ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


5 Comments

ადამიანის მეგობარი – ცხოველი

დღეს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე ყოფილა, არ ვიცოდი, მომიტევეთ ჩემო საყვარელო არსებებო და ხშირად ადამიანზე მეტად საყვარლებო და ერთგულებო.

ქეთუსის პოსტიდან შევიტყვე ეს ამბავი და ნამდვილად ვერ შევძლებდი ჩემს საყვარელ გაბურძგნულ არსებაზე რომ არ დამეწერა.

მას კოკი ქვია, დაბადების დღეზე ჩემმა ბიძაშვილმა მაჩუქა, მას შემდეგ 9 წელი გავიდა, მეათე მიედინება, კოკი კი ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა. მიუხედავად სახლში ატეხილი აჟიოტაჟისა (ძაღლი სახლში როგორ გავაჩერო?!), კოკიმ დედას გულის დაპყრობაც შეძლო. ისეთი პატარა და უსუსური იყო სახლში რომ მომიყვანეს… სასაცილოდ, საღეჭი რეზინის ყუთიდან იყურებოდა და ათვალიერებდა ღმერთმა უწყის მერამდენედ გამოცვლილ გარემოპირობებს. შავია, უფროსწორად იყო, ახლა ჭაღარა შემოერია. ამ სიტყვებზე მე თვითონაც მეცინება, მაგრამ ჩემდაგასაკვირად ეს შავტუხა ძაღლი გადამითეთრდა და ჭაღარაშერეულ შავგვრემან კაცს დაემსგავსა.

კოკი

კოკი

სასაცილო ვინმეა, სიტყვა “კატის” გაგონებაზე ყეფით იკლებს სახლს, ეზოს, ქუჩას. ამასწინათ კატას ისეთი სისწრაფით გაეკიდა, შემეშინდა არ დაეჭირა და რამე არ დაეშავებინა, მაგრამ ვერ მოასწრო, ფისო ხეზე ახტა და იქიდან ეშმაკურად დაჰყურებდა გაგიჟებულ კოკის.

დედაჩემი ამბობს “დაბრადუშნი” ძაღლიაო. თავიდან მეცინებოდა, მაგრამ მართლა ასეა. როცა ეზოში მიირთმევს საჭმელს, განსაკუთრებით ზაფხულში, ცოტას ჯამში ყოველთვის ტოვებს. თვითონ შორიახლოს მზეს მიეფიცხება ხოლმე. 5 წუთში ჯამის გარშემო ვრცლად


4 Comments

ძაღლური ცხოვრების დღეები…

ერთი უბრალო “მაწანწალა” ვარ, როგორც ყველა მეძახის. არა და მაწანწალად კი არ დავბადებულვარ, ვცხოვრობდი ერთ დიდ და ლამაზ სახლში, მქონდა სითბო, საჭმელი, ადამიანი მყავდა გვერდზე რომელსაც ძალიან ვუყვარდი, ყოველთვის მეფერებოდა და მივლიდა, ზრუნვას არ მაკლებდა. მეც მიყვარდა, ისე ძალიან მიყვარდა რომ მისი სიკვდილის მერე იმ სახლთან ყოველდღე მივდივარ, მერე რა რომ იქ სულ უცხოები ცხოვრობენ და მე არც კი მიცნობენ. ის ლამაზი სახლი სულ მას მაგონებს. მახსენდება როგორ მეფერებოდა და მეთამაშებოდა… ახლა კი… ვინაა ჩემი პატრონი რომ მომხედოს, დავდივარ დაუბანელი და იმ იმედად ვარ რომ ვინმეს შევეცოდები და ერთ ლუკმა პურს გაიმეტებს ჩემთვის. რატომ ღმერთო? რატომ გავჩნდი ფუფუნებაში თუ ჩემი ბოლო ეს უნდა ყოფილიყო? ალბათ რამე გავაკეთე ცუდად და ჩემს პატრონს ვაწყენინე, ხო, ალბათ ასეა… ეხლა გამახსენდა, ცოცხალი რომ იყო Continue reading