ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


6 Comments

დამალეთ ეს ქვეყანა!!!

კიდევ მიტინგი… თუმცა უკვე მიტინგსაც კი ვეღარ დავარქმევ… ეს უფრო თავშექცევას გავს მოწყენილობის ჟამს, როცა არ იცი რა აკეთო, როცა თავში ათასი “დიადი” გეგმა გიტრიალებს, როცა უკვე გრძნობ რომ შენი სახელი ყველას ავიწყდება… ამ დროს როგორ უნდა მოიქცე? ვრცლად

Advertisements


13 Comments

მ ო კ ლ ე ს . . .

საშინელი ხმა ისმოდა… ქუჩებს აყრუებდა ავტომატის ჯერი და რუსის ყიჟინა… ირგვლივ კვამლი იდგა, ფანჯრები შემურულიყო და მზის სხივი ოთახში აღარ აღწევდა… ან კი ჩანდა მზე? ცა რუხ კვამლს დაეფარა, დიდი ღრუბელივით მოსდებოდა და ცის ფერს გვავიწყებდა…

ოთახიდან ფეხს არ ვიცვლიდი, დედაჩემი კი საშინლად მოთქვამდა. მეხვეწებოდა წავყოლოდი, სად? თვითონაც არ იცოდა, მთავარი იყო იმ ადგილს გავცლოდით.  ქუჩიდან კვნესის ხმა შემოდიოდა და რუსის უწმაწური დიალოგი. ყოველი აფეთქებისას კორპუსი ხუხულა კოშკივით ტორტმანებდა და თავს ძლივს იმაგრებდა. მიკვირს როგორ გაუძლო ამდენს, დღესაც მყარად დგას… მორიგი აფეთქების ხმაზე დედა მომვარდა, ჩამავლო მკლავში ხელი, ჩემი ძალით ვრცლად