ნინაკას ბლოგი

I just want to live while I'm alive…

ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ (ნაწილი II)

19 Comments

ქვემოთ მოცემული პოსტი, გახლავთ ერთგვარი გაგრძელება წინა პოსტისა.

მაშ ასე, ფილმები რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ, მომდევნო ათეული:

1.  “Romeo y Julietaგადაღებულია 1968 წელს, რეჟისორი ფრანკო ძეფირელი.

“რომეო და ჯულიეტა” გახლავთ შექსპირის, ამავე სახელწოდების პიესის ეკრანიზაცია. ჩემს სუბიექტურ აზრს გაგანდობთ და საუკეთესო ეკრანიზაციად მიმაჩნია მათ შორის, რაც კი გადაღებულა ამ პიესის მიხედვით.

2.  “Black Swan გადაღებულია 2010 წელს. რეჟისორი დარენ არონოფსკი.

შავი გედი გახლავთ 2010 წლის ამერიკული ფსიქოლოგიური თრილერი, მოქმედება ვითარდება ჩაიკოვსკის “გედების ტბის” გარშემო ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საბალეტო სტუდიაში. არ იფიქროთ რომ ეს “გედების ტბის” რიგითი ეკრანიზაციაა. ფილმმა მიიღო ოსკარი საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის (ნატალი პორტმანი) და ნომინირებული იყო ოსკარზე როგორც საუკეთესო ფილმი.

.

.

3.  “Moulin Rougeგადაღებულია 2001 წელს რეჟისორი ბაზ ლურმანი.

მიუზიკლი სახელწოდებით “მულენ რუჟი” (რომელიც თავის მხრივ ითარგმნება როგორც “წითელი წისქვილი”), არის ღარიბ ბრიტანელ პოეტზე, რომელსაც უყვარდება კაბარეს მომღერალი ქალბატონი. ფილმში აღწერილია მათი ლამაზი სიყვარულის ისტორია, სამწუხარო დასასრულით…

.

.

4.  “August rush გადაღებულია 2007 წელს, რეჟისორი კრისტენ შერიდანი.

ფილმი გახლავთ პატარა ბიჭუნაზე, რომელიც იზრდება ბავშვთა სახლში და ოცნებობს მშობლების პოვნაზე. ბავშვს აქვს უნიკალური მუსიკალური ნიჭი, რომელიც ორივე მშობლისგან დაჰყვა. მისი ნიჭი აოცებს ყველას, მათ შორის კომპეტენტურ პირებს მოცემულ სფეროში. ბიჭუნა თვლის რომ თავისი მუსიკა შეუძლია მიაწვდინოს მშობლებს და ამით შეძლოს მათი პოვნა. აუგუსტ რაშის თავგადასავალი საკმაოდ საინტერესოა, ასე რომ გირჩევთ უყუროთ, და ისიამოვნოთ.   🙂

.

.

5.  “The Pianist გადაღებულია 2002 წელს, რეჟისორი რომან პოლანსკი.

ფილმში მოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის დროს და მოგვითხრობს ებრაელი პიანისტის ისტორიას, თუ რა გაჭირვებით მოუხდა თავის გადარჩენა გერმანელებისგან. ფილმში კარგად ჩანს, რომ ჭეშმარიტი მუსიკოსი რთულ სიტუაციაშიც კი მუსიკოსია და მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, ყინვისგან დამძრალი თითებისა, მას მხოლოდ ფორტეპიანოსთან შეხება სჭირდება, რომ ყველაფერი გადაავიწყდეს. თითები თავისით დარბის კლავიატურაზე და თავის სათქმელს ამბობს… ასევე აღსანიშნავია გერმანელი ოფიცრის როლი პიანისტის გადარჩენაში. ამით ჩანს, რომ ყველგან შეიძლება იყოს ცუდიც და კარგიც, უბრალოდ დანახვა და დაფასება სჭირდება. ფილმში ჟღერს ფრედერიკ შოპენის ულამაზესი კომპოზიციები. უყურეთ, დატკბით და ისიამოვნეთ.  😉  ვისაც ნანახი გაქვთ, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ უყუროთ.  😉  :))

.

.

6. “Modigliani გადაღებულია 2004 წელს, რეჟისორი მიკ დევისი.

ფილმი მოგვითხრობს  იტალიელი მხატვრისა და მოქანდაკის, ამადეო მოდილიანის ცხოვრებას. მთავარ როლში ენდი გარსია.

7.  “Amadeusგადაღებულია 1984 წელს, რეჟისორი მილოშ ფორმანი.

ფილმი მოგვითხრობს გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ცხოვრებას.

8.  “Scent of a Woman გადაღებულია 1992 წელს და დღემდე არ კარგავს აქტუალობას. რეჟისორი მარტინ ბრესტი.

ფილმი არის რიმეიკი დინო რისის ფილმისა, ”Profumo di donna”, რომელიც გადაიღეს 1974 წელს.

ესეც ყველასთვის საყვარელი ტანგო …    🙂

9.  “Kate and Leopoldგადაღებულია 2001 წელს. რეჟისორი ჯეიმს მენგოლდი.

ფილმი გახლავთ რომანტიული კომედია,  რომელიც მოგვითხრობს 19-ე საუკუნის ჰერცოგის, ლეოპოლდისა და 21-ე საუკუნეში მცხოვრები ქეითის სიყვარულის ისტორიას. თუ როგორ მოხდა მათი გაცნობა და ა.შ.  შეგიძლიათ გაიგოთ ფილმის ყურებისას, თუ რა თქმა უნდა ნანახი არ გაქვთ.  🙂

.

10.  “Catch Me If You Can გადაღებულია 2002 წელს. რეჟისორი სტივენ სპილბერგი.

ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიას და მოგვითხრობს ბიჭზე, რომელმაც მოასწრო ყოფილიყო ექიმი, პილოტი, ადვოკატი და ეს ყველაფერი იქამდე, სანამ მიაღწევდა სრულწლოვანებას, 21 წელს. ის აყალბებდა ფასიან ქაღალდებს, დოკუმენტებს, რის შედეგადაც იშოვა მილიონობით დოლარი. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დასასრული….    🙂   ფილმში იხილავთ ტომ ჰენქსისა და ლეონარდო დი კაპრიოს დუეტს.

გაგრძელება იქნება … 🙂

ავტორი: ninnaka

I just want to live while I'm alive .......

19 thoughts on “ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ (ნაწილი II)

  1. kargi nakrebiaaa 😉 yvela nanaxi maqvs, me velodebi ufro sigrmiseul filmebs romelic nanaxi ar meqneba, imedia gagrdzeldeba filmebis sheneburi prezentacia… 😉

  2. ყველა ფილმი ძალიან მაგარია.. მართლა აუცილებლად უნდა უყურო 🙂 ) ბოლო არ მაქვს მხოლოდ ნანახი და ვუყურებ აუცილებლად რახან ამ ფილმებთან ერთად მოხვდა ათეულში ესეიგი ღირს ყურება.. 🙂

  3. “მოდილიანი”, “ქალის სურნელი”, “რომეო და ჯულიეტა” ნანახი მაქვს თავიდან ბოლომდე და სალივე ფილმი არაჩვეულებრივია. “ქალის სურნელი” ჩემი უსაყვარლესი ფილმების რიცხვში შედის. ალ პაჩინო ლეგენდაა და არჩვეულებრივია მისი ტანგო. “მოდილიანი” ძალიან საიტერესო ფილმია და ერთ-ერთ მუსკა იმდენად მომეწონა, რომ გადმოვწერე კიდეც ინტერნეტიდან. აი თუ გახსოვთ ის მუსიკა,ყველა მხატვარი ერთად რომ ხატავს რაღაც ნახატს, ნუ შეჯიბრი რომაა და პიკასო ცალკე ხატავს თავის ნახატს , სადაც მისი ცოლი პოზირებს, ხოლო ამადეო კი ჟანას ხატავს თავისი დიდი მუცლით 🙂 “რომეო და ჯულიეტა”-ზე დაგეთანხმები 1000 %-ით, რომ საუკეთესო ეკრანიზაციაა შექსპირის ამავე სახელწოდების ტრაგედიისა. ულამაზესი წყვილია მართლაც ლეონარდ უაითინგი და ოლივია ჰასი და გულიც მწყდება ერთად რომ არ დარჩნენ საბოლოოდ 🙂
    “ამადეუსი”, “მულენ რუჟი”, “პიანისტი”,”ქეითი და ლეოპოლდი” ნაწილ-ნაწილ მაქვს ნანახი,ნაწყვეტ-ნაწყვეტ. თუმცა აუცილებლად ჩავუჯდები ერთ დღეს და ვუყურებ, განსაკუთრებით “ამადეუსს” და “პიანისტს”. “ოგესთ რაშს” რაც შეეხებამ დავიწყე ამ ფილმის ნახვა, მაგრამ ინტერნეტს საღათას ძილი დაემართა და რომ გამოეღვიძა, მერე მე აღარ მინდოდა აღარაფერი, ისე მომეშალა ნერვები 🙂 ამასაც ვუყურებ, არაუშავს. 🙂

  4. “ავე მარია”-ს გულისხმობ ალბათ “მოდილიანი”-დან. 🙂

    ნამდვილად არ გაგიცრუვდება იმედები დანარჩენი ფილმების ყურებისას. 😉

  5. კი, ნამდვილად ამ მუსიკაზე მქონდა საუბარი 🙂

  6. ქეითი და ლეოოოო :))) ჩემი ჯეკმანიიი… ერთხელ ერთი ბიჭი გავიცანი, ცოტა ჩამოჰგავდა ჰიუს – ამ ფილმიდან, და დიდი ხნის მერე მივხვდი რომ ამის გამო მომწონდა.. მართალია, ქეითად ვერ მცნო 😀 საბედნიეროდ, მოსაწყენი ტიპი აღმოჩნდა და დიდად არ დამნანებია, თუმცა სწორედ გუშინ ვუყურებდი ამ ფილმს, დღეს ეს ტიპი ვნახე შემთხვევით და ეხლა – შენს ბლოგზე წავაწყდი ისევ ამ ფილმს.
    ჰოდა, მივხვდი, რომ ჰიუ უფრო საყვარელ პროტოტიპს იმსახურებდა, მისამართი შემეშალა :))))))))))

    • მიხარია თამო რომ მოგწონს, ჰიუ ჯეკმანზე მეც ვგიჟდები და განსაკუთრებით ამ ფილმში, საოცრად უხდება ძველი სტილი, საერთოდ ფილმებზე ვგიჟდები სადაც მოქმედება 18-19 საუკუნეებში ხდება, საოცრად მომწონს ის კოსტუმები ქალებისაც და კაცებისაც, განსაკუთრებით კაცების, ალბათ წინა ცხოვრებაში საფრანგეთის არმიაში ვმსახურობდი და ვცხოვრობდი 19-ე საუკუნეში, იმიტომ რომ ვგიჟდები მათ კოსტუმებზე, სიამოვნებით ჩავივამდი ❤ ნუ საფრანგეთი ამ ფილმთან არაფერ შუაშია, უბრალოდ ჰიუს კოსტუმზე გამახსენდა, ჰოდა იმას მოვაყოლე რომ ის ეპოქა საოცრად უხდება ამ ადამიანს ❤

  7. რაც შეეხება დანარჩენ ფილმებს – ჩემი კომენტარი, მგონი, არ სჭირდება, მაგარი გემოვნება გაქვს და ძალიან კარგი და საყვარელი გოგო ხარ.
    მადლობა ამ სტატიებისთვის.
    რატომ არ მაქვს გადაცემა ან ჟურნალი ხელოვნებაზე 🙂 რა კარგი ავტორი მეყოლებოდა :*

    • მადლობა თამო ამ თბილი სიტყვებისთვის და თუ ოდესმე მსგავს გადაცემას გააკეთებ, ან ჟურნალს გამოსცემ იცი როგორც უნდა მიპოვო, მე ყოველთვის მზად ვარ ამ სფეროს ვემსახურო და თავითფეხამდე გადავეშვა მასში. 😉 😀

  8. გამარჯობა შემთხვევით აღმოვჩნდი ამ ბლოგზე და მომეწონა. ჯერ მხოლოდ ეს პოსტი წავიკითხე და მომეწონა ყველა კარგი ფილია, რამდენიმე ჯერ არ მაქვს ნანახი და აუცილებლად ვუყურებ.

  9. ძალიან რომ გთხოვო ქეითის და ლეოს საყურებელ ლინკს არ მომცემ ?:(

    • გამარჯობა მარიამ, თითოეულ ფილმზე მიმაგრებული მაქვს ფილმის ბმული, შეგიძლია გადახვიდე და იქვე ნახავ გადმოწერის ლინკსაც. ზუსტად ფილმის აღწერის ქვემოთაა.

Leave a reply to Jazzmena კომენტარის გაუქმება