ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


6 Comments

თ.ე.უ.ს.უ.-ს აჩრდილი…

თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი (თეუსუ), როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაარსდა 1992 წლის 19 მარტს. უნივერსიტეტის ძირითადი მიზანი იყო ბიზნესის და მართვის და სამართლის დარგების მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ განვითარებას, დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ამ მიზნის მისაღწევად უნივერსიტეტი აქტიურად და მიზანმიმართულად ახორციელებდა რეფორმებს. უნივერსიტეტში დამკვიდრდა სამსაფეხურიანი სწავლება – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა. ყოველი საგანმანათლებლო პროგრამის, ყოველი დისციპლინის სრულფასოვანი გააზრებისა და ათვისებისათვის შემუშავდა კურიკულუმები, სილაბუსები. სასწავლო პროცესის შეფასების სისტემა სრულად პასუხობდა ევროპული კრედიტების სატრანსფერო სისტემის მოთხოვნებს.
თეუსუ-ში ფუნქციონირებდა “ბიზნესისა და მართვის”, “სამართლის” , “ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა “ ფაკულტეტები ,სადაც სწავლება მიმდინარეობდა ბაკალავრიატის საფეხურის ოთხი მიმართულებით : Continue reading