ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


6 Comments

მიწა

Photographer Ninnaka

დღეს რაღაც გამოთბა. ბებერი ძვლები გავშალე და ნელ-ნელა ვცადე ფეხზე ადგომა. ფანჯრიდან მზის სხივმა შემოანათა დილით და მეც თავი ისევ ახალგაზრდად ვიგრძენი. გარშემო ყველა მიმტკიცებს, დაბერდი და არაფრის თავი აღარ გაქვსო. ნუთუ მართლა ასე დავჩაჩანაკდი?

ნელ-ნელა ჩავიარე კიბის ათი საფეხური და ეზოში ჩავედი. მიწაზე უკვე გაყვითლებული ფოთლები ეყარა და ხეც გატიტვლებულა, ჩემი გულაბი… რამდენი წელია ვუვლი და მაინც მატკბობს თავისი ნაყოფით. მივუჯექი გვერდით და დავიწყეთ ჩვეული საუბარი. დიდი ხანია ხმა არ გამიცია მისთვის, ალბათ ორი კვირაა. იმედია მაპატიებს და ისევ ისე გაიშრიალებს როგორც სჩვევია. ტანზე კორძები ამოსვლია და ფესვები მიწიდან ზემოთ ამოუყრია. ნეტა აქამდე რატომ ვერ შევამჩნიე? თუმცა არ მიკვირს, არც მას სურს აღიაროს თავისი სიბერე, ჩემი შვილის თქმის არ იყოს ეს ხე ნელ-ნელა მე მემსგავსება, ჩემსავით იხრება წელში და ნაოჭდება, ჩემსავით ამოსდის გვერდებზე კორძები, როგორც მე ხელებზე.

მზე შუბის ტარზე გადმოვიდა და პირდაპირ თავზე დამანათა. სხივმა დამიარა მთელს ტანში და ძალა მაგრძნობინა. ძალა რომელსაც აქამდე არ ვაფასებდი და ახლა ასე სანატრებელი გამიხდა. მზის სხივმა ფოთლების მიღმა თამაში დაიწყო და ნიავმაც მას ხელი შეუწყო. თვალებზე მომელამუნება და ისევ მიიმალება ყვითელ ფოთლებში. დახუჭობანა ვითამაშოთ? გავუცინე და თითქოს მანაც გამიცინაო კიდევ მომეფერა თმებზე ნიავთან ერთად. რა კარგი სუნი დგას, მიწის სუნი ვიგრძენი და ვრცლად

Advertisements


13 Comments

მ ო კ ლ ე ს . . .

საშინელი ხმა ისმოდა… ქუჩებს აყრუებდა ავტომატის ჯერი და რუსის ყიჟინა… ირგვლივ კვამლი იდგა, ფანჯრები შემურულიყო და მზის სხივი ოთახში აღარ აღწევდა… ან კი ჩანდა მზე? ცა რუხ კვამლს დაეფარა, დიდი ღრუბელივით მოსდებოდა და ცის ფერს გვავიწყებდა…

ოთახიდან ფეხს არ ვიცვლიდი, დედაჩემი კი საშინლად მოთქვამდა. მეხვეწებოდა წავყოლოდი, სად? თვითონაც არ იცოდა, მთავარი იყო იმ ადგილს გავცლოდით.  ქუჩიდან კვნესის ხმა შემოდიოდა და რუსის უწმაწური დიალოგი. ყოველი აფეთქებისას კორპუსი ხუხულა კოშკივით ტორტმანებდა და თავს ძლივს იმაგრებდა. მიკვირს როგორ გაუძლო ამდენს, დღესაც მყარად დგას… მორიგი აფეთქების ხმაზე დედა მომვარდა, ჩამავლო მკლავში ხელი, ჩემი ძალით ვრცლად