ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


3 Comments

Flight of the Bumblebee

“Flight of the Bumblebee”  გახლავთ ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის საორკესტრო ინტერმედია (დრამატული ან საოპერო ნაწარმოების აქტებს შორის ჩართული კომიკური ხასიათის სცენა ან პიესა), დაწერილი სპეციალურად მისი ოპერისთვის, სახელწოდებით “ზღაპარი მეფე სალტანზე”.  დაწერილია 1899-1900 წლებში. ინტერმედია ასრულებს ოპერის მესამე აქტს. მისი მოსმენისას თითქოს გრძნობ თავს როგორ დაგტრიალებს დიდი ბზუალა.

აღნიშნული კომპოზიცია საკმაოდ საინტერესოა ტექნიკური თვალსაზრისით. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ შემდეგი ვიდეო:

 

Continue reading


6 Comments

ანტიდეპრესანტი

მთელი დღის განმავლობაში საშინლად მოწყენილი ვიყავი,  ხასითი ვერაფერმა გამომიკეთა, სახლში მოსულმა სასწრაფოდ ჩემს ანტიდეპრესანტებს მივმართე, ვაღიარებ ეს ყოველთვის შველის ჩემს განწყობას და თავისდაუნებურად მეღიმება. თქვენც გაგანდობთ ჩემს უებარ წამალს, იქნებ მოგეწონოთ. მაშ ასე :

 

ჩემი საყვარელი ვივალდის “ზაფხული”, რომელიც ნებისმიერ დროს სულს მიფორიაქებს.  ))

 

ტანგო …

 

 

კიდევ ბევრს გავაგრძელებდი, თუმცა ვფიქრობ ესეც საკმარისია… მშვენიერ ხასიათზე დამაყენა… იმედია თქვენც…  🙂