ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…


4 Comments

Maksim Mrvica-ს ბოლო ალბომი და ახალი კლიპი

Appassionata – ეს არის მაქსიმ მრვიცას ბოლო ალბომი. რომლიც 2010 წელს გმოვიდა და მისი შეძენა უკვე დიდი ხანია შესაძლებელია. სამწუხაროდ საქართველოში არსებული მუსიკალური მაღაზიები არ გვანებივრებენ მისი ალბომებით და მისი სახელის ხსენებაზე რუს მაქსიმას ალბომებს მილაგებენ წინ!!! ერთადერთი საშუალება online მაღაზიაა. 

 გთავაზობთ  ალბომში შესული კომპოზიციების ჩამონათვალს: ვრცლად

Advertisements


3 Comments

Flight of the Bumblebee

“Flight of the Bumblebee”  გახლავთ ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის საორკესტრო ინტერმედია (დრამატული ან საოპერო ნაწარმოების აქტებს შორის ჩართული კომიკური ხასიათის სცენა ან პიესა), დაწერილი სპეციალურად მისი ოპერისთვის, სახელწოდებით “ზღაპარი მეფე სალტანზე”.  დაწერილია 1899-1900 წლებში. ინტერმედია ასრულებს ოპერის მესამე აქტს. მისი მოსმენისას თითქოს გრძნობ თავს როგორ დაგტრიალებს დიდი ბზუალა.

აღნიშნული კომპოზიცია საკმაოდ საინტერესოა ტექნიკური თვალსაზრისით. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ შემდეგი ვიდეო:

 

Continue reading


6 Comments

ანტიდეპრესანტი

მთელი დღის განმავლობაში საშინლად მოწყენილი ვიყავი,  ხასითი ვერაფერმა გამომიკეთა, სახლში მოსულმა სასწრაფოდ ჩემს ანტიდეპრესანტებს მივმართე, ვაღიარებ ეს ყოველთვის შველის ჩემს განწყობას და თავისდაუნებურად მეღიმება. თქვენც გაგანდობთ ჩემს უებარ წამალს, იქნებ მოგეწონოთ. მაშ ასე :

 

ჩემი საყვარელი ვივალდის “ზაფხული”, რომელიც ნებისმიერ დროს სულს მიფორიაქებს.  ))

 

ტანგო …

 

 

კიდევ ბევრს გავაგრძელებდი, თუმცა ვფიქრობ ესეც საკმარისია… მშვენიერ ხასიათზე დამაყენა… იმედია თქვენც…  🙂


15 Comments

Maksim Mrvica

მაქსიმ მრვიცა

.

მე მინდა ცოტაოდენი ინფორმაცია მოგაწოდოთ ერთ ძალიან ნიჭიერ პიანისტზე, რომელსაც საქართველოში ძალიან ცოტა თუ იცნობს. ყურადღებისგამახვილება მინდა მის ტექნიკაზე და გასაოცარ ნიჭზე, რომელმაც მსოფლიოს გარშემო მოიარა. უნდა ავღნიშნო ისიც რომ ამ ადამიანის არსებობის შესახებ თბილისში ნელ-ნელა იგებენ, ეს ალბათ ჩვენი მეტროსადგურების დამსახურებაცაა, სადაც საკმაოდ ხშირად შეგხვდებათ მისი არაჩვეულებრივი კომპოზიციების საკონცერტო ვერსიები.

Continue reading