ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


დატოვე კომენტარი

Remembering

ცხელი ჩაი, თბილი ოთახი და ტკბილი, მშვიდი Jazz, რომ გაბრუებს და ფიქრებში გითრევს, აი ისეთი ძალიან ფაფუკი, რბილი და პიკანტური მელოდია, სიგარეტის კვამლივით რომ გეხვევა გარს და ფეხებიდან თმის წვერამდე გელამუნება. ისეთი გულს რომ ეხება და სულის სიღმეებში აღწევს.

ეს ის ტკბილი მელოდიაა გონებაში კადრებს რომ აცოცხლებს და სურვილს გიღვიძებს გაიმეორო, ეს ის ბგერებია რომ გაიძულებენ გაიღიმო, საკუთარ თავს გაუღიმო და კიდევ… შემდეგ თვალები დახუჭო და ისევ იმაზე იფიქრო რაც ასეთ “უმიზეზო” ღიმილს გგვრის. სურვილს გიღვიძებს ისევ მოკრა ყური იმ ხმას, უსმინო და გათბე მისი სიძლიერით.

კონტრაბასის ხმა ფონად ისევ გუგუნებს, ზუსტად ისე როგორც ის. სიმყუდროვის შეგრძნებას გიორმაგებს და თვალის გახელის სურვილს გაკარგვინებს. გინდა რომ ჩაიკარგო იმ ბგერებში და ისეირნოთ სანოტო რვეულზე აკორდებთან ერთად, ჩუმად, ხმის ამოუღებლად, მხოლოდ სიმშვიდის მელოდია ისმოდეს ფონად.

Avishai Cohen Trio – Remembering


10 Comments

წამი

წამის დაჭერა ვისწავლე.

სულ პაწაწუნა იყო, დავიჭირე და აღარ გავუშვი. ჰო და, ჩემს გვერდით რამდენიმე საათს გაჩერდა…

ისეთი ლამაზი იყო, ისეთი მსუბუქი, ისეთი სურნელოვანი და ისეთი ლაღი… არც თვითონ უნდოდა წასვლა.

არაფერი უთქვამს, უფრო ხშირად ჩუმად იყო. სიოსავით მელამუნებოდა და მეც სულ განაბული ვუსმენდი მის სიჩუმეს.

ეს ის მომენტია, როცა დუმილი ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე საათობრივი ლაყბობა.

რომაული ტრიუმფალური თაღები… ანტიკური ხანის ხელოვნება… ქარიშხალი ჩადგაო. ხო, ჩადგა, მაგრამ ყველაფრის დასასრული რაღაც ახლის დასაწყისიაო, ხო და მთავარია ეს ახალი კარგის მომტანი იყოს.

როცა გარშემო უცებ ყველაფერი ქრება და სიჩუმეა, როცა მუსიკის ცვალებადობასაც ვეღარ ამჩნევ – სიჩუმე და სიმშვიდე ისე გიტაცებს…

როცა გრძნობ რომ შენია…

ჩემი წამი ყველაზე ლამაზია დედამიწის ზურგზე!

არ მინდა რომ დასრულდეს…


4 Comments

სიმშვიდე

მთელი დილა ფეხს ვითრევდი: “წავიდე? არ წავიდე? მეზარება! თოვლი მაინც არ იყოს!” სიკვდილის ტოლფასია ჩემთვის თოვლიან, ყინულიან და სუსხიან ამინდში გარეთ გასვლა, მერე და სად? უბნის მუნიციპალიტეტში… იჯექი მთელი დღე და უსმინე ათას სხვადასხვა ტიპის ადამიანს, რომელსაც უბრალოდ აინტერესებს სასამართლო როგორ გამოიყურება შიგნიდან და ამისთვის ათასი მიზეზი მოაქვს რომ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს, ხანდახან იმის გაგებაც კი არ უნდათ რომ ამის საფუძველი უბრალოდ არ აქვთ. არა, ყოველთვის ასე არაა, სერიოზული პრობლემებითაც  ხშირად მოდიან, მაგრამ რომ გაიგებენ უფასო იურიდიული კონსულტაციააო, დამოუკიდებლად აზროვნებაც კი ეზარებათ. თუმცა ხანდახან ესეც სანატრელია ხოლმე. დღემ შეიძლება ისე გაიაროს კაციშვილს არ გავახსენდეთ და მაშინ შევყურებთ იურისტები ერთმანეთს გამათბობელს ჩახუტებულები და ათას საკითხზე ვმსჯელობთ.

თავდაპირველი ენთუზიაზმი სადღაც გაქრა, უგზოუკვლოდ გადაიკარგა და დარჩა მხოლოდ… ვრცლად


6 Comments

აურზაური

ლოგინში უაზროდ ვწრიალებ, ვიცი რომ უნდა დავიძინო, ხვალ ადრე ვარ ასადგომი. დავხუჭავ თვალებს და ისევ ერთი და იგივე აზრები მომდის თავში: “თემის სათაური, ნეტა ზოგადი ხომ არაა?” “სტრუქტურა შესაცვლელი მაქვს, არ მომწონს, რა ჩავამატო ან რა ჯანდაბა ამოვიღო, ან საერთოდ ნორმალურია კი?” “5-ში პირველწყაროს ანალიზი!” ჯანდაბა! სად ჯანდაბიდან მოვიტანო?” “ნინო რა მაზოხისტი ხარ, მაინცდამაინც შენ უნდა დაწერო იმაზე რაზეც საქართველოში ჯერ არ უფიქრიათ?” ვხვდები რომ საკუთარ თავს მე თვითონ ვუქმნი პრობლემებს, თუ რა თქმა უნდა ამას შეიძლება პრობლემა დავარქვათ. მე თვითონ ვირთულებ საქმეს და ყოველთვის ვეჭიდები ისეთს რასაც დიდი წვალება, ნერვიულობა და კიდევ ათასი მსგავსი უბედურება მოაქვს და საკუთარ თავს კიდევ ერთხელ ვუსვამ შეკითხვას: “ნინო! როდის მორჩები საკუთარი თავის ექსპლუატაციას? როდემდე იქნები მაზოხისტი?” კითხვას ვსვამ და საკუთარი კატეგორიულობა მანცვიფრებს. პასუხი მე თვითონაც არ ვიცი, ნეტა საიდან დამყვა ასეთი საშინელი ხასიათი? ვრცლად