ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


6 Comments

ვაჭრობა ნიჭით…

არ მიყვარს ტელე-შოუების განხილვა, ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, შეფასებისას ყველა სუბიექტურია და ხასიათიც ინდივიდუალური აქვს ამ ყველაფერს, გემოვნებაზე როგორც წესი არ უნდა იდაო, ამიტომაც მირჩევნია ხოლმე ჩემი აზრი ჩემთვის დავიტოვო. მაგრამ როდესაც სცენაზე Acro Style-ის მსგავსი მაინც ვინმე გამოდის, წამსვე ვაშთობ გონებიდან პირველად მოყვანილ აზრს. აღფრთოვანებული ვარ… სიტყვები არ მყოფნის, დამუნჯებული ვუყურებდი ეკრანს და მსიამოვნებდა, რომ საქართველოში არსებობენ ასეთი ადამიანები. ეს ის შემთხვევაა როდესაც ვფიქრობ რომ ბევრ ლაპარაკს სჯობს თავად ნახოთ ყველაფერი. ვრცლად

Advertisements


დატოვე კომენტარი

“ნიჭიერის” აკრობატები _ Acro Style

“ნიჭიერმა” შთამაგონა. 🙂

გადავწყვიტე აკრობატებზე გესაუბროთ… თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემზე საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა 14 მარტის გადაცემამ, თუნდაც იმიტომ რომ Acro Style – მა ფართოდ გამაღებინა თვალები.  OMG. :))

სუნთქვა შემეკვრა, პირი დავაღე და ვერც თვალების დახუჭვა მოვახერხე და ვერც რაიმეს თქმა, სოფო ნიჟარაძისგან განსხვავებით, რომელიც აშკარად ვეღარ იკავებდა ემოციებს …  ამ საოცარმა ადამიანებმა სულ რაღაც 2 წუთსა და 6 წამში მოახერხეს ხალხის გულის მოგება…

გთავაზობთ აღნიშნული ნომრის ბმულს.

აქვე იმასაც დავძენ, რომ გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ეს ნომერი გააიგივეს Britain’s got talent-ის გამარჯვებულ Spelbound-ის ნომერთან.

თქვენთვის მომინდვია ამ ორ ნომერს შორის მსგავსებებისა და განსხვავებების გარჩევა და ძიება. მე კი ვიტყვი ერთს, ის ყველაფერი რაც ეთერში ვიხილეთ, არის უდიდესი შრომის ნაყოფი და ვფიქრობ უნდა დავაფასოთ…  ერთხელ მაინც გადავდოთ ქართული ბოღმა გვერდით და დავაფასოთ ადამიანის შრომა, მონდომება და ენთუზიაზმი…

წარმატებები ვუსურვოთ მათ…  🙂