ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


დატოვე კომენტარი

Remembering

ცხელი ჩაი, თბილი ოთახი და ტკბილი, მშვიდი Jazz, რომ გაბრუებს და ფიქრებში გითრევს, აი ისეთი ძალიან ფაფუკი, რბილი და პიკანტური მელოდია, სიგარეტის კვამლივით რომ გეხვევა გარს და ფეხებიდან თმის წვერამდე გელამუნება. ისეთი გულს რომ ეხება და სულის სიღმეებში აღწევს.

ეს ის ტკბილი მელოდიაა გონებაში კადრებს რომ აცოცხლებს და სურვილს გიღვიძებს გაიმეორო, ეს ის ბგერებია რომ გაიძულებენ გაიღიმო, საკუთარ თავს გაუღიმო და კიდევ… შემდეგ თვალები დახუჭო და ისევ იმაზე იფიქრო რაც ასეთ “უმიზეზო” ღიმილს გგვრის. სურვილს გიღვიძებს ისევ მოკრა ყური იმ ხმას, უსმინო და გათბე მისი სიძლიერით.

კონტრაბასის ხმა ფონად ისევ გუგუნებს, ზუსტად ისე როგორც ის. სიმყუდროვის შეგრძნებას გიორმაგებს და თვალის გახელის სურვილს გაკარგვინებს. გინდა რომ ჩაიკარგო იმ ბგერებში და ისეირნოთ სანოტო რვეულზე აკორდებთან ერთად, ჩუმად, ხმის ამოუღებლად, მხოლოდ სიმშვიდის მელოდია ისმოდეს ფონად.

Avishai Cohen Trio – Remembering


3 Comments

Chris Botti

კრისტოფერ სტივენ ბოტი (Christopher Stephen Botti) დაიბადა 1962 წლის 12 ოქტომბერს, აშშ-ში, ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში, გაიზარდა ქალაქ კორვალისში და ბავშვობა იტალიაში გაატარა.

სწავლობდა გრესჰემში, მაუნტ-ჰუდ კომიუნიტის კოლეჯში (Mount Hood Community College). სწორედ იქ გაიცნო მისი მეგობარი, მესაყვირე ტოდ ფილდი. მაუნტ- ჰუდის დასრულებისთანავე მუსიკოსმა დევიდ ბეიკერთან და ბილ ადამთან ერთად სწავლა ინდიანის უნივერსიტეტში განაგრძო.

მისი პირველი ნამუშევრები smooth jazz კლასიფიკაციას შეიძლება მივაკუთვნოთ. 1999 წელს რეცენზორი წიგნში „Slowing Down the World“ წერს: „ნამდვილად შეცდომა იქნება, თუ მის მუსიკას კენი ჯის, დეივ კოზას, ნაჯის და რიჩარდ ელიოტის შემოქმედებას შევადარებთ… ბოტის ბევრად მეტი შეუძლია…“

მიუხედავად იმისა, რომ ბოტი თანამედროვე პოპ-შემსრულებელია, Continue reading


%(count)s კომენტარი

ARMIK

ვისაც ესპანური მელოდიები გხიბლავთ, აუცილებლად გეცოდინებათ ფლამენკოს უბადლო შემსრულებელი და კომპოზიტორი, არმიკი, იგივე არმიკ დაშჩი (Armik Dashch).  ეროვნებით სომეხი, დაიბადა ქალაქ თეირანში, ხოლო ირანის რევოლუციის შემდეგ, 1981 წელს, საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჯელესში. გიტარაზე დაკვრა მან 7 წლის ასაკში დაიწყო. 12 წლის უკვე გახლდათ პროფესიონალი მუსიკოსი. კარიერის დასაწყისში უკრავდა ჯაზს, 1970 წელს კი მან იმოგზაურა ესპანეთში, მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება პაკო დე ლუსიას (Paco de Lucia) კონცერტმა მოახდინა, სწორედ ფლამენკოს შეცნობამ იქონია დიდი გავლენა მის შემოქმედებაზე. მასში იგრძნობა ჯაზის, ფლამენკოსა და ლათინოამერიკული მუსიკის ელემენტები, რითიც მან Continue reading