ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


3 Comments

Flight of the Bumblebee

“Flight of the Bumblebee”  გახლავთ ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის საორკესტრო ინტერმედია (დრამატული ან საოპერო ნაწარმოების აქტებს შორის ჩართული კომიკური ხასიათის სცენა ან პიესა), დაწერილი სპეციალურად მისი ოპერისთვის, სახელწოდებით “ზღაპარი მეფე სალტანზე”.  დაწერილია 1899-1900 წლებში. ინტერმედია ასრულებს ოპერის მესამე აქტს. მისი მოსმენისას თითქოს გრძნობ თავს როგორ დაგტრიალებს დიდი ბზუალა.

აღნიშნული კომპოზიცია საკმაოდ საინტერესოა ტექნიკური თვალსაზრისით. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ შემდეგი ვიდეო:

 

Continue reading


15 Comments

Maksim Mrvica

მაქსიმ მრვიცა

.

მე მინდა ცოტაოდენი ინფორმაცია მოგაწოდოთ ერთ ძალიან ნიჭიერ პიანისტზე, რომელსაც საქართველოში ძალიან ცოტა თუ იცნობს. ყურადღებისგამახვილება მინდა მის ტექნიკაზე და გასაოცარ ნიჭზე, რომელმაც მსოფლიოს გარშემო მოიარა. უნდა ავღნიშნო ისიც რომ ამ ადამიანის არსებობის შესახებ თბილისში ნელ-ნელა იგებენ, ეს ალბათ ჩვენი მეტროსადგურების დამსახურებაცაა, სადაც საკმაოდ ხშირად შეგხვდებათ მისი არაჩვეულებრივი კომპოზიციების საკონცერტო ვერსიები.

Continue reading