ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


16 Comments

განსხვავებული

ქუჩაში რომ გახვიდე და ხალხს კითხო, ახალი და განსხვავებული შიშს ხომ არ გგვრითო და უნდა მივიღოთ თუ არაო, ყველა ერთხმად იხუვლებს: რათქმა უნდა ახალი და განსხვავებული თუ ის პროგრესულია უნდა მივიღოთ და განვავითაროთო. მაგრამ…

რეალურად სულ სხვა რამ ხდება. ამ შემთხვევაში მე მინდა ყურადღება გავამახვილო საზოგადოებაზე, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ხანდახან გამოყოფს ადამიანებს, ზურგს აქცევს მათ და არც თუ ისე იშვიათად ცდილობს საკუთარი გაყინული და ერთგვაროვანი აზროვნებით ისიც, მისგან გამოყოფილი, თავისნაირი შავთეთრი გახადოს. ხოლო თუ ეს ვერ შეძლო, ყველანაირად ცდილობს ფეხით შესდგეს მას, მიწასთან გაასწოროს. ამისათვის კი როგორც წესი სხვადასხვა ხერხებს მიმართავს, მაგალითად როგორიცაა ქილიკი, ირონია, შხამიანი და მწარე ნამიოკები, ზურგს უკან ჭორაობა და ამით ცდილობს მასზე ზემოქმედებას, ასე ვთქვათ მიწის გამოთხრას.

ჩემი დაკვირვებით გარკვეულ წრეში მოქმედი საზოგადოება თავისი შემადგენლობიდან გამოყოფს ადამიანებს: 1. რომლებიც ზიანს აყენებს როგორც მორალურად ასევე ფიზიკურად და ქონებრივად მათ და 2. რომელიც თუნდაც ერთი ნაბიჯით არის წინ მათზე. მაგალითად როგორიცაა გარეგნობა, ცოდნა, გამოცდილება, მრავალმხრივი განვითარება საკუთარი ნიჭის და ა.შ. და თუ ეს ყველაფერი ერთად არის ერთ ადამიანში თავმოყრილი მაშინ მტრისას… მზად უნდა იყოს ის პირში სიცილისა და ზურგს უკან დანის ლესვისთვის…  ვრცლად


4 Comments

რაზე საუბრობთ ყველაზე ხშირად?

ადამიანი რომელიც ხშირად ხაზს უსვამს საუბარში თავის “ღირსებებს” და ცდილობს მხოლოდ საუბრით დაამტკიცოს ყოველივე, ჩემში უნდობლობას იწვევს. რაც უფრო მეტად საუბრობს ის ამაზე და რაც უფრო მეტი “არგუმენტი” მოაქვს ამის დასამტკიცებლად, მით უფრო ღრმად ვრწმუნდები, რომ მას არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებს გარკვეულსაკითხებთან მიმართებაში. ალბათ გახსოვთ მკვეხარა ქოთნის ამბავი… ამ ბოლო დროს რაც უფრო მეტად ვაკვირდები და რაც უფრო მეტად მიწევს ხალხთან ურთიერთობა, მით უფრო ხშირად ვხვდები მსგავს სიტუაციებს.

ვის რაში აინტერესებს შენი მონოლოგი იმის თაობაზე რომ ხარ შეუდარებელი კულინარი, რომ მეორე არ დადის შენისთანა დედამიწის ზურგზე… არ ჯობია ნაკლები ისაუბრო და რჩევებიც ნაკლებად არიგო? თუ მართლა ასეთი მაგარი ხარ წადი და სამზარეულოში დაამტკიცე, სხვას კი თავს ნუ გადაამეტებ. სამზარეულო პირობითია, რა თქმა უნდა, აქ ნებისმიერი რამ შეიძლება იგულისხმოს ადამიანმა…  თუნდაც ბლოგოსფეროს გადავავლოთ თვალი, ყველაზე ხშირად რომელი თემები გხვდებათ თვალში? გულწრფელად თქვით… ვერ იხსენებთ? მაშ მე გეტყვით… იმდენად მოხშირდა განხილვები ქალიშვილობის ინსტიტუსა და სექსუალურ უმცირესობებზე, რომ ხშირად ახალ-ახალი თემებისთვის თვალის გადავლებაც კი მეზარება… მე როგორც მკითხველი შევწუხდი იმის კითხვით თუ რა უბედურია საქართველო იმის გამო რომ ქორწინებამდე სექსი “ჯერ კიდევ” მიუღებელია ვიღაცისთვის. შეეშვით სხვის პირად ცხოვრებას და თქვენსას მიხედეთ… თქვენ თქვენს “სამზარეულოში იტრიალეთ” და სხვისი “სადილი მიიწვავს, თუ კარტოფილი უმი დარჩება” არა მგონია თქვენი პრობლემა იყოს.

გერმანელ მწერალს, მორი გოტლიბ საფირს, ერთმა მოქიშპე მწერალმა, კამათისას უთხრა: “ბატონო საფირ, თუ დააკვირდით, მთელი კამათის განმავლობაში, მე მხოლოდ ღირსებაზე ვლაპარაკობ, თქვენ კი მხოლოდ ფულზეო!”. საფირმა ახედა მოქიშპეს და მიუგო: “ყველაფერი რიგზეა კოლეგავ, რადგან გამოდის, რომ ჩვენ ორივე მთელი ამ კამათის განმავლობაში სწორედ იმაზე ვლაპარაკობთ, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად გვაკლიაო”…

 

თქვენ რაზე საუბრობთ ყველაზე ხშირად?