისათვის რომ იგრძნო – უნდა გესმოდეს. იმისათვის რომ გაიგო – თვალები უნდა დახუჭო, მიენდო მთელი შენი სხეულით და სულით. აი მაშინ მიხვდები მთელს მის სიძლიერეს, იგრძნობ როგორ ჩაგწვდება ღრმად და როგორ დაიწყებს ფორიაქს შენში. მაშინ მიხვდები რომ შეგიყვარდა, მაშინ მიხვდები რომ მოიწამლე მისით, მაშინ მიხვდები რომ უიმისოდ სიცოცხლე აღარ შეგიძლია. ჩაიკარგები ბგერებში და განიცდი მას მთელი მისი სისავსით. შეგძრავს და დაგამშვიდებს… სწორედ ესაა მისი დანიშნულება, სიტყვების გარეშე გადმოსცეს სათქმელი, თუ კარგად მოისმენთ იმასაც მიხვდებით რას გელაპარაკება და ცდილობს რომ გაგაგებინოს.  ვრცლად