ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


6 Comments

აურზაური

ლოგინში უაზროდ ვწრიალებ, ვიცი რომ უნდა დავიძინო, ხვალ ადრე ვარ ასადგომი. დავხუჭავ თვალებს და ისევ ერთი და იგივე აზრები მომდის თავში: “თემის სათაური, ნეტა ზოგადი ხომ არაა?” “სტრუქტურა შესაცვლელი მაქვს, არ მომწონს, რა ჩავამატო ან რა ჯანდაბა ამოვიღო, ან საერთოდ ნორმალურია კი?” “5-ში პირველწყაროს ანალიზი!” ჯანდაბა! სად ჯანდაბიდან მოვიტანო?” “ნინო რა მაზოხისტი ხარ, მაინცდამაინც შენ უნდა დაწერო იმაზე რაზეც საქართველოში ჯერ არ უფიქრიათ?” ვხვდები რომ საკუთარ თავს მე თვითონ ვუქმნი პრობლემებს, თუ რა თქმა უნდა ამას შეიძლება პრობლემა დავარქვათ. მე თვითონ ვირთულებ საქმეს და ყოველთვის ვეჭიდები ისეთს რასაც დიდი წვალება, ნერვიულობა და კიდევ ათასი მსგავსი უბედურება მოაქვს და საკუთარ თავს კიდევ ერთხელ ვუსვამ შეკითხვას: “ნინო! როდის მორჩები საკუთარი თავის ექსპლუატაციას? როდემდე იქნები მაზოხისტი?” კითხვას ვსვამ და საკუთარი კატეგორიულობა მანცვიფრებს. პასუხი მე თვითონაც არ ვიცი, ნეტა საიდან დამყვა ასეთი საშინელი ხასიათი? ვრცლად

Advertisements


11 Comments

“ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა”

.

ჩემს ქალაქში დაეჯახა დღეს სამარშრუტო ტაქსი კაცს და …

ჩემს ქალაქში დაეჯახა 2 კვირის წინ მანქანა 2 ქალს და …

ღმერთო, თითქოს დადებითი ემოციებით დატვირთული დღე უნდა ყოფილიყო და ამ სურათმა ისე დამამძიმა, ახლაც კი ვერ ვიხსნი მხრებიდან, დიდი ლოდივით მაწევს და სულ თვალ წინ მიდგას შუა ქუჩაში მიწაზე მისვენებული, მაღალი, ჭაღარა კაცი, გვერდზე გახეული პარკია მიგდებული, მიწაზე მიმოფანტული კარტოფილი და თავში ხელებ წაშენილი მძღოლი… ახლაც ყურში ჩამესმის ქალების წივილი: მოკლა! მოკლა! მოკლა! არა და მძღოლი ხომ დამნაშავე არ იყო… მძღოლის შეშლილი გამომეტყველება და კაცის გვერდზე გადაგდებული, არაადამიანური ფერის სახე… ხელი გაანძრია… “ცოცხალია!” ამოიგმინა ყველამ ერთად… მძღოლმა ავტობუსი დაძრა და გზა გააგრძელა…

სურათი #2: ვრცლად


4 Comments

ძაღლური ცხოვრების დღეები…

ერთი უბრალო “მაწანწალა” ვარ, როგორც ყველა მეძახის. არა და მაწანწალად კი არ დავბადებულვარ, ვცხოვრობდი ერთ დიდ და ლამაზ სახლში, მქონდა სითბო, საჭმელი, ადამიანი მყავდა გვერდზე რომელსაც ძალიან ვუყვარდი, ყოველთვის მეფერებოდა და მივლიდა, ზრუნვას არ მაკლებდა. მეც მიყვარდა, ისე ძალიან მიყვარდა რომ მისი სიკვდილის მერე იმ სახლთან ყოველდღე მივდივარ, მერე რა რომ იქ სულ უცხოები ცხოვრობენ და მე არც კი მიცნობენ. ის ლამაზი სახლი სულ მას მაგონებს. მახსენდება როგორ მეფერებოდა და მეთამაშებოდა… ახლა კი… ვინაა ჩემი პატრონი რომ მომხედოს, დავდივარ დაუბანელი და იმ იმედად ვარ რომ ვინმეს შევეცოდები და ერთ ლუკმა პურს გაიმეტებს ჩემთვის. რატომ ღმერთო? რატომ გავჩნდი ფუფუნებაში თუ ჩემი ბოლო ეს უნდა ყოფილიყო? ალბათ რამე გავაკეთე ცუდად და ჩემს პატრონს ვაწყენინე, ხო, ალბათ ასეა… ეხლა გამახსენდა, ცოცხალი რომ იყო Continue reading


13 Comments

მ ო კ ლ ე ს . . .

საშინელი ხმა ისმოდა… ქუჩებს აყრუებდა ავტომატის ჯერი და რუსის ყიჟინა… ირგვლივ კვამლი იდგა, ფანჯრები შემურულიყო და მზის სხივი ოთახში აღარ აღწევდა… ან კი ჩანდა მზე? ცა რუხ კვამლს დაეფარა, დიდი ღრუბელივით მოსდებოდა და ცის ფერს გვავიწყებდა…

ოთახიდან ფეხს არ ვიცვლიდი, დედაჩემი კი საშინლად მოთქვამდა. მეხვეწებოდა წავყოლოდი, სად? თვითონაც არ იცოდა, მთავარი იყო იმ ადგილს გავცლოდით.  ქუჩიდან კვნესის ხმა შემოდიოდა და რუსის უწმაწური დიალოგი. ყოველი აფეთქებისას კორპუსი ხუხულა კოშკივით ტორტმანებდა და თავს ძლივს იმაგრებდა. მიკვირს როგორ გაუძლო ამდენს, დღესაც მყარად დგას… მორიგი აფეთქების ხმაზე დედა მომვარდა, ჩამავლო მკლავში ხელი, ჩემი ძალით ვრცლად


2 Comments

ქალი მაინც ქალია

“ქალი ჯოჯოხეთში რომ ჩააგდო და კუპრში ხარშო, მაინც ქალია …  ახალგაზრდა და მოხუცი,  ქალი ქალია”… ოტია იოსელიანი…

არ ვიცი შეგინიშნავთ თუ არა თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო თბილისი მარიოტის წინ ქალი, ჭრელ ადიალაში გახვეული. გარშემო ფუთებშემოლაგებული. თავისთვის წევს, ან ზის არავის ერჩის. Continue reading