ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


დატოვე კომენტარი

მადლობა

ასე და ამგვარად, ასე, უბრალოდ, 2018 წლის ნოემბერში ჩემი ბლოგი 8 წლის გახდა.

დიახ, 8 წელი ძალიან დიდი დროა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. მე კი, რომ მკითხოთ, ვიტყვი რომ წამებში გაფრინდა. გუშინდელი დღესავით მახსოვს ის ნინო, რომელიც რუდუნებით დარეგისტრირდა “ვორდპრესზე”, დიდი შემართებითა და გეგმებით, თითები უსწრებდა წინ, გიჟდებოდა წერაზე და კიდევ უფრო გიჟდებოდა იმ ცხოვრებაზე რომელიც ქონდა, აქტიური, უდარდელი, სილაღით და მხიარულებით სავსე. მაშინ ჯერ კიდევ სჯეროდა ყველა ადამიანის, მის გარშემო ვინც ტრიალებდა. დარწმუნებული იყო მათ გულწრფელობაში… თუმცა დღესაც ასეა, მიუხედავად ბევრი ცუდი მაგალითისა, დღესაც მხოლოდ კარგს ვხედავ სანამ ცხვირწინ არ გამოჯახუნდება კარივით რაღაც ისეთი რაც სიმწრის ცრემლებს გადმომაყრევინებს. მერე კი, ესეც გაივლის და ისევ ფეხზე დგება ის პატარა გოგო, რომელმაც აქ პირველი პოსტი იმ დროისთვის, მისთვის საყვარელ პიანისტზე, მაქსიმ მრვიცაზე, დაწერა და აღფრთოვანებით ითვლიდა თითოეულ ვიზიტორს ბლოგზე. ვრცლად

Advertisements


10 Comments

გზა მომავალი ჩემსკენ, ანუ რა ხდება ნინაკას ბლოგის კულისებში…

ამ ბოლო დროს რამდენიმე ბლოგერმა ფარდა ახადა ე.წ. საიდუმლო ოთახს, რომელსაც მე კულისებს ვეძახი და გამოამზეურა ის საინტერესო ამბები რაც შიგნით ხდება. გადმოფინეს ბლოგის სარკმელზე საძიებო სიტყვები და მზის შუქი დაანახეს რომ ჩირჩილის პეპლები არ დაჰხვეოდათ (მაინც გაზაფხულია და სანამ ნაფტალინს ვიყიდით მზის სხივმა დაუაროსო).

ჰოო და, მეც გადავწყვიტე ანალოგიური ქმედება განმეხორციელებინა და კულისებისთვის ფარდა ამეხადა. გეტყვით როგორ, რა გზებით და საშუალებებით ხვდებით ჩემს ბლოგზე. 😉

მაშ ასე:

ბლოგზე მოსახვედრად არსებობს რამდენიმე გზა: ვრცლად